წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დათქმულ ვადაში სრულად აღდგება – თბილისის მერია

კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში, – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში. „თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, […]

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­ ნაკ­ლე­ბო­ბა, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი­ ბა­რი­ე­რე­ბი­, ლარის არასტაბილურობა – რას ასახელებს ბიზნესი საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებად

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­ ნაკ­ლე­ბო­ბა, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი­ ბა­რი­ე­რე­ბი­, ლარის არასტაბილურობა – რას ასახელებს ბიზნესი საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებად საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის შედეგებს აქვეყნებს, 2023 წლის IV კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, გაიზარდა იმ კომპანიების წილი (7 პროცენტული პუნქტით), რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი 6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული 2022 […]

„მეგატექნიკამ” მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები დაარღვია – კონკურენციის სააგენტო

„მეგატექნიკამ” მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები დაარღვია – კონკურენციის სააგენტო საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მაღაზიათა ქსელ „მეგატექნიკის” მიერ მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევა დაადგინა. საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან – მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა – მომხმარებელთა […]

მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა

მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას – შპს “ერ ტე დეს” და შპს “მილენიუმ ბილდერს გრუპს” . დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის წერილი 15 იანვრითაა დათარიღებული და ნათქვამია, რომ “დღეის მდგომარეობით […]

ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა

მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა. ის მონაწილეობას მიიღებს დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. “დაგეგმილია პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერთან ერთად არიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი […]

საგარეო: ვაზუსტებთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბაქოში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აზუსტებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბაქოში ავეჯის სახელოსნოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 35 წლის კაცი, რომელიც ბოლნისის სოფელ ნახიდურის მკვიდრი იყო. “15 იანვარს ქ.ბაქოს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა, შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილთაგან ერთი […]

საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს

საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს. ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელსაც „ვენდისის“ აშშ-სა და 30 სხვა ქვეყნის ფრანჩიზების 2000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს „ვენდისი“ რესტორნების ქსელის დინამიური განვითარების, გაყიდვების რეკორდული ზრდის, სტუმრების ნაკადის მნიშვნელოვანი მატების, სწრაფი მომსახურების და სურსათის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტებისთვის დააჯილდოვეს. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე არსებული „ვენდისის“ რესტორნის გენერალური მენეჯერი ნათია […]

სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ – მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს ხელშეკრულებები გაუწყვიტა

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან (“მილენიუმ ბილდერს გრუპი” და “ერ ტე დე”) ხელშეკრულებები გაწყვიტა. მერიის თქმით, კონტრაქტორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადდა გამარტივებული შესყიდვა, რომლის ღირებულებაც 17.7 მილიონი ლარია. ინსპექტირების აქტიებით დადასტურდა სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, გრაფიკთან ჩამორჩენა. “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის” წერილით კი ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები […]

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, დაიღუპა 9 და დაშავდა 30 ადამიანი

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ავტობუსის ავარიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქალაქ მერსინის აიდინჩიქის რაიონში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა. სამგზავრო ავტობუსი ანტალიიდან მერსინის მიმართულებით მიემართებოდა და გაურკვეველი მიზეზით, სარიერის გვირაბების გასასვლელთან ბარიერებს შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

გაერო – „ჰუსიტებზე“ დარტყმები ღაზას ომის კიდევ ერთი საშინელი შედეგია

იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე დარტყმები ღაზის სექტორში მიმდინარე ომის კიდევ ერთი მძიმე შედეგია, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში და გადაუდებელი დახმარების კოორდინატორმა, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა. მისი თქმით, არც ერთ მხარეს არ ადანაშაულებს, თუმცა იმედის გამაცრუებელია ის, რაც იემენში ხდება. „ეს კიდევ ერთი საშინელი შედეგია. ღაზაში ომის მართლაც მძიმე შედეგი”, – აღნიშნა მარტინ […]