შექმნეს ბირთვული ბატარეა, რომელმაც დატენის გარეშე 50 წელი უნდა გაძლოს

Betavolt-მა, ჩინურმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, ბირთვული ბატარეა შექმნა, რომელიც მონეტაზე პატარა ზომისაა. მათი მტკიცებით, იგი დამუხტვის გარეშე დაახლოებით 50 წელი შეძლებს მუშაობას. სტარტაპის განცხადებით, მათ უკვე ბატარეის გამოცდის ეტაპს მიაღწიეს და მალე მის მასობრივ წარმოებასაც დაიწყებენ. იგი არაერთ ინდუსტრიაში შეიძლება გამოვიყენოთ, საჰაერო-კოსმოსური მრეწველობა იქნება ეს, რობოტიკა თუ — სმარტფონების წარმოება. “თუკი რეგულაციები დაუშვებს, ატომური ენერგიის ბატარეებმა […]
ბათუმში ახალაშენებული ბინების ფასი 13%-ით გაიზარდა

2023 წელს, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. Colliers Georgia-ს მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 33%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 35%-ით შემცირდა. 2023 წლის დეკემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 1,203 ერთეული […]
დე ლა ფუენტე რჩება – ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს კონტრაქტს გაუგრძელებენ

The Athletic-ი წერს, რომ უახლოეს დღეებში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. 62 წლის სპეციალისტის მიერ “ფურია როხაში” გაწეული სამუშაო წარმატებულად შეფასდა და ახალ შრომით ხელშეკრულებასაც ამიტომ შესთავაზებენ. მოქმედი კონტრაქტი დე ლა ფუენტეს ესპანეთის ნაკრებთან ამა წლის ივნისამდე აკავშირებდა, მაგრამ ირკვევა, რომ ის ეროვნულ ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო […]
სუს: საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახმაჯთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის განცხადებით, გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მათ მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი და ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს ეცნობა. “ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში […]
BAG-ის ინდექსით 2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს კლიმატი გაუარესდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ PMCG კვლევით ცენტრთან ერთად BAG ინდექსი გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, BAG ბიზნეს კლიმატი 4.5 ქულით გაუარესდა. აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა 6.1 ქულით, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი გაუარესდა 2.8 ქულით. 2023 წლის IV კვარტლის შედეგები ასევე გაუარესებულია 2022 […]
უნალექო ამინდი და გაზრდილი ტემპერატურა – უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, დღის განმავლობაში კი ტემპერატურა მოიმატებს. “15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, […]
ლაშა ცომაიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ლაშა ცომაიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, ესაჭიროება ქიმიოთერაპია და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია. მკურნალობა დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან, ამიტომ ოჯახი საზოგადოებას სთხოვს დახმარებას. სურვილის შემთხვევაში, თანხა ჩარიცხეთ შემდეგ ანგარიშებზე: თიბისი ბანკი: GE69TB7213445064300059 საქართველოს ბანკი: GE77BG0000000584820281 მიმღები: მარინა ცომაია (ლაშას დედა).
TourTour Impact Hub პრე-აქსელერატორის პროექტის ფარგლებში ესტონეთში გაემგზავრება

სამოგზაურო ტურების დაგეგმვის პლატფორმა TourTour Impact Hub პრე-აქსელერატორის ფინალისტი სტარტაპია, რომელიც პროდუქტის კიდევ უფრო განვითარების მიზნით, პროექტის ფარგლებში, ესტონეთში გაემგზავრება. საქართველოში არსებული უამრავი სამოგზაურო კომპანიის მიუხედავად, მოგზაურობის მსურველთათვის საკმაოდ რთულია მოგზაურობის ეფექტურად, საინტერესოდ და ბიუჯეტურად დაგეგმვა. TourTour – ის დაარსების იდეაც სწორედ მას შემდეგ გაჩნდა, რაც დამფუძნებლები თავად გადააწყდნენ მოგზაურობის დაგეგმვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მიხვდნენ, […]
სარჯველაძე: ჩინეთი, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მხარს უჭერს

ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ჩინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას “აღიარებს და მხარს უჭერს”. “საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერების სამსახურშია ასეთი ვიზიტები და მათ შორის ესეც. ითქვა ამის შესახებ და ახსნა გაკეთდა. რამდენიც არ უნდა ეძებოს ოპოზიციამ მიზეზები, რომ შეთხზას რაღაც ისტორიები, რის გამოც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არის საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი. ეს, რასაკვირველია, აბსოლუტურად უმაქნისია. […]
“გახსენით სატელევიზიო არხების ეთერები დებატებისთვის” – გახარიას გუნდი ივანიშვილს და ოცნებას

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, გახსნან სატელევიზიო არხების პირდაპირი ეთერები დებატებისთვის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე თქვა, ბიძინა ივანიშვილს ტელეკომპანიებზე – იმედი, რუსთავი 2 და საზოგადოებრივი მაუწყებელი სრული კონტროლი აქვს მოპოვებული. ბექა ლილუაშვილის თქმით, პასუხს ელიან ბიძინა ივანიშვილისგან გიორგი გახარიასთან დებატების გამართვასთან დაკავშირებით. “მივმართავთ ე.წ. […]