მერის მოადგილე – დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს კომპანიების მოძიება, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, ხელშეკრულებები გაფორმდება – ვადა არ გადაიწევს, წერეთლის გამზირზე იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება

გარკვეული ტელევიზიები მიზანმიმართულად ატყუებენ მოსახლეობას, პანიკას თესავენ, თითქოს სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება, სამუშაოები ვერ დასრულდება. მე სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, იანვრის თვის ბოლოს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაჩქარებული […]

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში იენს სტოლტენბერგს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი თავად ავრცელებს. ლიდერებმა შეხვედრაზე ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები განიხილეს. ზელენსკიმ და სტოლტენბერგმა ასევე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და ვაშინგტონში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადებაზეც ისაუბრეს. ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელს უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი […]

ვასო ურუშაძე – ბოლო ათი წელია, თბილისში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა პრობლემის გარეშე – ვხედავთ წერეთლის რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც გაურკვეველია როდის შეიძლება დასრულდეს

ბოლო ათი წლის განმავლობაში, თბილისში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა პრობლემის გარეშე, თითქმის ყველა პროექტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ან ვადებში გადაცდენები, ასეა დღეს წერეთლის რეაბილიტაციის პროექტიც, რომელიც გაურკვევლია, როდის შეიძლება დასრულდეს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ეს ყველაფერი განპირობებულია იმ კორუფციული ინტერესით, რომელი კორუფციული […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა 2024 წლის შემდგომ, უფრო დიდი ნაპრალის გაჩენას ნიშნავს საქართველოსა და დასავლეთს შორის – ასეთ ქვეყანას ევროკავშირსა და ნატო-ში არავინ მიიღებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა 2024 წლის შემდგომ, ნიშნავს კიდევ უფრო დიდი ნაპრალის გაჩენას საქართველოსა და დასავლეთს შორის. „ის, რომ ანტიდასავლურია ივანიშვილის რეჟიმი, ეს განპირობებულია მისი ბუნებიდან გამომდინარე, ის თავისი არსით ავტორიტარულია და ბუნებრივია უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რუსეთთან და იმ ქვეყნებთან, სადაც დემოკრატია არ […]

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი – ირანი სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს

ირანი სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანმა განაცხადა. „თეირანი სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, მაგრამ ამავე დროს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების შეკავების მიზნით თავის ლეგიტიმურ და ლეგალურ უფლებას იყენებს“, – განაცხადა ნასერ ქანაანმა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, […]

გივი მიქანაძე – ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესში ინკლუზიურობის კომპონენტი აუცილებლად გათვალისწინებული იქნება – დაცული იქნება ღია კარის პრინციპი

ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესში ინკლუზიურობის კომპონენტი აუცილებლად გათვალისწინებული იქნება – დაცული იქნება ღია კარის პრინციპი, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა. მიქანაძის ინფორმაციით, საკითხების პარლამენტის კომიტეტებსა და სესიაზე გატანამდე გარკვეული წინამოსამზადებელი პროცესი გაიმართება. რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება წინამოსამზადებელი ფორმატები, მიქანაძის თქმით, ადგილი ექნება გარკვეულ აქტივობებს, კონსულტაციებს, რაც პოზიციების გაცვლას […]

მარიამ ქვრივიშვილი – ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის 2023 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო – ექვს მილიონზე მეტი მგზავრია გადაყვანილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, გასული წელი ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო – საქართველოში ექვს მილიონზე მეტი მგზავრია გადაყვანილი. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის შედეგად წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები პარტნიორ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან და შედეგად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან მეტი ახალი პირდაპირი ავიარეისები ხორციელდება, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით. „ჩვენ […]

ზვიად ძიძიგური – მმართველი პარტიისთვის მთავარი სატკივარი იქნება გიორგი გახარიას პარტია, არ გაგვიკვირდეს თუნდაც საქმე აღძრან, ოღონდ ეს გახარიას არ დაასუსტებს, პირიქით

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის, ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არის ბოლო კოზირი, რომელიც სახელისუფლებო პარტიამ წინასაარჩევნოდ გამოიყენა. როგორც ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, „ქართულ ოცნებას“ ელექტორალური თვალსაზრისით მეტი გაძლიერების შანსი აღარ აქვს. „თავისთავად, ეს ამბავი ძალიან კარგია. ჯერ ერთი, უფრო პატიოსანი საქციელიც არის – მართავდე პოლიტიკურ პროცესებს და ამბობდე, მე არაფერ შუაში ვარო, […]

აზერბაიჯანში კიდევ ერთი ჟურნალისტი, შაჰინ რზაევი დააკავეს

აზერბაიჯანში კიდევ ერთი ჟურნალისტი და პოლიტიკის საკითხების მიმომხილველი, შაჰინ რზაევი ადმინისტრაციული წესით, 15 დღით დააკავეს. რზაევს ალიევის რეჟიმი წვრილმან ხულიგნობას ედავება. როგორც კავკაზსკი უზელი წერს, შაჰინ რზაევის ახლობელზე დაყრდობით, პოლიციამ ის ქუჩაში “უცენზურო გამონათქვამისა” და შემდგომ “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის” გამო დააკავა. აზერბაიჯანელი აქტივისტებისა და ჟურნალისტების აზრით, რზაევის დაპატიმრება აზერბაიჯანში დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის ახალი ტალღის დასაწყისია. შაჰინ […]

თბილისის ნაწილს წყალი 31 საათით შეუწყდება | ნახეთ ქუჩების სია

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, 17 იანვარს, დიდ დიღომში, ასიათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს აუცილებელი გადაერთებითი სამუშოები ჩატარდება. კომპანია ამბობს, რომ აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 17 იანვარს, ღამის 01:00 საათიდან, 18 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: მთწმინდის რაიონი: […]