საქართველო გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას

29-31 იანვარს, ესპანეთში, მადრიდში, საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 იქნება წარმოდგენილი. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული იქნება ეგრეთწოდებული Show Kitchen. სტუმრის […]

ქართველების საყვარელი წყალი „ნაბეღლავი“ და UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი პარტნიორები გახდნენ

ქართველების საყვარელი წყალი „ნაბეღლავი“ და ქართველების საყვარელი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი, მეტსახელად „მანქანა“ პარტნიორები გახდნენ. „ნაბეღლავი სპორტისთვის“ კამპანიის ფარგლებში UFC-ის ყველაზე რეიტინგული ათლეტი ნაბეღლავთან ითანამშრომლებს და არა მხოლოდ ქართული მინერალური წყლის სახელს გაიტანს საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე, არამედ სპორტულ ცხოვრებაში ჰიდრატაციის მნიშვნელობის პოპულარიზაციას მოახდენს. „დაარსების დღიდან, ჩვენი კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სპორტსა და სპორტსმენებს, ზოგადად ჯანსაღი […]

ბექა ლილუაშვილი – როგორც ჩანს, კომუნისტური პარტიის გამოცდილება ჩვენი ისტორიული წარსულიდან ირაკლი კობახიძისთვის საკმარისი არ არის და რაღაც ახლის ძიებაშია ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში

როგორც ჩანს, კომუნისტური პარტიის გამოცდილება ჩვენი ისტორიული წარსულიდან კობახიძისთვის საკმარისი არ არის და რაღაც ახლის ძიებაშია ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში, – ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი „ქართული ოცნების“ დელეგაციის ჩინეთში ვიზიტს. როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი ჩინეთთან ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანა. „ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გააფორმეს და ახალ ეტაპზე აიყვანეს ურთიერთობა, […]

ბადრი ჯაფარიძე – ბიძინა ივანიშვილი აცდენილია ქვეყნის მიზნებიდან – მას მხოლოდ პირადი კეთილდღეობა ამოძრავებს, ჩვენ გვინდა, რომ ეს შევცვალოთ და ქვეყანა ჩვენი მოქალაქეების ინტერებიდან გამომდინარე იმართებოდეს

ბიძინა ივანიშვილი აცდენილია ქვეყნის მიზნებიდან – მას მხოლოდ პირადი კეთილდღეობა ამოძრავებს, ჩვენ გვინდა, რომ ეს შევცვალოთ და ქვეყანა ჩვენი მოქალაქეების ინტერებიდან გამომდინარე იმართებოდეს, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ლელო” უახლოეს პერიოდში საკუთარ გეგმებზე მოსახლეობის ინფორმირებას გააგრძელებს. “მას [ბიძინა ივანიშვილს] ამოძრავებს ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი […]

დღეს დავოსში 54-ე ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება – რა იქნება მთავარი თემები

დავოსში დღეს 54-ე ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება. შვეიცარიის საკურორტო ქალაქი მსოფლიოს გავლენიანი ქვეყნების ლიდერებსა და წამყვანი ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელებს უმასპინძლებს. შეხვედრების ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართება ღაზის სექტორსა და უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. ცნობილია, რომ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოვა. რუსეთის დელეგაცია კი, შარშანდელის მსგავსად, ფორუმს არ დაესწრება. ფორუმზე მსოფლიო პოლიტიკისა და ბიზნესის ყველაზე გავლენიანი […]

აშშ აცხადებს, რომ ჩამოაგდეს რაკეტა, რომელიც წითელ ზღვაში მათი სამხედრო გემის წინააღმდეგ იყო გაშვებული

ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ აშშ-ის გამანადგურებელმა ჩამოაგდო გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა, რომელიც კვირას წითელ ზღვაში იმეენიდან მათი გამანადგურებლისკენ იყო გასროლილი. სარდლობა აცხადებს, რაკეტა ირანის მიერ მხარდაჭერილმა “ჰუსიტებმა” გაუშვეს, ის ჰუდიდას სანაპიროს მიდამოებში ჩამოაგდეს. მსხვერპლი არ ყოფილა. “ჰუსიტებს” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მაშინვე არ აუღიათ. ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა მას შემდეგ, რაც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურობით […]

ულამაზესი ორსულების ცეკვა “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალში და მაყურებლის ემოციები – Marao

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში პროექტის ორგანიზატორებმა მაყურებელს უამრავი საინტერესო ნომერი შესთავაზეს. მათ შორის იყო პროექტის ყოფილი მონაწილეების, ქეთი ხატიაშვილის, თათია თექთურმანიძისა და რუსკა ქარქაშაძის ცეკვა. სამივე მონაწილე ფეხმძიმედაა. ნომერს ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტოებს სოციალურ ქსელსი რუსკა ქარქაშაძე აქვეყნებს: რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან “ხელოვნური სუნთქვა” […]

მამუკა ხაზარაძე – ბადრი ჯაფარიძე ერთხმად იქნა არჩეული „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ, ანა ნაცვლიშვილი – პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, ირაკლი კუპრაძე კი დამტკიცდა პარტიის გენერალურ მდივნად

პარტია „ლელოში“ შიდაპარტიული არჩევნები დასრულდა. პარტიის პოლიტსაბჭომ თავმჯდომარედ ბადრი ჯაფარიძე მის მოადგილედ კი ანა ნაცვლიშვილი აირჩია. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,. დღეს პოლიტსაბჭოს სხდომამ ირაკლი კუპრაძე ოფიციალურად დაამტკიცა გენერალური მდივნის თანამდებობაზე. „დღეს „ლელოში“ დამთავრდა საარჩევნო პროცესი. მოგეხსენებათ, რომ 22 დეკემბერს ჩვენ ჩავატარეთ ყრილობა, სადაც არჩეული იქნა პოლიტსაბჭოს […]

ბადრი ჯაფარიძე – ჩვენი ამოცანა არის, რომ წელს ქვეყანაში დაიწყოს ცვლილებები, რომელიც სჭირდება ხალხს – „ლელო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ცვლილებები დადგეს

ჩვენი ამოცანა არის ის, რომ წელს ქვეყანაში დაიწყოს ცვლილებები, რომელიც სჭირდება ჩვენ ხალხს -„ლელო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ცვლილებები დადგეს,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ცვლილებები ქვეყნისთვის აუცილებელია, რომელიც უნდა დადგეს 2024 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად. „ჩვენი ამოცანა არის […]

დღეიდან ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია შესაძლებელი გახდა

საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. 2024 წლის 15 იანვრიდან შესაძლებელი გახდა ევროპული საპატენტო განაცხადების და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპის საპატენტო უწყება (EPO), ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორციელებელ ინსტიტუციას წარმოადგენს. ევროპის […]