არ მოგვიწოდებია ქართველებისთვის, რომ საარჩევნოდ დარეგისტრირებულიყვნენ – ბელგიის კომისარიატი

ბელგიის სამეფოს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა კომისარიატის განცხადებით, მათ არ მიუმართავთ ქართული დიასპორისთვის, რომ დარეგისტრირებულიყვნენ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ კომისარიატმა განცხადება გაავრცელა, სადაც ის აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებაში ბელგიაში მცხოვრები ქართველების გვერდ BelGeo-სა და მათზე დაყრდნობით ამ ინფორმაციის გავრცელებაში ნეტგაზეთსაც ადანაშაულებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, ნეტგაზეთის მიერ გავრცელებულ მასალაში არსად ყოფილა ნათქვამი, რომ ბელგიის […]
ნინო დოლიძე – წინასაარჩევნო პერიოდში რუსული საინფორმაციო ოპერაციები მნიშვნელოვნად გააქტიურდა – სოციალურ მედიაში მოქმედმა ქსელმა, რომელიც რუსეთთანაა დაკავშირებული, ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანია გაააქტიურა

წინასაარჩევნო პერიოდში რუსული საინფორმაციო ოპერაციები პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა – სოციალურ მედიაში მოქმედმა ქსელმა, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული, ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანია გაააქტიურა – ამავე პერიოდში მმართველი პარტიის მხრიდან ანტიდასავლური, მათ შორის, ევროსკეპტიკური გზავნილები იყო აქტუალური,- ამის შესახებ ISFED-ის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა. ბრიფინგზე საუბრისას დოლიძემ საპარლამენტო არჩევნებისთვის […]
თინა ბოკუჩავა – შიშზე დაფუძნებული კამპანიის ჩატარების მცდელობას ყველა ხედავს საქართველოს შიგნით და გარეთაც, მათ შორის გამოცდილი დამკვირვებლები – დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დაშინების მცდელობა არ იმუშავებს

შიშზე დაფუძნებული კამპანიის ჩატარების მცდელობას ყველა ხედავს საქართველოს შიგნით და გარეთაც, მათ შორის გამოცდილი დამკვირვებლები-დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დაშინების მცდელობა არ იმუშავებს,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომელიც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ თავისუფალი საქართველოს მოქალაქეები ევროპულ კეთილდღეობას აირჩევენ. „შიშზე დაფუძნებული კამპანიის ჩატარების მცდელობას ყველა ხედავს საქართველოს […]
შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგები გააცნო

1-ელი სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, არჩევნებში უცხოური ჩარევის 250-ზე მეტი განცხადება, კომენტარი თუ სხვადასხვა სახის ინტერვენცია, რეზოლუცია და ა.შ. დაფიქსირდა, რაც დღეში საშუალოდ ხუთი სხვადასხვა აქტორის ჩარევა არის საქართველოს საარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა საზოგადოებას წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგები […]
შალვა პაპუაშვილი – იგივე სპექტაკლიდან არის ბაჩიაშვილის საქციელიც, რომელიც ადამიანურ ზღვარს სცდება და უმადურობისკენ მიჰყავს ადამიანი – უბრალოდ სასაცილოა, რომ ბიძინა ივანიშვილს აბრალებდეს რაღაცას

რაც შეეხება ბაჩიაშვილს, იგივე სპექტაკლიდან არის მისი საქციელიც, რომელიც სინამდვილეში არის იდეოლოგია, რომელიც ადამიანურ ზღვარს სცდება და უმადურობისკენ მიჰყავს ადამიანი – უბრალოდ სასაცილოა, რომ ბიძინა ივანიშვილს აბრალებდეს რაღაცას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. აღნიშნულით იგი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას […]
„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ორი ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის სამშენებლო ნებართვა მიიღო

სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ ქ. ბათუმის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა გასცა. სამშენებლო ნებართვა მოიცავს შავი ზღვის სანაპიროზე ჯამურად 102 ჰექტარი მიწის ნაკვეთის და ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობას. გადაწყვეტილება დაეფუძნა 40-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევას, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ დამტკიცებულ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშსა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო […]
უკრაინის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეის სამხედროებს კურსკის რეგიონში განათავსებს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია რუსეთის კურსკის რეგიონში ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა დისლოცირების შესახებ. სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეიდან პირველი დანაყოფები საბრძოლო ზონაში 23 ოქტომბერს ჩავიდნენ. დაზვერვის სამსახური ამბობს, რომ მათი ადგილზე ყოფნა “აღირიცხა რუსეთის ფედერაციის კურსკის რეგიონში”, სასაზღვრო არეალში, სადაც აგვისტოში უკრაინის ძალები შევიდნენ. ამგვარი დისლოცირება ზრდის ალბათობას, რომ ჩრდილოეთ […]
ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 21 ნოემბრამდე უნდა გამოაცხადოს

21 ნოემბერია ბოლო თარიღი (არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა), როდესაც ცესკომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს და შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნოს. ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე დოკუმენტს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და ასევე, მას გამოსაქვეყნებლად “საკანონმდებლო მაცნეს“ გადასცემს, რომელიც ორი დღის ვადაში გამოაქვეყნებს. პარლამენტის წევრთა მანდატები […]
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა გაიმართოს

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა გაიმართოს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს. თავის მხრივ, 21 ნოემბერია ის ბოლო თარიღი (არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა), როდესაც ცესკომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს და შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნოს. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია […]
“მსაჯებისა და მოთამაშეების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს” – ბრაზილიელმა ლეგენდამ ვინისიუსზე ისაუბრა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ Globo Esporte-სთან ინტერვიუში მადრიდის “რეალის” ვარსკვლავის ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა. რივალდომ ვინისიუსს მსოფლიოში საუკეთესო უწოდა, თუმცა მოედანზე მისი ქმედებები გააკრიტიკა. “ეჭვგარეშეა, მისი ქცევები კარგი არ არის, შესანიშნავი ფეხბურთელია და მადრიდის “რეალის” წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს. ძალიან ახალგაზრდაა და შეუძლია შეიცვალოს. ვფიქრობ, მან მსაჯებისა და მოთამაშეების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს. მესმის, […]