ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. უწყების განცხადებით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. “ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს”, – აღნიშნავენ სუს-ში. მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ყველა […]
კობახიძე და ქართული ოცნების დელეგაცია ჩინეთში ვიზიტით იმყოფება

ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების დელეგაცია ჩინეთში ვიზიტით იმყოფება – ინფორმაციას სამთავრობო მედია ავრცელებს. პარლემენტის ვიცესპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველო დიდ როლს ანიჭებს ეკონომიკური პოტენციალის, ე. წ. შუა კორიდორის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს აქვს უზარმაზარი როლი. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ამ ვიზიტს ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის […]
ერმაკი: უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები, უკრაინას სჭირდება სამართლიანი მშვიდობა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი უკრაინის დელეგაციასთან ერთად დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სხდომაში მონაწილეობდა, რომელზეც უკრაინის “მშვიდობის ფორმულა” და რეგიონში მშვიდობის პერსპექტივა განიხილეს. კონსულტაციების შემდეგ, ერმაკმა თქვა, რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება ომის გაყინვას ან ტერიტორიულ კომპრომისზე წასვლას არასდროს დათანხმდება. “ეს პრეზიდენტი და ეს ჯგუფი არასდროს დათანხმდება და არასდროს მიიღებს კონფლიქტის არანაირ გაყინვას. უკრაინული საზოგადოებისთვის […]
ნაურუ ტაივანთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს და ჩინეთს აღიარებს

ნაურუს ელჩი, ჯარდენ კეფასი, ტუვალუს ელჩი, ლიმასენე ტეატუ, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯოზეფ ვუ, ტაივანში ამერიკული ინსტიტუტის (AIT) დირექტორი, უილიამ ბრენტ ქრისტენსენი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, სანდრა ოდკირკი და მარშალის კუნძულების ელჩი, ნეიჯონ რემა ედვარდსი ტაიპეიში წყნარი ოკეანეთის კუნძულების დიალოგის გახსნისას, 2019 წლის 7 ოქტომბერი ტაივანის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვებიდან 2 დღეში წყნარ ოკეანეთში […]
უკრაინის დაზვერვა – რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყოველდღიურად, დაახლოებით, 1 000-1 100 ადამიანი უერთდება

რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებს ყოველდღიურად დაახლოებით 1 000-1 100 ადამიანი უერთდება, ანუ თვეში დაახლოებით 30 000, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა. „ამას ფარული მობილიზაცია არ შეიძლება ეწოდოს. მოდით ასე ვთქვათ: მათთან მობილიზაცია მიმდინარეობს. უბრალოდ, ეს არ ხორციელდება ისე მასიურად, როგორც 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში“, – განმარტა ვადიმ სკიბიცკიმ. […]
ლევან ბეჟაშვილი – გვინდა ვიცოდეთ, დეოლიგარქიზაციის გეგმაზე, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიმუშავა, რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები

დღევანდელი შეხვედრა ეთმობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჩვენი გეგმის გაცნობას, რათა საბოლოო გეგმის ჩამოყალიბებამდე ვიცოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის დოკუმენტის შემუშავების დროს, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა კონკრეტული გეგმა და კონკრეტული საკითხები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციამ შეიმუშავა დეოლიგარქიზაციის გეგმა თუ როგორ უყურებს […]
თეონა ჭალიძე – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დამატებითი ინფორმაცია მივაწოდე, რითაც პენსიონერთა უფლებების დარღვევა დასტურდება

დღეს, გამომძიებელს დამატებითი ინფორმაცია მივაწოდე, მათ შორის სახალხო დამცველის შეფასება, წინადადებები და რეკომენდაციები, რითაც „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან მსესხებელთა, კერძოდ, პენსიონერთა უფლებების დარღვევა დასტურდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ განაცხადა და სავარაუდო თაღლითობის სქემასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა. ჭალიძის თქმით, სახელმწიფომ მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დარღვევაზე სათანადო რეაგირება […]
იაგო ხვიჩია – ჩვენ არ გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა – დაწყებული გამსახურდიადან, დამთავრებული ივანიშვილით ერთპიროვნული მმართველები იყვნენ და ჩვენ ამ ხალხს ვეძახოთ ოლიგარქები, არასწორია

ჩვენ არ გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა – დაწყებული გამსახურდიადან, დამთავრებული ივანიშვილით, იმიტომ რომ ერთპიროვნული მმართველები იყვნენ, ჩვენ ამ ხალხს ვეძახოთ ოლიგარქები, არასწორია,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩია აცხადებს, რომ საქართველოში არა ოლიგარქიული, არამედ ერთპიროვნული მმართველობაა. მისი თქმით, ახლა ქვეყანას მართავს ერთი კაცი, რომელიც მდიდარიც არის და ამიტომ ეძახიან ოლიგარქს. „დეოლიგარქიზაციის რეფორმა როგორ უნდა […]
რუმინელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან სატვირთო ავტომობილებისთვის გზა გადაკეტეს

რუმინელმა ფერმერებმა რუმინეთ-უკრაინის საზღვართან უკრაინული სატვირთო ავტომობილებისთვის გზა გადაკეტეს. ფერმერები მთავრობისგან ითხოვენ დახმარებას, მათ შორის, სუბსიდიის სახით, რათა კონკურენცია გაუწიონ უკრაინიდან ევროკავშირში შესულ პროდუქციას. ბლოკირება არ შეეხო ავტომობილებსა და ავტობუსებს. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუმინეთი ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო ქვეყანა გახდა უკრაინული პროდუქციისთვის. მისი როლი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინულ […]
დეკემბერში ფულადი გზავნილები 42%-ით შემცირდა

2023 წლის დეკემბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 42,4%-თ შემცირდა. გასულ თვეში სხვა ქვეყნებიდან საქართველოში 308,3 მილიონი დოლარი (828,1 მლნ ლარი) გადაირიცხა. განახლებული მონაცემები ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა. ფულად გზავნილებზე კლების ტენდენცია 2022 წლის დეკემბრიდან შეინიშნება, როცა 535,3 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა საქართველოში. 2023 წელს ჯამში გადმოირიცხა 4094,7 მილიონი ლარი. პროცენტულად, ყველაზე დიდი […]