ხვალ, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს

26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. პირველად საპარლამენტო სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.
ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის მოუწევს: –
(#41) “ქართული ოცნება“
(#5) “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
(#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ – გვარამია, მელია, გირჩი, დროა
(#9) “ძლიერი საქართველო“ – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
(#25) “გახარია საქართველოსთვის“
(#8) “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
(#10) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
(#36) “გირჩი“
(#23) “ჩვენ“
(#6) “ევროპელი დემოკრატები“
(#17) “საქართველო“
(#12) “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
(#26) “მემარცხენე ალიანსი“
(#20) “თავისუფალი საქართველო“
(#21) “ტრიბუნა“
(#16) “შეცვალე საქართველო“
(#27) “ქართველ ერთობა“
(#3) “საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლებს, ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. აქედან საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის არის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი.
რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი შეიქმნა. უცხოეთში შექმნილ საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში 95 910 ამომრჩეველია შეყვანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”