ადგილები, რომლებიც ტურისტებისთვის 2024 წლიდან დაიხურება

პანდემიის დროს გლობალურმა ტურიზმმა მრავალი რესურსი და გულშემატკივარი დაკარგა. საზღვრების გახსნის შემდეგ მოგზაურობისთვის ყველა ღირსშესანიშნაობა ხელმისაწვდომი არ არის. CNN წერს იმ ცნობილი ძეგლების შესახებ, რომლებიც ტურისტებისთვის 2024 წელს დაიხურება: 1. პომპიდუს ცენტრი, პარიზი გარეგნულად, პარიზის მუზეუმი საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება, თუმცა სინამდვილეში ის 60 წელზე მეტისაა. 2023 წლის ზაფხულში საფრანგეთის დედაქალაქში საზაფხულო ოლიმპიადის შემდეგ, პომპიდუ 2030 […]

ჩანგლები, დანები, თეფშები, ღვინის სახსნელები თუ ხელსახოცები – გიორგი იოსავას ჭამა-სმის მუზეუმი თბილისში

საახალწლო განწყობა ისევ მთელ საქართველოში იგრძნობა. დღეს, ძველით ახალი წელი, ანუ, გურულად რომ ვთქვათ, კალანდობაა. ჩვენს ქვეყანაში საახალწლო ტრადიციებს დიდი ხნის ისტორია აქვს. დიდი ისტორია აქვს საახალწლო დეკორაციებსაც, რომელიც თბილისში, რუსთაველის 17 ნომერში ინახება – აქ, მართალია, ჭამა-სმის მუზეუმია, თუმცა ამ სივრცეში ნახავთ უძველეს საახალწლო სათამაშოებსაც, რომელთა ფასი არა ხარისხით, არამედ იშვიათობით განისაზღვრება. გადარჩენილ ნივთებს […]

თაღლითობა გაყალბებული საბუთებით | სქემა, რომლის მიხედვითაც უცხოელებს საქართველოში შეძენილი ქონება უკანონოდ გაუყიდეს

მასშტაბური თაღლითობა, რომელსაც მაღალი ალბათობით ხელისუფლებიდან მფარველობენ. სქემა, რომელსაც ჩვენი ჟურნალისტები იძიებენ, იმდენად თავხედურია და იმდენად აშკარაა, რომ მთელ რიგ დარღვევებზე სახელმწიფომ განგებ დახუჭა თვალი, ერთი შეხედვითაც კი გასაგები ხდება, რომ იუსტიციის სახლისა და გაყალბებული დოკუმენტების დახმარებით ადამიანები უბრალოდ გაძარცვეს. რეესტრᲨი გატარებული და კანონიერად Შეძენილი ქონება, რომლის ჯამური ღირებულება 10 მლნ დოლარს აჭარბებს, დღეს ამ […]

ამას არავინ ელოდა – მამარდაშვილის “ვალენსიამ” ისევ გაიმარჯვა და ევროტურნირებზე გასასვლელ ზონას მიუახლოვდა

ლა ლიგის მე-20 ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „კადისს“ 4:1 სძლია. „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, გამოსვლებზეც დამაჯერებელი იყო, დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა: Sofascore 7.4, flashscore 6.9, Whoscored 6.8. დებიუტში „ღამურები“ დურომ დააწინაურა, ანგარიში პენალტით ალკარასმა გაათანაბრა. მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, გოლი […]

ფერად ბუშტებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს – იმპორტიორი კომპანია გაყიდული ბუშტების უკან დაბრუნებას ითხოვს

ფერად ბუშტებში, რომლებიც ფილტვების ანთების დროს სუნთქვის ვარჯიშებისთვისაც კი გამოიყენება, მომწამვლელი ნივთიერება აღმოაჩინეს. ნიტროზამინი კანცეროგენური ნაერთია, რომელთანაც ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა ბავშვის ორგანიზმში რეპროდუქციული და ონკოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს. იმპორტიორი კომპანია გაყიდული ბუშტების უკან დაბრუნებას ითხოვს. ჯანმრთელობისთვის სახიფათო ლატექსის ბუშტების ამოცნობა, ერთი შეხედვით, რთულია, არადა, ის ქართულ ბაზარზე მრავლად გვხვდება მაღაზიებში, ბაზრობებსა თუ უბრალო ჯიხურებში, შეფუთვის გარეშე. […]

ცვლილებები, სიახლეები და წესები, რომლებიც ახალი წლიდან შევიდა ძალაში

ცვლილებები, სიახლეები და წესები, რომლებიც ახალი წლიდან შევიდა ძალაში, – პირველი იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც ზამთრის სეზონზე, სამი თვის განმავლობაში, კონკრეტულ მონაკვეთებზე სავალდებულოა შესაბამისი საბურავების მქონე მანქანებით გადაადგილება. აუცილებელია, რომ საბურავზე დატანილი იყოს სიმბოლო − ფიფქი, მისი დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი და შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა. მძღოლს, რომელიც დაარღვევს […]

საბავშვო ზღაპრები ციხიდან – სათქმელი საკნიდან და საპატიმროში გაცოცხლებული ზღაპრის გმირები

“ერთ კარგ სახლში, ერთი ლამაზი და ჭკვიანი გოგო ცხოვრობდა, სახელად მარი,” – ეს ერთი ზღაპრის ერთი წინადადებაა, რომელიც 2021 წელს პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთ საკანში დაიწერა. თავისუფლების მიღმა პატიმრები თავისუფლებასა და მონატრებაზე წერენ – წერენ საკანში და წერენ შვილებისთვის. იდეა ორი წლის წინ გაჩნდა, როცა შვილების უკეთ გაცნობის და მათთან დაახლოების გზებს ეძებდნენ. ციხის ბიბლიოთეკაში დაწერილი […]

კახა კალაძემ ნიკურაძეების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

ძველით ახალი წელი კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას ტრადიციულად საზეიმო კონცერტით მიულოცა. პრესსამსახურის ცნობით, განსაკუთრებული საჩუქარი – საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში, კახა კალაძისგან წელს ნიკურაძეების შვიდსულიან ოჯახს გადაეცა. სახლის გასაღები ნიკურაძეების ოჯახს კახა კალაძის უფროსმა ვაჟიშვილმა, ლევან კალაძემ გადასცა. დღეიდან, ლაშა ნიკურაძის ოჯახს, თხუთმეტწლიანი მოლოდინის შემდეგ, საკუთარი ჭერი და საკარმიდამო ნაკვეთი აქვს. „უბედნიერესი 2024 წელი დაიწყო ჩემთვის, […]

მაღალი ტემპერატურა, ყელის, თავის, სახსრების ტკივილი და ხველა – საქართველოში ერთდროულად 15 ვირუსი ცირკულირებს

მაღალი ტემპერატურა, ყელის, თავისა და სახსრების ტკივილი, ხველა – საქართველოში, ერთდროულად, 15 ვირუსი ცირკულირებს. განსაკუთრებით საყურადღებო კი 3-ია, მათ შორის H1N1-ია. დაავადებათა კონტროლის – საშიში ინფექციების საწინააღმდეგო ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში, რესპირატორული ინფექციების მომატებულია. ლაბორატორიულად შესწავლილი ნიმუშების 37% – H1N1-ია, 17% – რესპირატორულ სენსიტიური ვირუსები, 9% -ადენოვირუსებია, დანარჩენი დადასტურებული შემთხვევები, სხვადასხვა სეზონურ გრიპსა […]

საბერძნეთში ქართველები დააკავეს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით

საბერძნეთში ქართველები დააკავეს, რომელთაც ბრალად ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა ედებათ. როგოც ბერძნული მედია წერს, 7 დაკავებულს შორის ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდია, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერია. მედიის თანახმად, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში კიდევ 13 უცხოელი იმყოფება, რომელთაგან 7-ზე დეპორტაციის პროცედურები დაიწყო. მედიის ცნობით, პოლიციამ სახლების და საწყობების ძარცვის 35 ფაქტი, 1 ყაჩაღობის და გამოძალვის 2 ფაქტი გახსნა. მათივე […]