ორბანი: უკრაინისადმი დახმარებამ ევროკავშირის ბიუჯეტი არ უნდა დააზიანოს

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს, 16 იანვარს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთთან საბრძოლველად გამოყოფილმა დახმარებამ ევროკავშირის ბიუჯეტი არ უნდა დააზიანოს. “თუკი უკრაინის დახმარება გვსურს – რისი გაკეთებაც საჭიროდ მიმაჩნია – უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ევროკავშირის ბიუჯეტს ზიანი არ მიადგეს”. – განაცხადა მან. ორბანის თქმით, “ევროკავშირისგან 50 მილიარდი ევროს ოთხი წლის განმავლობაში წინასწარ გაცემა ევროკავშირის სუვერენიტეტისა […]
U17 | კვიპროსი 1:1 საქართველო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, კვიპროსული ტურნეს ფარგლებში, დღეს, დოქსა კატოკოპიას სტადიონზე, ადგილობირვი თანატოლების 17-წლამდე ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ფრედ – 1:1 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა ანგარიშის გათანაბრება 32-ე წუთზე, ნიკოლოზ ელისაშვილის პასით ნიკოლოზ ჩიქოვანმა შეძლო. გიორგი ჩიტაურის გუნდი, კვიპროსთან მეორე ამხანაგურ მატჩს 18 იანვარს გამართავს. U17 | შემადგენლობა მეკარეები: საბა ასანიძე (სულაქველიძის […]
სემეკი ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, რომლის მიზანიცაა მარეგულირებელი კომისიის, როგორც ინსტიტუციის, დისკრედიტაცია და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სემეკი, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია ფუნქციონირებს 1997 წლიდან. კომისია, როგორც ინსტიტუცია შეიქმნა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, USAID-ის მხარდაჭერით, რეკომენდაციებითა და […]
დავით გურგენიძე – ჩემი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიზანია, უახლესი კვლევითი ინიციატივებისა და ინოვაციების წახალისება და მხარდაჭერა

ჩემი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიზანია, უახლესი კვლევითი ინიციატივებისა და ინოვაციების წახალისება და მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტის დაარსებიდან 102 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. დავით გურგენიძის თქმით, სულ მალე მოეწერება ხელი კიდევ ერთ მემორანდუმს ლაბორატორია FermiLab-თან (აშშ). „ჩემი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიზანია, უახლესი კვლევითი ინიციატივებისა […]
ზელენსკი დავოსში დასავლეთს ერთიანობისკენ მოუწოდებს, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა ერთიანობისკენ რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, და უკრაინის დახმარებაში უპირატესობის მოსაპოვებლად რუსეთის ძალებთან მიმართებით. “ჩვენ უნდა მოვიპოვოთ საჰაერო უპირატესობა უკრაინისთვის” – უთხრა ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს. “როგორც შავ ზღვაზე მოვიპოვეთ უპირატესობა, ამის გაკეთება შეგვიძლია. ეს შესაძლებელს გახდის ადგილზე პროგრესს… პარტნიორებმა იციან რა და როგორი რაოდენობით არის საჭირო” […]
ნიკოლოზ სამხარაძე – ჩინურმა მხარემ ძალიან მტკიცე და ურყევი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, მათ გვითხრეს, რომ ეს პოზიცია იქნება განგრძობადი

ჩინურმა მხარემ არაერთ შეხვედრაზე ძალიან მტკიცე და ურყევი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მათ გვითხრეს, რომ ეს პოზიცია იქნება განგრძობადი, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხში […]
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარების საკითხი ევროკავშირსა და აშშ-ის კონგრესში უახლოეს კვირებში მოგვარდება

უკრაინის დახმარების საკითხი ევროკავშირსა და აშშ-ის კონგრესში უახლოეს კვირებში მოგვარდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეთა კითხვებზე პასუხისას განაცხადა. “ვფიქრობ, რომ ეს კვირების საკითხია. დადებითი სიგნალები მაქვს, რომ ევროპა მხარს გვიჭერს, სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ დახმარების საკითხი მოგვარდება კონგრესში. ამის გარეშე ეს შეუძლებელია”, – განაცხადა ზელენსკიმ. […]
გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ისრაელის სახელმწიფო ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა. უწყების ცნობით, პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ისრაელის ელჩთან პროკურატურის ძირითად ფუნქციებზე, მუშაობის სპეციფიკასა და საქმიანობის თავისებურებებზე ისაუბრა. „როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა ისრაელის სამართალდამცავ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობს და მიიღებს ყველა ზომას, რათა ტრანსნაციონალური დანაშაულის […]
ოფიციალურად: “რომას” მწვრთნელად დე როსი დანიშნეს

დე როსიმ “რომას” რიგებში 616 მატჩი ჩაატარა, ორჯერ გახდა თასის და ერთხელ სუპერთასის მფლობელი. ის 2021 წელს იტალიის ნაკრებში რობერტო მანჩინის თანაშემწედ დანიშნეს, ხოლო 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის თებერვლამდე “სპალის” თავკაცი იყო.
ზელენსკი დავოსში ბლინკენსა და სალივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეკ სალივანს შეხვდა. როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს, მან მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს ურყევი უკრაინის მხარდაჭერისთვის. “აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ. ასევე როგორც ზელენსკი წერს, შეხვედრაზე ასევე […]