სადაზღვევო კომპანია არდი სტრატეგიული გაყოფის შესახებ განცხადებას აკეთებს

საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია არდი, რომელიც მომხმარებელთა მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი ლოიალობით, ნდობითა და კმაყოფილების ინდექსით გამოირჩევა, ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის. განვითარების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია არდი სტრატეგიულ გაყოფას განახორციელებს და ბაზარზე ორი კომპანიით გააგრძელებს ოპერირებას. პირველი იქნება სრულად ლიცენზირებული, მულტიპროფილური რისკების მზღვეველი კომპანია სს „არდი დაზღვევა“, რომელიც მოემსახურება როგორც პერსონალურ […]
„ლელოში“ პარტიული პოლიტიკური თანამდებობები გადანაწილდა

„ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ბადრი ჯაფარიძე დაინიშნა, მის მოადგილედ — ანა ნაცვლიშვილი. პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის თქმით, ანა ნაცვლიშვილი „წაიყვანს აღმასრულებელ მიმართულებას პოლიტსაბჭოში“. „ლელოს“ გენერალური მდივნის პოსტს ირაკლი კუპრაძე დაიკავებს. „22 დეკემბერს ჩავატარეთ ყრილობა, სადაც არჩეული იქნა პოლიტსაბჭოს 21 წევრი. დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არჩეულ იქნა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე გენერალური მდივანი. ამით […]
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

მსოფლიოს ნომერ პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალური ბრძოლა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ფარეს ფერჯანისთან ანგარიშით 14:15 დათმო. შარშან ტუნისის გრან-პრი სანდრო ბაზაძის გამარჯვებით დასრულდა. 2022-2023 წლებში, ის კაცებს შორის ხმლით ფარიკაობაში საპატიო პრიზის მფლობელია. სანდრო პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა.
ბავშვებს სჭირდებათ “დედა და მამა” და არა “მშობელი 1 და მშობელი 2” – საბერძნეთის ექსპრემიერი გეი-ქორწინების კანონპროექტს ეწინააღმდეგება

საბერძნეთის ექსპრემიერი გეი-ქორწინების შესახებ შემუშავებული კანონპროექტის წინააღმდეგია. “საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ამ საკითხზე მკაფიო აზრი აქვს და როცა მოვა დრო, პარლამენტში ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ. ბავშვებს სჭირდებათ “დედა და მამა” და არა “მშობელი 1 და მშობელი 2”, – აცხადებს ანტონის სამარასი.
მნიშვნელოვანი ვიზიტია, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში – ირაკლი ჩიქოვანი ჩინეთში ვიზიტზე

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი ვიზიტი დაიწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ გვექნება შეხვედრები მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან უმაღლეს დონეზე და ასევე – აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ირაკლი ჩიქოვანის თქმითვე, ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რომელსაც […]
გასულ წელს ექსპორტი 9,1%-ით, ხოლო იმპორტი 14%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის მონაცემებს აქვეყნებს. 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მილიარდ 529 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც, წინა წელთან შედარებით, 12,5%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 9,1%-ით, ხოლო იმპორტი 14%-ით გაიზარდა.
ანა ჯაბაური – საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში ცოტნე გამსახურდია ყველაზე მძიმე სახეობების ჰოსპიტალური ინფექციებით დაინფიცირდა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა მისი სიცოცხლე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, გამსახურდია როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის კლინიკებში ჰოსპიტალური ინფექციებით დაინფიცირდა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ჯაბაური აცხადებს, ჰოსპიტალური ინფექციები მსოფლიო მედიცინისთვის გამოწვევაა. მისივე განმარტებით, გამსახურდია აღნიშნულ ინფექციებს ნახევარი წელი ებრძოდა. ამჟამად, პირველი პრეზიდენტის შვილს ქართველ ფიზიოთერაპევტებთან ერთად, სომხეთიდან ჩამოსული კინეზოთერაპევტი უტარებს მკურნალობას. „ნოემბერში ცოტნეს სერიული ეპილეფსიური გულყრების ეპიზოდი ჰქონდა, […]
ირაკლი ჩიქოვანი – ჩინეთში ვიზიტს ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის უკვე გაკეთებულია განცხადება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ

ჩინეთში ვიზიტს ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის უკვე გაკეთებულია განცხადება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ეს ვიზიტიც ამის ხელშემწყობი ღონისძიებაა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთში, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია იმყოფება. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველო ძალიან დიდ როლს […]
გიორგი კეკელიძე – დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე – მივდივარ ამაყი და თავაწეული

დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე. დავემშვიდობე შესანიშნავ თანამშრომლებს, რომლებთანაც დიდებული 11 წელი გავატარე, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად მუშაობის წლებს კიდევ ერთხელ აჯამებს და აცხადებს, რომ ის ამაყი და თავაწეული მიდის. „იყო ბევრი ცრემლი და იყო ღიმილიც, რადგან ჩვენ შევძელით შეგვექმნა დიდი ისტორია ეროვნული […]
თინა ბოკუჩავა – ივანიშვილი კლეპტოკრატიული, კორუფციული სქემებით მართავს ქვეყანას

ივანიშვილი კლეპტოკრატიული, კორუფციული სქემებით მართავს ქვეყანას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის, რიჩარდ ნეფიუს ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო იყო ერთ- ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში, თუმცა, ივანიშვილმა საბჭოური წარსული დააბრუნა. „ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერება. რეალურად […]