ქუთაისში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

ქუთაისში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს. სიმბოლურად, ქართული დროშა “შენგელია არენაზე” გაშალეს. ასევე, დღის განმავლობაში აქტივობები გაიმართება ბაგრატის ტაძრის ეზოში და ასსაფეხურიან კიბეზე. ქართული დროშა ჩოხოსნებმა, კადეტებმა და ფეხბურთელებმა გაშალეს. ღონისძიებას, რომელიც ქუთაისის მერიის მიერ იყო ორგანიზებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო დროშა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე აღმართეს. თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს დროშები საზეიმოდ, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე აღმართეს. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.
მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, გამოხატული სისუსტე – ქვეყანაში სეზონური ვირუსებია გავრცელებული

მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, გამოხატული სისუსტე – ქვეყანაში სეზონური ვირუსებია გავრცელებული. გაზრდილია მიმართვიანობაც სამედიცინო დაწესებულებებში. ამ დროისთვის ძირითადად “ა” ტიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა პაციენტები კლინიკებს სხვა ვირუსული ინფექციებითაც აკითხავენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ მოსახლეობას ვაქცინაციისა და რეკომენდაციების შესრულებას ურჩევენ. “ბავშვთა მიმართვიანობა გაზრდილია ისევე, როგორც ყველა […]
სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული […]
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთასა და ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთასა და ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს. „14 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთას დღესასწაულობს. სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რაც მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა. წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს […]
თბილისის საკრებულოში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ და საკრებულოს წევრებმა მიიღეს. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცა. „14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა და […]
მეგრული “კუჩხა” – ძველით ახალი წელი სამეგრელოში

ახალი წელი წარმოუდგენელია ქართული ფილმ “კუჩხი ბედინერის” გარეშე, რომელშიც მოქმედება სამეგრელოში ხდება. მთავარი ამბავი კი იმის გარკვევაა, ვინ უკეთესი მეკვლე იქნება – ბროლია თუ წინასწარ შეთანხმებული პაჭუ. ფილმის სახელი “კუჩხი ბედინერი” (მეგრ.) ფეხბედნიერს ნიშნავს, სწორედ ამ სიტყვას უკავშირდება ძველით ახალი წლის მეორე დღის – “კუჩხას” სახელიც. ამ დღეს სამეგრელოში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ყველა ოჯახი ცდილობს […]
დღეს წმიდა პეტრე აღმსარებელის ხსენების დღეა

მღვდელი პეტრე ხმალაძე დაიბადა ახალქალაქის სანჯაყის სოფელ ბარალეთში [1775 წელს]. კლასიკური სასულიერო განათლება არ ჰქონდა მიღებული. მღვდლად ხელდასხმულ იქნა 1801 წელს და დაინიშნა ბარალეთის ფერისცვალების ეკლესიაში. მამა პეტრე ხმალაძე ღრმად მოხუცებულობამდე აღასრულებდა მღვდელმსახურებას. ის მსახურობდა აგრეთვე ტოლოშის თეოდორე ტირონის ეკლესიაში, საიდანაც 1848 წელს პირადი განცხადებით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო განთავისუფლდა და გადაყვანილ იქნა იმავე ეკლესიაში მედავითნედ. […]
კობახიძის ხელმძღვანელობით „ოცნების“ დელეგაცია ჩინეთში გაემგზავრა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფრომაციიას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო […]
დიდუბის ნაწილს გაზი არ აქვს | აღდგენის დრო

კომპანია “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დიდუბის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება 13 იანვარს 20:00 საათზე შეწყდა და დღეს, 14:00 საათზე, აღდგება.