ჩოხატაურმა “ახალი წლის დღეებს” უმასპინძლა

ჩოხატაურმა “ახალი წლის დღეებს” უმასპინძლა. ხელოვნების სასახლის წინ, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მრავალფეროვანი და ყველა თაობაზე მორგებული ღონისძიებები გაიმართა. გასართობი პროგრამის შემდეგ, სტუმრების წინაშე ცნობილი მომღერლები წარდგნენ.
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობს. ქართველმა ხელბურთელებმა კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება, ისტორიაში პირველად, 2023 წელს მოიპოვეს. ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მეორე მატჩს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი დაესწრნენ. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მოქმედ ჩემპიონს – შვედეთს დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 26:42 დათმო. ტიტე კალანდაძის გუნდი […]
უამინდობა კახეთში – ინტენსიური თოვის გამო, თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს

უამინდობა კახეთის რეგიონში – ინტენსიური თოვის გამო, შეფერხებით მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი თელავში. მთელი ღამის განმავლობაში წმენდნენ გზებს. დაიყარა ტექნიკური მარილი. გომბორი-თბილისის საავტომობილო გზაზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს, თუმცა შუამთის მონაკვეთზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც მძღოლებს უამინდობასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე აფრთხილებს. ასევე, საპატრულო პოლიცია მძღოლებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით. […]
სახელმწიფო დროშა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა- ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო დროშა უმთავრესი ეროვნული სიმბოლოა და „ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა“. „დროშა ინახავს ჩვენს დიდ ისტორიას და საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას მიმართავს ერთი მიზნისაკენ – დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება. იგი ყველა ჩვენგანის ერთიანობის სიმბოლოა – ჩვენ ერთი გვაქვს […]
პრემიერი – სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა – დავიცვათ და განვამტკიცოთ თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. საქართველოს პრემიერის თქმით, სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. „უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. დროშა ინახავს ჩვენს დიდ […]
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

ეს დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს, საქართველოს დროშის შესახებ ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნა. საქართველოს სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად, ის შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ, 2004 წლის 14 იანვრიდან. საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება – თეთრ ფონზე ერთი სწორკუთხა […]
შამბა ადასტურებს, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზას აშენებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი სერგეი შამბა რუსულ სახელმწიფო, პროპაგანდისტულ მედია RIA-სთან ადასტურებს, რომ რუსეთი რეგიონში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას ააშენებს. როგორც ის ამბობს, ბაზა, შესაძლოა, 2024 წლიდან ამოქმედდეს. შამბას თქმით, მშენებლობა ჯერჯერობით არ დაწყებულა და ის დაპროექტების ეტაპზეა. მისივე მტკიცებით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული გემებისთვის ბაზის მშენებლობა “სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას შეესაბამება”. რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში […]
საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი შეფასება გამოქვეყნდა | Fitch-ის ანგარიში და რისკები

რა რისკებია ქვეყანაში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით? – Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი შეფასება გამოაქვეყნა. მასში საუბარია რისკებზე, სადაც, მათ შორის, ნახსენებია პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ეროვნული ბანკის კანონში შეტანილი ცვლილება და ლარის კურსი. ყურადღება გამახვილებულია გეოპოლიტიკურ რისკებზეც, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს. ანგარიშში საუბარია კანდიდატის სტატუსსა და იმ რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზეც, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოსთვის […]
“ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვარი ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს” | ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვარი ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს. მისი თქმით, ისრაელს არ შეუძლია ომის დასრულება ფილადელფის დერეფნის დახურვამდე. “ჩვენ გავანადგურებთ “ჰამასს”, მოვახდენთ ღაზის დემილიტარიზაციას და სამხედრო ტექნიკა და სხვა იარაღი გააგრძელებს შემოსვლას ამ სამხრეთის გადასასვლელიდან – ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავხუროთ ის”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. […]
ემანუელ მაკრონი ღაზაში მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების გაგრძელებას ითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტი ღაზაში მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების გაგრძელებას ითხოვს. როგორც ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში ამბობს, საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა მძევლები უვნებლად დაბრუნდნენ სახლებში. “დღეს 7 ოქტომბრის თავდასხმიდან 100 დღე გავიდა. საფრანგეთი თავის შვილებს არ დატოვებს. სწორედ ამიტომ, მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები ისევ და ისევ უნდა განახლდეს. არასდროს დანებდეთ, რადგანაც ჩვენ არასდროს დავთანხმდებით მსხვერპლს. […]