ისრაელში ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 17 ადამიანი

ისრაელის ქალაქ რაანანაში ტერორისტული აქტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა ტერორისტული აქტის დროს ერთი ადამიანი დანით დაჭრა, სამი სხვადასხვა ავტომობილი გაიტაცა და ხალხს დაეჯახა. პოლიციის მეთაურმა, ავი ბიტონმა განაცხადა, რომ დაკავებულია ორი პალესტინელი, რომელიც ჰებრონის რაიონიდან არიან და ისრაელში ორივე მათგანი არალეგალურად იმყოფებოდა. […]

ნიკა გვარამია – მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის – „მიზნების მისაღწევად ვის ველაპარაკები ან დაველაპარაკები”, გპასუხობთ: ყველას

მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის – მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, მიზნების მისაღწევად ყველასთან ისაუბრებს. “ბევრმა მედიამ დამირეკა სამომავლო პოლიტიკურ კონფიგურაციებთან დაკავშირებით. ინტერვიუსთვის ხელმისაწვდომი არ ვარ და ამიტომ აქ დავწერ: მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, […]

გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. „მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამასთან, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 იანვარს 10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბაზალეთი, გრიგოლიანთკარი, მილახვრიანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. „10:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ლელუბანი, წიწამური, ცხვარიჭამია, სოფელი გლდანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 […]

ნატო-ში აცხადებენ, რომ Bild-ის სტატია რუსეთსა და ნატო-ს შორის ომის შესახებ სასწავლო სცენარს ეხება

Bild-ის სტატია რუსეთსა და ნატო-ს შორის ომის შესახებ სასწავლო სცენარს ეხება. ამის შესახებ ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორმა, იანის სარტსმა განაცხადა. „Bild-მა სასწავლო სცენარი მოიპოვა, რომელიც სამხედრო შესაძლებლობების გამოსაცდელად ყოველთვის წარმოსახვით სიტუაციას ეხება. ადრე მსგავსი სცენარები არარსებულ სახელმწიფოებსა და გეოგრაფიას აღწერდა, დღეს რეალური ქვეყნები უფრო ხშირად გამოიყენება“, – წერს იანის სარტსი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“). Bild-ის […]

რუსთავში, ისტორიული #1 ბაგა-ბაღის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დასრულდა

რუსთავში ისტორიული შენობების რესტავრაციის ფარგლებში, #1 საბავშვო ბაღის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ისტორიული პირველი ბაგა-ბაღი, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. #1 ბაგა-ბაღის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’ წევრები და ბაგა-ბაღების […]

მიხეილ სარჯველაძემ ევროპის საჯარო სამართლის გლობალური კომისიის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სამართლის უზენაესობის გლობალური კომისიის წევრთა რიგით მესამე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პორტუგალიის ქალაქ კასკაისში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე კომისიის წევრებმა ევროპაში სამართლის უზენაესობის კონცეფციისა და მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მეექვსე კომიტეტს წარედგინება. […]

ირანში კიდევ ერთი განაჩენი გამოუტანეს ნობელის პრემიის ლაურეატ ნარგეს მოჰამადის

ირანში სასამართლომ კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ნარგეს მოჰამადის, რომელიც უკვე იმყოფება პატიმრობაში. მოჰამადი დამნაშავედ ცნეს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის გავრცელებაში და მას დამატებით 15 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გარდა ამისა, განთავისუფლების შემდეგ მას ორი წლით ეკრძალება კავშირის საშუალებებით სარგებლობა, პოლიტიკური საქმიანობა და ირანის დატოვება. ნარგეს მოჰამადი არის პოლიტიკური […]

უკრაინელი ექიმების დაასახმარებლად

ორწლიანი ომის განმავლობაში უკრაინაში განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ჯანდაცვის სისტემაა. უკრაინელი ექიმების დასახმარებლად ბევრი საერთაშორისიო ორგანიზაცია თუ მოქალაქე ეძებს გზებს. მათ შორისაა უკრაინაში დაბადებული ალექს მოროზი, რომელმაც ნიუ-იორკში სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა შექმნა.

2023 წელს საქართველოდან $355.9 მლნ-ის ფულადი გზავნილი გაიგზავნა, ყველაზე მეტი თურქეთში გადაირიცხა

2023 წლის განმავლობაში საქართველოდან 355.9 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი გაიგზავნა, საიდანაც 21% თურქეთში, ხოლო 12% რუსეთში გადაირიცხა. რაც შეეხება დეკემბრის მონაცემებს, გასულ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.0 მლნ აშშ დოლარი (91.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის დეკემბრის (33.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6%-ით მეტია. „კომერსანტი“გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საქართველოდან 2023 წელს ყველაზე […]