“უკრაინული ინიციატივები თანდათან გლობალური ხდება” | ზელენსკი დავოსში გამართულ შეხვედრაზე

“უკრაინული ინიციატივები თანდათან გლობალური ხდება” – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში “მშვიდობის ფორმულაზე” გამართულ შეხვედრას და აღნიშნავს, რომ უკვე მეოთხე ასეთ შეხვედრაზე 80-ზე მეტი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა: “დღეს შვეიცარიაში მშვიდობის ფორმულის მრჩეველთა ახალი შეხვედრა გაიმართა. ეს უკვე მეოთხე ასეთი შეხვედრაა. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ახალი […]
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 15 იანვარს | ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 15 იანვარს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით, 15 იანვარს: · 1 აშშ დოლარი – 2.6741 ლარი ეღირება; · 1 ევრო – 2.9308 ლარი; · 1 ფუნტი – 3.4011 ლარი; · 1 ლირა კი 0.0889 ლარი ეღირება.
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 15 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 15 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანი-მუხიანის გადასახვევის ტერიტორიის, მუხიანის ხევის, […]
ბრიტანეთში დააკავეს 6 პირი, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟის მუშაობის ჩაშლას გეგმავდნენ

ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, დააკავეს 6 პირი, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟის მუშაობის ჩაშლას გეგმავდნენ. პოლიციის ცნობით, დაკავებულები პალესტინის სამოქმედო ჯგუფის აქტივისტები არიან და ისინი ბირჟის შენობის პარალიზებას ორშაბათს, 15 იანვარს აპირებდნენ. “ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჯგუფი მზად იყო ჩაეტარებინა დამღუპველი და დამაზიანებელი ტრიუკი, რომელსაც, განხორციელების შემთხვევაში, სერიოზული შედეგის მოტანა შეეძლო”. – თქვა დეტექტივმა შონ თომასმა. პოლიციის […]
15 იანვარს თბილისში შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება | ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება – ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია “თელასი” ავრცელებს: გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანი-მუხიანის გადასახვევის ტერიტორიის, […]
“ლილო მოლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თენგიზ გავაშელი გარდაიცვალა

“ლილო მოლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თენგიზ გავაშელი გარდაიცვალა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია კომპანიამ გაავრცელა. რეესტრის მონაცემებით, გავაშელი ,,ლილო მოლის” 11%-ს ფლობდა. რაც შეეხება წილების გადანაწილებას სხვა პირებზე, მონაცემები ასეთია: მარიკა გავაშელი – 2%, დავით გავაშელი – 2.8%, გია ანდღულაძე – 12%, გიორგი გაგუა – 11.2%, ლევან გაგუა – 1%, კონსტანტინე კაპანაძე – 8.5%, იოსებ […]
მედია: თურქეთის დაზვერვამ სირიაში ქურთი მებრძოლების პოზიციებს დაარტყა

თურქეთის დაზვერვამ სირიაში ქურთი მებრძოლების პოზიციებს დაარტყა. ამის შესახებ უცხოური მედია თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს წყაროზე დაყრდნობით წერს. მათი ინფორმაციით, სამიზნეები კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, საგუშაგოებსა და სამხედრო ბაზებს მოიცავდა. მედიის ცნობითვე, თურქულმა მხარემ დარტყმები ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებთან შეტაკებისას ცხრა ჯარისაკის დაღუპვის საპასუხოდ განახორციელა. ამ დროისთვი დამატებითი ინფორმაცია უცნობია.
სავაჭრო ობიექტები, სადაც ბიტკოინით ვაჭრობენ 3-ჯერ გაიზარდა

გლობალურად, 2023 წელს იმ სავაჭრო ობიექტთა რიცხვი, რომლებიც გადახდებს ბიტკოინში იღებენ, თითქმის სამჯერ გაიზრდება. ამას BTC Map-ის მონაცემები მოწმობს. 2023 წლის ბოლოსთვის რესტორნების, ბარების, მაღაზიებისა და სერვისების რაოდენობამ, რომლებიც ციფრულ აქტივებს იღებდნენ, 6,126-ს მიაღწია, წლის დასაწყისში 2,207 იყო. სექტემბერში ასეთი სავაჭრო ობიექტების მაჩვენებელი 6590 იყო. გეოგრაფიულად, ასეთი ობიექტების ყველაზე დიდი კონცენტრაცია შეინიშნება ცენტრალურ და სამხრეთ […]
მედია: ამერიკელმა მეცნიერებმა ნიუ-იორკთან ახლოს მსოფლიოს უძველესი ტყე აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ნიუ-იორკთან ახლოს მსოფლიოს უძველესი ტყე აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის უნივერსიტეტის მეცნიერები ავრცელებენ. აშშ-ის ბინგჰემტონის უნივერსიტეტის და უელსის კარდიფის უნივერსიტეტის გუნდები აღნიშნულ ტყეს 2019 წლიდან იკვლევდნენ, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა სათანადოდ გამოიკვლიეს იქ მზარდი მცენარეებისა და ხეების ასაკი. მეცნიერები თვლიან, რომ ტყე დაახლოებით 400 კილომეტრის რადიუსზე იყო გავრცელებული. მცენარეებისა და ხეების ნეშტის გამოკვლევებით […]
ირანში დროებით, გირაოთი გათავისუფლდნენ ჟურნალისტი ქალები, რომლებიც აშუქებდნენ ამინის საქმეს

14 იანვარს ირანში, ევინის ქალთა ციხიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, გირაოთი გათავისუფლდა ორი ჟურნალისტი ქალი, რომლებიც ციხეში მოხვდნენ 2022 წელს ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის მორალის პოლიციაში სიკვდილის გაშუქების გამო – აცხადებს ირანის სასამართლო სისტემა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჟურნალისტებს აკრძალული აქვთ ქვეყნის დატოვება. პატიმრობაში მათ 17 თვე დაჰყვეს, მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა მათი გათავისუფლებისკენ. ჟურნალისტებს – 31 […]