მელია იქნება, ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე, “ლელო” თუ გვარამია, ეს ყველა ერთად “ნაციონალური მოძრაობაა” – ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ადასტურებს, რომ ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან კონსულტაციები ჰქონდა. დეკანოიძის განცხადებას აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განაცხადებით, ოპოზიციაში ახალი კონფიგურაციების ჩამოყალიბების მცდელობა რაიმე სიახლე არ არის. “მელია იქნება, ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე, “ლელო”, თუ გვარამია, ეს ყველა ერთად “ნაციონალური მოძრაობაა”. ადრე ერთი მთლიანობა იყო, დღეს […]

უკრაინაში გენდერულად ნეიტრალური ტუალეტებია, ამიტომაც ვომობთ – პეტერბურგის გუბერნატორი

პეტერბურგის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი უკრაინაში დაჭრილ რუს ჯარისკაცებს ესტუმრა. შეხვედრის შემდეგ ბეგლოვმა Telegram-ში პოსტი გამოაქვეყნა. “ჩვენი ბიჭები მოვინახულე საავადმყოფოში და ძველით ახალი წელი მივულოცე. მათ, ვინც ავტომატით ხელში წავიდნენ დონბასის უკრაინიზირებულ ვერსიაში, კარგად იციან, რისთვის იბრძვიან. ამ ბიჭებს, რომელთაც (უკრაინაში) ნახეს სკოლის ტუალეტებში სამი ოთახი – გოგონებისთვის, ბიჭებისთვისა და გენდერულად ნეიტრალურებისთვის, აღარ არის საჭირო […]

“როგორც ვიცი, ნიკა გვარამია, ახალი პარტიით, უახლოეს პერიოდში წარდგება” – ხატია დეკანოიძე ადასტურებს, რომ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან კონსულტაციები ჰქონდა

ოპოზიციონერი დეპუტატია, ხატია დეკანოიძე ადასტურებს, რომ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან კონსულტაციები ჰქონდა. მისი ინფორმაციით, ნიკა გვარამია ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში წარდგება საზოგადოების წინაშე. კითხვაზე – ითანამშრომლებენ თუ არა ნიკა მელია და ნიკა გვარამია ერთმანეთთან, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ამაზე კითხვა თავად მათ უნდა დაუსვან. “ევრო ოპტიმისტების” დეპუტატის განცხადებით, გაზაფხულზე ოპოზიციის ერთობის, თუ ალიანსების შესახებ […]

„ქართული ოცნების” დელეგაცია ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრს, მინისტრის მოადგილესა და სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი „ქართული ოცნების“ დელეგაცია პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, მინისტრის მოადგილეს, სუნ ხაიანს და სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს შეხვდა. „ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შევხვდით მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, მინისტრის მოადგილეს, ასევე შეხვედრა […]

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ კაცს, აღკვეთის ღონისძიებად, გირაო შეეფარდა

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს გირაო შეეფარდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ იმსჯელა და ბრალდებულს, პატიმრობის უზრუნველყოფით, გირაო 4 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. შეგახსენებთ, შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში მოხდა. 65 წლის კაცმა ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შედეგად, ცხოველს გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა კისრის არეში. მას ვეტდახმარება გაეწია.

ფერმერებმა სუბსიდირების გაუქმება ბერლინში ტრაქტორებით გააპროტესტეს

გერმანიაში ფერმერებმა ტრაქტორებით ბერლინის ქუჩები გაავსეს. 500-ზე მეტი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა პროტესტის მონაწილეებმა ქალაქის მთავარ ღირშესანიშნაობასთან, ბრანდენბურგის კარიბჭესთანაც განათავსეს. სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულები გერმანიაში უკვე ერთი კვირაა აქციებს მართავენ და მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც სექტორში სუბსიდიების შემცირებას ითვალისწინებს. BBC წერს, რომ ცვლილებები ფერმერებისთვის დიზელზე საგადასახადო შეღავათების გაუქმებას გულისხმობს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საუბარია, საშუალოდ, წელიწადში 3 000 […]

3 რისკი – როგორ შეიძლება ოცნებამ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ელექტრონული არჩევნები? – ივანე ბურდული

მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული, ცესკოს გადაწყვეტილებაზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით და ელექტრონული წესით არჩევნების რისკებზე ოპოზიციისთვის საუბრობს და აკონკრეტებს, როგორ შეიძლება გამოიყენოს არსებული წესი ქართულმა ოცნებამ თავის სასარგებლოდ. ივანე ბურდული: ელექტრონული არჩევნები, რისკები და გამოწვევები არჩევნებში გამოცდილმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ საარჩევნო პროცესების მანიპულაციისთვის უმთავრესია კენჭისყრის დღეს მოსულ ამომრჩეველთა აღრიცხვა. […]

“ცუდად რომ ვიყავი, ვყვიროდი, წმინდა მატრონა, დამეხმარე – მეთქი“ – ზალიკო ბერგერი ავადმყოფობის შესახებ

ერთი კვი­რის წინ, მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ზა­ლი­კო ბერ­გერ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავი ცუ­დად იგ­რძნო. თა­ვი­დან დი­ზა­ი­ნერ­მა უე­ცა­რი ტკი­ვი­ლი მუც­ლის არე­ში სი­ცი­ვეს და­აბ­რა­ლა, თუმ­ცა გა­მა­ყუ­ჩებ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და და სას­წრა­ფოდ კლი­ნი­კა­ში გახ­და გა­და­საყ­ვა­ნი. დი­ზა­ი­ნე­რი ამ­ჟა­მა­დაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბა, მას კუ­ჭის გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. ახლა უკეთ არის, მაგ­რამ წინ დი­ე­ტის დიდი ციკ­ლი ელო­დე­ბა. ამ­ბობს, რომ უფალ­მა, კარ­გმა ექი­მებ­მა, მე­გობ­რებ­მა […]

ნაურუმ გაწყვიტა ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები

მიკრონეზიაში მდებარე ქვეყანა ნაურუმ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ამის შემდეგ მსოფლიოში დარჩა 12 სახელმწიფო, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ ტაივანთან როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. ნაურუს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცდილობს განაახლოს ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც ტაივანს საკუთარ პროვინციად მიიჩნევს. „პოლიტიკის ამგვარი ცვლილება ნაურუს განვითარებაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – განაცხადა ქვეყნის ხელმძღვანელობამ. ჩინეთი მიესალმა ნაურუს გადაწყვეტილებას. მისი სურვილი, აღადგინოს კავშირები […]

დირექტორი, რომელმაც აიოვაში, სკოლაში სროლისას მოსწავლეები თავდამსხმელისგან იხსნა, გარდაიცვალა

დირექტორი, რომელიც იცავდა მოსწავლეებს, აიოვას სკოლაში შეიარაღებული თავდამსხმელისგან, გარდაიცვალა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დენ მარბურგერი “მოქმედებდა თავდაუზოგავად და თავი სახიფათო მდგომარეობაში ჩააგდო”, როდესაც მოსწავლემ ცეცხლი გახსნა პერის საშუალო სკოლაში. მისი ქალიშვილის თქმით, ის ცდილობდა თავდამსხმელისთვის ყურადღების გადატანას, მანამ სანამ დაიჭრებოდა, რამაც მოსწავლეებს მისცა გაქცევის საშუალება. ოჯახმა კვირას თქვა, რომ “10 დღის შემდეგ მან ბრძოლა წააგო […]