რაფაჰში მდებარე სახლზე ისრაელის თავდასხმას 14 პალესტინელი შეეწირა, მათ შორის – 2 წლის გოგონა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ღამით, რაფაჰში მდებარე სახლზე ისრაელის არმიის თავდასხმას 14 პალესტინელი შეეწირა, მათ შორის – 2 წლის გოგონა. არიან დაშავებულებიც. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, პალესტინელებს დაბრუნების უფლებას არ მისცემენ, ვიდრე იქ ბრძოლა გრძელდება. ამის შესახებ განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობას […]
სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 690-ე დღეს, კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში, საჰაერო განგაში ისმოდა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 690-ე დღეს, კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში, საჰაერო განგაში ისმოდა. დღის განმავლობაში 61 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ბოლო 24 საათში, 840 ადამიანი დაკარგეს. ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და მიკოლაივის 120-ზე მეტი დასახლება, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, […]
“კალანდა 2024“ – სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში კალანდის დღესასწაული აღნიშნეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში კალანდის დღესასწაული აღნიშნეს. “კალანდა 2024“ კალანდობისთვის დამახასიათებელი ისეთი უძველესი ტრადიციებით აღნიშნეს, როგორებიცაა აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, ჩიჩილაკის დამზადება, გურული ღვეზლის ცხობის რიტუალი და მუცლის სალოცავი. ამასთან, ადგილზე გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები და მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და […]
“ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაზე 600-ზე მეტი ქიმიური თავდასხმა განახორციელა” | უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ტოქსიკური ქიმიკატების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით 626 თავდასხმა განახორციელეს. მათგან 51 იანვრის დასაწყისში. გენშტაბის თქმით, რუსების მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების დინამიკა იზრდება და თავდაცვის ძალები ყოველდღიურად 10-მდე ასეთ შემთხვევას აფიქსირებენ. “ყველაზე ხშირად, მტერი იყენებს ყუმბარებს, როგორიცაა K-51, RGR. მათ ყრიან უპილოტო საფრენი აპარატებიდან. თუმცა, გამოიყენება […]
ხერსონში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

უკრაინული მედიის ცნობით, 13 იანვარს ხერსონის ოლქში რუსეთის აგრესიის შედეგად კიდევ 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 103 ჭურვი გაუშვა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და სხვა საბრძოლო საშუალებებიდან. რუსი ოკუპანტების სამიზნეს რეგიონის დასახლებული პუნქტები, საცხოვრებელი კვარტლები და პორტის ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. ასევე ნახეთ: · გასულ 24 საათში, […]
შვედეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოებას ზრდის

შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაციამ საბრძოლო მასალის მწარმოებელ კომპანია Nammo-სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიზანი 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა და მათი მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებაა. „ჩვენ ახლა მნიშვნელოვან შემდგომ ნაბიჯს ვდგამთ. ეს შეამცირებს მიწოდების დროს, გაზრდის ჩვენს შესაძლებლობას, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას და ამავდროულად გააძლიერებს საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების უსაფრთხოებას შვედეთსა და სკანდინავიის რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში“, […]
ხინკალი 13.5%-ით გაძვირდა

რესტორანში ხინკალი გაძვირდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. კერძოდ, 2023 წლის დეკემბერში რესტორანში ხინკალი წლიურ ჭრილში 13.5%-ით არის გაძვირებული. აღნიშნული ცვლილება სავარაუდოდ, მისი ინგრედიენტების ფასის მატებას უკავშირდება. მათ შორის აღსანიშნავია, ხორცის გაძვირება, კერძოდ, ძროხის ხორცის, რამაც მთლიანი ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში ძროხის ხორცი 13.9%-ით არის გაძვირებული. რაც შეეხება ღორის […]
დღეს თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება – ნახეთ ჩამონათვალი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, ზოგიერთს კი უკვე შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. საბურთალოს რაიონში – წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვთ სოფელ დიღომში, ტარიელის ქუჩის N8-თან ქსელზე დაზიანების გამო: სოფელ დიღომში- ავთანდილის, ტარიელის და ნინო ორბელიანი-აბაშიძის ქუჩებს. წყალმომარაგების აღდგენის დრომ გადაიწია 12:00-მდე. საბურთალოს რაიონში – ბობ უოლშის ქუჩის N26-თან […]
14 იანვარს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. წელს ეს თარიღი უკვე მეთორმეტედ აღინიშნება. „20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა. თუმცა ნებისმიერი თარიღი და პერიოდი ჩვენი დროშისთვის პირობითია, ვინაიდან ის ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია“, – წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. საქართველოს სახელმწიფო […]
ოცნების დელეგაცია ჩინეთში გაემგზავრა

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მედია პარტიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დელეგაცია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან გია ვოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით სონღულაშვილი, ნინო წილოსანი და ვიქტორ სანიკიძე. მათივე განცხადებით, შეხვედრები […]