გალტ & თაგარტი ელექტროენერგიის და წყლის ტარიფების ცვლილებას აფასებს

საქართველოში ელექტროენერგიის და წყლის ტარიფს აწესებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი). ტარიფების დადგენა ძირითადად ხდება 2 ან 3-წლიანი პერიოდისთვის. 2023 წლის დეკემბრის ბოლოს სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფი შეამცირა, ხოლო წყლის ტარიფი გაზარდა, კერძოდ: · ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდა როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის. ეს ტარიფი ძალაში 2 წელი იქნება – 2024 წლის პირველი იანვრიდან […]

კომპანიათა 22% იანვარ-მარტში ფასების ზრდას ვარაუდობს – BAG ინდექსი

BAG ინდექსის 2023 წლის მე-4 კვარტალის კვლევის თანახმად, 2023 წლის მე-4 კვარტალში, 2023 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით, BAG ბიზნეს კლიმატი 4.5 ქულით გაუარესდა. აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა 6.1 ქულით, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი გაუარესდა 2.8 ქულით. „2023 წლის მე-4 კვარტალის შედეგები ასევე გაუარესებულია 2022 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, […]

მიშა მშვილდაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) მიხეილ მშვილდაძეზე 2023 წლის 27 ივნისს განხორციელებული ძალადობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საუბარია 2023 წლის 27 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელსა და ჟურნალისტ მიხეილ მშვილდაძეზე, თავდასხმის საქმეზე, რა დროსაც მასზე ფიზიკურად იძალადეს და მიაყენეს დაზიანებები თავისა და სახის არეში. თავდამსხმელმა, ნიკოლოზ გუგეშაშვილმა, სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, რომელშიც მან […]

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა | მოძრაობის რეჟიმი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება […]

ფრიდონ ინჯიას პარტია ტაივანში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს

პარტია “ევროპელი სოციალისტების” ტაივანში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ტაივანის არჩევნების ლეგიტიმურობასა და მის შედეგებს არ ცნობს: “საქართველოს საპარლამენტო პოლიტიკური პარტია “ევროპელი სოციალისტები” აღიარებს რა და მტკიცედ მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას და “ერთიანი ჩინეთის” პრინციპს, არ ცნობს ტაივანში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობასა და მის შედეგებს. “საქართველო, როგორც ერთგული საერთაშორისო დონეზე […]

გვარამია: მომხრე ვარ ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მომხრეა ფართო პოლიტიკური გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. მისი თქმით, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მზადაა, “ყველას” დაელაპარაკოს. “ბევრმა მედიამ დამირეკა სამომავლო პოლიტიკურ კონფიგურაციებთან დაკავშირებით. ინტერვიუსთვის ხელმისაწვდომი არ ვარ და ამიტომ აქ დავწერ: მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5%იანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც […]

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 15 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.59 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 2.41 თეთრით. 15 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6582 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9067 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი – 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.92 ლარად.

45-წლიანი ქორწინების შემდეგ, მერილ სტრიპმა ახალი სიყვარული იპოვა – ჭორების თანახმად, მსახიობი თავის კოლეგას ხვდება – Marao

ცოტა ხნის წინ ცნობილ გახდა, რომ ამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპი 45-წლიანი ქორწინების შემდეგ ქმარს გაშორდა. მალევე გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ მერილი თავის კოლეგას, მსახიობ მარტინ შორტს ხვდებოდა. სპეკულაციები მას შემდეგ გაიზარდა, რაც ისინი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ერთად დააფიქსირეს. შორტის წარმადგენლის განცხადებით, მათ შორის არაფერი ხდება და ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან. მერილ სტრიპი და […]

საქართველოში კადრების მოძიება კომპანიების მხოლოდ 2%-ს არ უჭირს – რომელ სექტორებშია ყველაზე დიდი დეფიციტი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის მიხედვით 2023 წლის IV კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 65%-ისთვის საჭირო კადრების მოძიება სირთულეებთანაა დაკავშირებული. მაჩვენებელი მცირედით, 1%-ით შემცირდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში საჰაერო იერიშის საფრთხის გამო,ზოგიერთ რეგიონში განგაში გამოცხადდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მტრის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა შეინიშნება აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით.