თბილისის მერია – კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში

თბილისის მერიის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ვადებზე არ იმოქმედებს და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება. როგორც მერიაში განმარტავენ, თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები. „თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული […]
პაატა მანჯგალაძე – „მე ნაცი არ ვარ“, ასეთ კამპანიას აწარმოებენ, გავიგეთ, კაცო, ვინ ხარ, ახლა მითხარი, რას გააკეთებ ხალხისთვის?

„მე ნაცი არ ვარ“, ასეთ კამპანიას აწარმოებენ, გავიგეთ, კაცო, ვინ ხარ, ახლა მითხარი, რას გააკეთებ ხალხისთვის? – არჩევნების შემდეგ რომ რეალობა დადგება, როცა ან ოპოზიციასთან ქმნი კოალიციას, ან ივანიშვილს ტოვებ, რას გააკეთებენ?! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ლელოს” და გახარიას გუნდის წევრების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ […]
თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. არსებული ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ გამოსცა. როგორც საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში. „თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან […]
პაპუაშვილი: ეკლესიამ ხატის ცვლილება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ისტორიულ ფაქტს არ ასახავს

რადიკალურმა ოპოზიციამ ახლახან ქართული ოცნების წინააღმდეგ ახალი შეტევა წამოიწყო, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფასთან ერთად, კვლავ მითიური „პრორუსულობა“ დაგვაბრალა. ეს „რუსული“ არგუმენტი ჩვენს უსიცოცხლო ოპოზიციას უკვე ისე შემოაცვდა ხელში, რომ მათთვის სრულიად გამოუსადეგარი გახდა. და მაინც, ბოლო დროს მომხდარი მოვლენების ფონზე, საჭიროა, რომ ნათელი მოვფინოთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობების ზოგიერთ ასპექტს. ეკლესიაზე თავდასხმა არა […]
ვმუშაობთ დაზუსტებაზე – საგარეო ბაქოში საქართველოს მოქალაქის დაღუპვაზე გავრცელებულ ცნობაზე

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაქოს ხანძარში დაღუპულთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. ტაბულა გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა. უწყებაში აღნიშნეს, რომ აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებაზე მუშაობენ. 15 იანვარს ბაქოში, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე სახელოსნოში აფეთქება მოხდა, შემთხვევის დროს დაიღუპა სულ მცირე 6 და დაშავდა 24 ადამიანი.
რადიკალების შეტევები ეკლესიაზე, თითქოსდა “ევროპული”, “ლიბერალური” და “დასავლური” კვარცხლბეკიდან, აზიანებს არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას – შალვა პაპუაშვილი

რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“ და „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც. „რადიკალურმა ოპოზიციამ ახლახან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი შეტევა წამოიწყო, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის […]
ქართულ ეკლესიას, პატრიარქს შეუძლიათ, თქვან, რომ დიდწილად სწორედ მათი დამსახურება იყო, რომ ქართველი ხალხი დამოუკიდებლობისთვის საბჭოთა კავშირის დანგრევამდე აღმოჩნდა მზად – შალვა პაპუაშვილი

ქართულ ეკლესიასა და პატრიარქს შეუძლიათ, თქვან, რომ დიდწილად სწორედ მათი დამსახურება იყო, რომ ქართველი ხალხი საბჭოთა კავშირის დანგრევამდე აღმოჩნდა მზად დამოუკიდებლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. შალვა პაპუაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის გაგრძელებად წარმოაჩინონ, არა მარტო არასწორი, არამედ დასაგმობია, ვინაიდან ეს მცდელობები საზოგადოების გახლეჩას იწვევს, დასავლელ […]
თბილისის მერია: წერეთელზე სამუშაოები უხარისხოდ მიმდინარეობს

თბილისის მერია საკუთარი ლაბორატორიიდან მიღებულ დასკვნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა. დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, წერია, რომ უცნობია, როდის დასრულდება მიმდინარე სამუშაოები. “ობიექტზე პერიოდულად ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოები არ მიმდინარეობდა. დაფიქსირებული იქნა, ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევა, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის (ინსპექტირება) განმახორციელებელი პირებისგან, ასევე […]
შეერთებულმა შტატებმა დაგმო ერაყის ქურთისტანზე ირანის სარაკეტო დარტყმა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაცრად დაგმო ირანის შეტევა ერაყის ქურთისტანზე და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ ეწინააღმდეგება ირანის უგუნურ სარაკეტო დარტყმებს, რომლებიც ხელყოფს ერაყის სტაბილურობას. აშშ მხარს უჭერს ერაყის და ქურთისტანის რეგიონული მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ერაყის ხალხის მისწრაფებების დაკმაყოფილებისკენ. ირანის სახელმწიფო მედიით 15 იანვარს, ღამით გავრცელებული ცნობებით, გვარდიამ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, […]
“გეტყვით, კვარაცხელია “რეალში” როდის გადავა” – ცნობილი საფეხბურთო აგენტი

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა ფრანკო კამოციმ Sky Italia-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ჯაკომო ბონავენტურას წარმომადგენლის თქმით, “კვარა” “რეალის” დონის გუნდში თამაშს დაახლოებით 2 წელიწადში შეძლებს: “ვერ ვიტყვი, რომ ხვიჩას ცუდი სეზონი აქვს, შეიძლება ითქვას, რომ “ნაპოლი” არადამაჯერებლად გამოიყურება. ვიცი, რომ “რეალის” ყურადღების ცენტრშია. ვფიქრობ, ქართველი ასეთი დონის გუნდში გადასასვლელად მზადაა. შესაძლოა, ამისთვის […]