აშშ-ის გამანადგურებელმა თვითმფრინავმა წითელ ზღვაში ჰუსიტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან გასროლილი რაკეტა ჩამოაგო – აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

აშშ-ის გამანადგურებელმა თვითმფრინავმა, წითელ ზღვაში, “ჰუსიტების” კონტროლირებადი ტერიტორიიდან გასროლილი რაკეტა ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკელი სამხედროები ავრცელებენ. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ჩამოგდებული რაკეტა, “ჰუსიტების” მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წითელ ზღვაში ნაღმოსანი გამანადგურებლის მიმართულებით გაისროლეს. დაშავებულების ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დანიას ახალი მეფე ჰყავს – დედოფალმა მარგრეტე II-მ გადადგომის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

დანიას ახალი მეფე ჰყავს. დანიის დედოფალმა, მარგრეტე II-მ გადადგომის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. შესაბამისად, მისი ვაჟი, ფრედერიკ X დანიის ახალი მეფე გახდა. დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა პარლამენტის აივნიდან ფრედერიკ მეათე მეფედ უკვე გამოაცხადა. “დედაჩემი, მისი უდიდებულესობა მარგრეტე მეორე, 52 წლის განმავლობაში მეფობდა. ჩემი სურვილია, გავხდე ხვალინდელი გამაერთიანებელი მეფე. ეს არის ამოცანა, რომელსაც სიამაყით, პატივისცემით […]

ლონდონში ისრაელის მხარდამჭერ აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა

ლონდონში ისრაელის მხარდამჭერ აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს. აქციის მონაწილეებმა ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლება მოითხოვეს. შეკრებილებს დისტანციურად მიმართა ისრაელის პრეზიდენტმაც. “ეს ბრძოლა ეკუთვნის მთელ თავისუფალ სამყაროს,” – განაცხადა ისააკ ჰერცოგმა.

სინოპტიკოსები ღამით ყინვას ელოდებიან – როდემდე გაგრძელდება საქართველოში ძლიერი ყინვები

საქართველოში ძლიერი ყინვებია. თბილისში, დილით -5℃ დაფიქსირდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელმა ვარდნამ, შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურები დააზიანოს, გზების ცალკეულ მონაკვეთებზე კი, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვიოს. სინოპტიკოსები ყინვას დღეს, ღამეც ელოდებიან, ხვალიდან კი, ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ.

საარსებო მინიმუმი 3.8 ლარით შემცირდა

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 2,6 ლარით შემცირდა და 249.7 ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, კლება 3,8 ლარია, რადგანაც გასული წლის დეკემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 253.5 ლარს შეადგენდა. დეკემბერში, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 2.3 ლარით შემცირდა და 221.1 […]

უკრაინელებმა, სავარაუდოდ, გაანადგურეს და დააზიანეს ორი რუსული თვითმფრინავი

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა ირიბად დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია რუსული სამხედრო თვითმფრინავების განადგურების და დაზიანების შესახებ. უკრაინულმა მედიამ და რუსულმა ტელეგრამ-არხებმა 14 იანვარს, ღამით, გაავრცელეს ცნობები, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვის თავზე ჩამოაგდეს რუსეთის რადიოლოკაციური თვითმფრინავი А-50 და დააზიანეს ბომბდამშენი Ил-22. თვითმფრინავებს А-50 რუსეთი იყენებს შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე მეთვალყურეობისა და ავიაგამანადგურებლებისთვის შესაბამისი […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში საქართველოს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ 15-18 იანვარს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს, ასევე, განისაზღვრება შემდგომი თანამშრომლობის სფეროები. რიჩარდ ნეფიუ საქართველოში ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე, გენერალური მდივანი კი ირაკლი კუპრაძე იქნება

პარტია ლელო – საქართველოსთვის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და გენერალური მდივანი წარადგინეს. სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე – ბადრი ჯაფარიძე, მისი მოადგილე – ანა ნაცვლიშვილი, გენერალური მდივანი კი – ირაკლი კუპრაძე იქნება. “დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არჩეულ იქნა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე […]

სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია მსოფლიოს N1 მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. სპორტსმენმა დაძაბული ნახევარფინალური შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ფარეს ფერჯანისთან ანგარიშით 14:15 დათმო. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ტუნისის გრან-პრი ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანდრო ბაზაძე 2022-2023 წლების საუკეთესო კაცი ხმლით მოფარიკავის საპატიო პრიზის მფლობელია. სანდრო პირველი […]

მთავრობა დღეს ცხრა საკითხზე იმსჯელებს

დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. 14:00 საათზე გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. დღის წესრიგი ასეთია: 1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოპტიმა საბურთალოსა“ და შპს „ლენდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი 2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების […]