სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ | მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს ხელშეკრულებები გაუწყვიტა

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან (“მილენიუმ ბილდერს გრუპი” და “ერ ტე დე”) ხელშეკრულებები გაწყვიტა. მერიის თქმით, კონტრაქტორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადდა გამარტივებული შესყიდვა, რომლის ღირებულებაც 17.7 მილიონი ლარია. ინსპექტირების აქტებით დადასტურდა სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, გრაფიკთან ჩამორჩენა. “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის” წერილით კი ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები […]

დააკავეს ქალი, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების გასაკეთებლად კვერცხუჯრედები უკანონოდ გადმოჰქონდა | მედია

რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვლადიკავკაზში საბაჟოზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე ქალი, რომელიც საქართველოში 2,5 მილიონი რუბლის ღირებულების კვერცხუჯრედებით სინჯარების გადატანას ცდილობდა. მედია რუსულ ტელეგრამ არხ MASH-ს ეყრდნობა. 36 წლის ქალს ბიოლოგიური მასალა მოჰქონდა ინ ვიტრო განაყოფიერების გასაკეთებლად, თუმცა მას არ ჰქონდა ლიცენზია შესაბამისი ფედერალური სამსახურისგან, რომ ტრანსპორტირება ლეგალური ყოფილიყო. MASH წერს, რომ ქალს პროცედურა თბილისში, […]

ომბუდსმენი: სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 15 იანვარს ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, აპარატმა ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა. ჯგუფი, რომელიც 2021 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს, პერიოდულად ამოწმებს პაციენტის მდგომარეობას, ეცნობა სამედიცინო დოკუმენტაციას და აქვეყნებს დასკვნებს. ამ ეტაპზე ექიმთა კონსილიუმს 11 დასკვნა აქვს მომზადებული. […]

ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების თქმით, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა. ასევე, ადმინისტრაციის თქმით, ხაზი გაესვა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსაც. “მხარეებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს გასულ წელს, ქ. პეკინში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა […]

ზელენსკის თხოვნით, შვეიცარია უკრაინის სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, შვეიცარია უკრაინის სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებს, – ამის შესახებ Reurets-ი წერს. „უკრაინის პრეზიდენტის თხოვნით, შვეიცარია დათანხმდა მშვიდობის ფორმულის შესახებ სამიტის მასპინძლობას. ახლა მიმდინარეობს დამატებით დეტალებზე მუშაობა“, – განაცხადეს შვეიცარიის მთავრობაში. სამიტის ჩატარების დრო ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩინეთი დიდ როლს თამაშობს მსოფლიოში და უკრაინის პრეზიდენტს სურს სამიტში პეკინის მონაწილეობა. […]

კადრების დეფიციტი გამოწვევად რჩება, მაგრამ გარკვეული სტაბილიზაცია იგრძნობა – შოთა ბურჯანაძე

როგორი იყო 2023 წელი ჰორეკა სექტორისთვის, გასული პერიოდი რადიო „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შეაფასა. შოთა ბურჯანაძის თქმით, 2023 წელმა სექტორისთვის პოზიტიურად ჩაიარა და ეს რიცხვებშიც აისახა, თუმცა იყო გამოწვევებიც, რომელთა შორისაც შოთა ბურჯანაძე კვალიფიციური კადრების დეფიციტს ასახელებს. „ამ გამოწვევის სრულად გადაჭრა უახლოეს 3-4 წელიწადში წარმოუდგენელია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული სტაბილიზაცია იგრძნობა,“ – განაცხადა […]

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს ხელშეკრულებები გაუწყვიტა

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტზე არსებული ხელშეკრულებები გაწყვიტა. პროექტს ორი კონტრაქტორი – მილენიუმ ბილდერს გრუპი (ორი ლოტი, 22 მლნ ლარი) და “ერ ტე დე” (ერთი ლოტი 9 მლნ ლარი) აშენდება. გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადდა გამარტივებული შესყიდვა 17.7 მილიონი ლარის ოდენობით. მერიის განცხადებით, არსებულმა კონტრაქტორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. აქამდე გაცხადებული გეგმით […]

რუსეთი: ვორონეჟში უკრაინული დრონები მოვიგერიეთ, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

16 იანვრის ღამით ვორონეჟში დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა ვადიმ კსტეტინმა გაავრცელა. მანამდე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვორონეჟის თავზე სამი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. კიევს ამ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დრონების ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რამდენიმეში კი მინები ჩაიმსხვრა. შენობების […]

ტრამპმა აიოვას შტატის რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიულ კენჭისყრაზე ხმების 51% აიღო

აშშ-ში 15 იანვარს აიოვას კოკუსი გაიმართა, რითაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, წარსადგენი კანდიდატის გამოსავლენად, რესპუბლიკური პარტია მრავალთვიანი შიდაპარტიული კენჭისყრების პროცესს იწყებს. კენჭისყრაში ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხმების 51% მიიღო, რითაც მან მნიშვნელოვნად გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს, რომელსაც რესპუბლიკელი ამომრჩევლების მხოლოდ 21.2%-მა დაუჭირა მხარი. მესამე ადგილზე კი სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი ნიკი […]

კუპრაძე: თუ საჭიროება დადგება, მელიასთან თანამშრომლობა კომფორტული იქნებოდა

უახლოეს მომავალში არც კი განვიხილავთ, არც მსჯელობას არ ვგეგმავთ რაიმე ტიპის პოლიტიკური ერთობის შესახებ. […] ახლა ერთობებზე ლაპარაკი მე მგონია, რომ არის ადრე და ეს რომ მგონია, ვეყრდნობი მოქალაქეების ინტერესებს და თუ რაიმე ტიპის დაკვეთა არსებობს ან იარსებებს საზოგადოების მხრიდან ლელოსთან მიმართებით, ეს დაკვეთა გვეცოდინება არჩევნებთან ბევრად უფრო ახლოს, ვიდრე 10 თვეა. პრინციპი, არასოდეს თქვა […]