ომბუდსმენმა სააკაშვილის საკითხზე ექიმთა კონსილიუმთან თანამშრომლობა გააგრძელა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. ჯგუფი, რომელიც 2021 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს, პერიოდულად ამოწმებს მიხეილ მდგომარეობას, ეცნობა სამედიცინო დოკუმენტაციას და აქვეყნებს დასკვნებს. ამ ეტაპზე ექიმთა კონსილიუმს 11 დასკვნა აქვს მომზადებული. […]

მთავრობამ ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიას პრივატიზაციის პირობები შეუცვალა, დეტალები უცნობია – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობამ ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიას პრივატიზაციის პირობები შეუცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომლის მიხედვითაც, პრივატიზაციის პირობების შეცვლის დეტალები უცნობია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მთავრობის ადმინისტრაციას მოუწოდებს, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედოს, „უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და დოკუმენტები საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს“. […]

ექიმს შესაძლოა, ფარმაცევტული კომპანიისგან მიღებული თანხის გასაჯაროების ვალდებულება დაეკისროს

შესაძლოა, ექიმი ვალდებული გახდეს ფარმაცევტული კომპანიისგან მიღებული თანხის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სულაბერიძემ „რადიო პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრო რეცეპტების მონიტორინგს ახორციელებს, სადაც საკვები დანამატებისა და ვიტამინები საკმაოდ დიდი რაოდენობით ხვდება. „საკვები დანამატები და ვიტამინები არ გახლავთ “სამკურნალწამლო” დანიშნულების. ეს არ […]

თბილისის მერია დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციას მეორედ იწყებს

თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია იწყება. როგორც ფონდის დირექტორი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია, რომელიც ფიზიკურ სამუშაოებს ადგილზე სულ ცოტა ხანში დაიწყებს. გიორგი პაპავას თქმით, პარალელურ რეჟიმში ფონდი ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის დაწყებასაც გეგმავს. “კონტრაქტორი რამდენიმე დღეში მოახდენს დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციას, გამოცხადებული გვქონდა ტენდერი და გამოვლენილია გამარჯვებული. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნარიყალას […]

TI: მთავრობამ ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიას პირობები შეუცვალა, დეტალებს არ ასაჯაროებს

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, 4 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში. თუმცა, TI-ის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს, კონკრეტულად რა შეიცვალა. ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო […]

კობახიძე: ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს “დამაჯერებლად მოიგებს”. კობახიძე ამბობს, რომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს ოპოზიციამ, მათ არჩევნებზე “წარმატების შანსი არ აქვთ”. “როგორც ჩანს, ამ საპარლამენტო არჩევნებზეც არ ცდება ძალიან ბევრი 1, 2 ან 3%-იანი ოპოზიციური პარტია. ესენი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სიებზე ვერ თანხმდებიან, […]

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინას გამარჯვება შეუძლია, მაგრამ მას მხარდაჭერა სჭირდება

უკრაინას გამარჯვება შეუძლია, მაგრამ მას მხარდაჭერა სჭირდება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „უკრაინას შეუძლია ეს ომი მოიგოს, მაგრამ ჩვენ მათი წინააღმდეგობის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებმა უნდა იცოდნენ ის, რომ ამ ბრძოლით მათი შვილები უკეთეს მომავალს მიიღებენ. […]

ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში სოფლები დაბომბეს | დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ორი სოფელი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. ხერსონის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. “სოფელ ტიაგინკაში 42 წლის ქალს და 38 წლის კაცს მტერი ქუჩაში სეირნობისას დაესხა თავს. მათ ჭრილობები აღენიშნებათ და სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილნი. გარდა ამისა, დაახლოებით 11:30 საათზე, რუსეთის არმიამ ბილოზერკაში საცხოვრებელი […]

მიქანაძე: ეკლესიისთვის იმის დაბრალება, რომ პრორუსულები არიან, მიუღებელი და დასაგმობია

ქართული ოცნების დეპუტატი, გივი მიქანაძე სამების ტაძარში დასვენებულ სტალინის გამოსახულებიანი, მატრონა მოსკოველის ხატის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მიქანაძის თქმით, ქართულ ეკლესიაზე იმის თქმა, რომ ისინი პრორუსულები არიან, მიუღებელი და დასაგმობია. “ის განცხადებები, რაც ოპოზიციის მხრიდან კეთდება, მართლაც შემაშფოთებელია. როცა ეკლესიას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენაზე არა მარტო განცხადებებს აკეთებდა, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდა – […]

ესტონეთში დააკავეს ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

3 იანვარს ესტონეთში დააკავეს ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის მოქალაქე ვიაჩესლავ მოროზოვი, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს. პროკურატურის შუამდგომლობით იგი 2 თვის ვადით დააკავეს. ესტონეთის ხელისუფლება არ ასაჯაროებს მოროზოვის წინააღმდეგ აღძრული საქმის დეტალებს, რასაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ხსნის. “ეს საქმე აქამდე არსებულ რამდენიმე ათეულ შემთხვევასთან ერთად აჩვენებს […]