კოლუმბიაში მეწყერს, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიის დასავლეთ ნაწილში გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა, 35 კი დაშავებულია. ტალახის მასა მუნიციპალურ გზაზე ჩამოწვა, რომელიც ორ ქალაქს, კიბდოსა და მედელინს აკავშირებს. კატასტროფის რისკის მენეჯმენტის ეროვნული დანაყოფის ცნობით, სტიქიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. რისკის მენეჯმენტის დანაყოფის გავრცელებულ განცხადებაში მეწყერის გამოწვევი მიზეზი დასახელებული არ არის, თუმცა, თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სტიქიის […]

2023 წლის IV კვარტალში კომპანიების 21%-მა ხელფასები გაზარდა – BAG ინდექსი

2023 წლის IV კვარტალში კომპანიების 21%-მა დასაქმებულთა ხელფასები გაზარდა. PMCG-ის მიერ გამოქვეყნებული BAG ინდექსის თანახმად, აღნიშნული ზრდა შესაძლოა, უკავშირდებოდეს საქართველოში სპეციალისტებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემას. აღნიშნულ ფაქტორებს ხელის შემშლელად კომპანიათა დიდი ნაწილი აფიქსირებს (2023 წლის IV კვარტალში კომპანიათა 63%-მა სპეციალისტების ნაკლებობა, ხოლო 43%-მა სამუშაო ძალის ნაკლებობა დაასახელა ხელის შემშლელ ფაქტორებად). “გამოკითხულ კომპანიათა შორის, ვინც […]

რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, „ფეიკების“ გავრცელებისთვის 273 საქმეა აღძრული

რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში ამ მუხლით 273 საქმე აღიძრა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განუცხადა სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“. ბასტრიკინის თანახმად, სასამართლოს უკვე წარედგინა 136 პირის წინააღმდეგ აღძრული 134 საქმე. რუსეთში ე.წ. ფეიკების კანონი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ მიიღეს და სიცრუედ გამოაცხადეს […]

უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისრის თქმით, ქვეყანაში მხოლოდ 517 ბავშვია დაბრუნებული თითქმის 20 000-დან

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, რომელიც თითქმის ორი წლის წინ მოხდა, რუსეთში უკანონოდ წაყვანილი ათიათასობით ბავშვიდან უკრაინაში მხოლოდ 517-ია დაბრუნებული – აცხადებს უკრაინის ადამიანის უფლებების კომისარი დმიტრო ლუბინეცი. უკრაინის ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის ბოლოს უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი იყო სულ მცირე 19 546 ბავშვი. ეს მონაცემი მოიცავს მხოლოდ ოფიციალურად აღრიცხულ შემთხვევებს. როგორც ვარაუდობენ, რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. […]

,,დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე“ – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე: ,,დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე. დავემშვიდობე შესანიშნავ თანამშრომლებს, რომლებთანაც დიდებული 11 წელი გავატარე. იყო ბევრი ცრემლი და იყო ღიმილიც, რადგან: ჩვენ შევძელით შეგვექმნა დიდი ისტორია ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო ბრენდად ქცევის და ვუთხარი: რომ მე მივდივარ ამაყი და თავაწეული, რადგან დავტოვე ბევრი შექმნილი და წავიღე დიდი სიყვარული. რომ ისინიც უნდა […]

დავოსში რუსეთ-უკრაინის ომზე კონფერენცია მიმდინარეობს

შვეიცარიის ქალაქ დავოსში, სადაც ცოტა ხანში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უნდა გაიმართოს, ამჟამად უკრაინისა და 82 სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით რუსეთ-უკრაინის ომზე კონფერენცია მიმდინარეობს. ამგვარი კონფერენციები ადრეც იმართებოდა, თუმცა, როგორც Financial Times [FT] აღნიშნავს, დავოსში მონაწილათა რაოდენობამ იმატა. წინა ასეთ შეხვედრას მალტაში 65 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. ასეთ შეხვედრებზე უკრაინის ხელმძღვანელობა საერთაშორისო საზოგადოებას ომის დასრულებაზე საკუთარ ხედვებს […]

ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია სხვადასხვა თვალსაზრისით – ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის – ირაკლი კობახიძე

ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, […]

რუსეთში სამხედროს ომში წასვლაზე უარის თქმის გამო 2 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის სამხედრო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2023 წლის აგვისტოში სამხედრო მოსამსახურემ უარი თქვა შეესრულებინა მეთუარის ბრძანება, უკრაინაში საბრძოლო ზონაში გაგზავნის შესახებ. მას 2 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. კაცი სასამართლო დარბაზში დააკავეს. სასამათომ თქვა, რომ ამან “უარყოფითად იმოქმედა სამხედრო დისციპლინის მდგომარეობაზე”. სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია ის, რომ სამხედრო მოსამსახურემ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის დროს უარი […]

მობილიზაციის მასშტაბები რუსეთში | უკრაინის დაზვერვის მონაცემები

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის ინფორმაციით, ყოველდღიურად დაახლოებით 1000-1100 ადამიანი უერთდება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რიგებს, ანუ თვეში დაახლოებით 30000. “ამას ფარული მობილიზაცია არ შეიძლება ეწოდოს. მოდი, ვაღიაროთ: ისინი მობილიზებულნი არიან. უბრალოდ, არა ისე მასიურად, როგორც 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში”, – განმარტავს სკიბიცკი. მისივე თქმით, უკვე შეიქმნა მრავალი ე.წ კერძო სამხედრო კომპანია, […]

ზალუჟნი ადასტურებს, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ მათმა საჰაერო ძალებმა ორი მნიშვნელოვანი რუსული სამხედრო თვითმფრინავი – მზვერავი A-50 და ბომბდამშენი Іл-22М – ჩამოაგდეს. “უკრაინის საჰაერო ძალების ჯარისკაცებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის A-50, შორი დისტანციური რადარის აღმომჩენი თვითმფრინავი და მტრის Іл-22М,” – წერს ზალუჟნი Telegram-ზე. ცნობისთვის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 14 იანვარს, რუსული სამხედრო […]