გადათხრილი წერეთლის გამზირი და გაუქმებული ხელშეკრულებები | სარეაბილიტაციო სამუშაოები, შესაძლოა, ბერა ივანიშვილის მეგობრის კომპანიამ ჩაიბაროს

თბილისის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძის რეაბილიტაციის დასრულების ვადა კვლავ სათუო გახდა. 8 თვის განმავლობაში პარალიზებულმა წერეთლის გამზირმა ფუნქციონირება შესაძლოა ვერც თვის ბოლოს განაახლოს. რეაბილიტაციის დათქმული ვადის ამოწურვამდე 2 კვირით ადრე, მერიამ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულება გააუქმა. მიზეზი, რის გამოც ხელშეკრულებები გაწყდა, ვალდებულებების შეუსრულებლობაა, რომელიც მერიამ მხოლოდ ახლა აღიარა. ამას კი ფორსირებულ რეჟიმში ახალი ტენდერის გამოცხადება მოჰყვა. […]
მშვიდობის ფორმულა დავოსის ფორუმზე | უკრაინის პრეზიდენტის გეგმის ირგვლივ გაერთიანებული მსოფლიო ლიდერები

ზელენსკის მშვიდობის ფორმულა მსოფლიო პოლიტიკის პირველ განსახილველ თემად იქცა დავოსის ფორუმზე. ასზე მეტი პოლიტიკური ლიდერი დარბაზში თუ პირისპირ უსმენდა უკრაინის პრეზიდენტის გეგმას და მოწოდებებს უკრაინის დახმარებისკენ. მთავარი, რაც ზელენსკის აზრით დასავლურმა სამყარომ უნდა გააცნობიეროს, არის ის, რომ კრემლის წინააღმდეგ ომში ჩართული კიევის დახმარება არა ქველმოქმედება, არამედ თავად დასავლური სამყაროს უსაფრთხოების დაცვისთვის ყველაზე აუცილებელი ნაბიჯია. დავოსში […]
“სახელმწიფო სერვისებში ადგილი აქვს გარკვეულ ნეპოტიზმს და ორმაგ სტანდარტებს” – იურისტი

იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველი პარტნიორი, ქეთი ქვარცხავა აცხადებს, რომ სახელმწიფო სერვისების მიწოდების საკითხში რეფორმაა საჭირო. იურისტი აღნიშნავს, რომ ცენტრალურ და თვითმმართველ ორგანოებში ნაცნობობის გარეშე კონკრეტული ნებართვების გაცემა ჭიანურდება. BAG ინდექსის თანახმად, 2023 წლის IV კვარტალში, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 49%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, აღნიშნული პრობლემა ყველაზე მწვავე მშენებლობის […]
ევროკავშირის სასამართლო: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ შეუძლიათ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა

ქალები, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან, მიიღებენ ლტოლვილის სტატუსს, ან მსგავს დაცვას – ეს ინფორმაცია 16 იანვარს დაადასტურა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ. სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო დაცვის გარანტიას ქალებისთვის, რომლებსაც თავიანთ სამშობლოში შეეხო “ფიზიკური ან მენტალური” ძალადობა და მათთვის, ვინც “მოკვლის რეალური საფრთხის” წინაშეა. ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბულგარეთის სასამართლოსგან მიღებული კითხვა ქურთული […]
თავისუფლების ინსტიტუტი საჯარო ინფორმაციის დაფარვის გამო შესყიდვების სააგენტოს უჩივის

თავისუფლების ინსტიტუტი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯარო ინფორმაციის დაფარვის გამო უჩივის. ინსტიტუტი სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 17 იანვარს შეიტანს. “თავისუფლების ინსტიტუტს კვლევისთვის აინტერესებს სახელმწიფო შესყიდვებში რეგისტრირებული რუსული კომპანიების ჩამონათვალი, თუმცა სააგენტომ უარი განაცხადა ამ სიის მოწოდებაზე, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მიმართვისა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს: პირველი მაისიდან ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია გაიზრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირველი მაისიდან ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია (კომპენსაცია) იზრდება. სამინისტროს განცხადების თანახმად, უკვე მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტს 2023 წლის 13 დეკემბერს წარედგინა. შსს-ში ამბობენ, რომ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. შსს-ს განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით: · 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის […]
ირანის თქმით, სირიასა და ერაყში რამდენიმე სამიზნეზე იერიში მიიტანა

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ისინი თავს დაესხნენ ისრაელის სადაზვერვო შტაბს ერაყის ნახევრად ავტონომიურ ქურთისტანის რეგიონში. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედიამ განცხადება 15 იანვარს, გვიან ღამით გაავრცელა. რევოლუციური გვარდია ასევე აცხადებს, რომ მათ სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგაც მიიტანეს იერიში. თავდასხმები კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ხდება, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, როცა 7 ოქტომბერს დაჯგუფება „ჰამასმა“ […]
ისრაელის თქმით “ჰამასთან” ომის ინტენსიური ეტაპი მალე დასრულდება

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომის ინტენსიური ეტაპი მალე დასრულდება ამბობს ისრაელის თავდაცვის მინისტრი, თუმცა კონკრეტულ თარიღზე არ საუბრობს. პარალელურად, ღაზის სექტორში აქტიური დაპირისპირება გრძელდება. ისრაელმა წერტილოვანი საჰარო დარტყმები მიიტანა ღაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში, კერძოდ შადის და ხან იუნისის რაიონებში, სადაც ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „ჰამასის“ 100-მდე სარაკეტო დანადგარი აღმოაჩინეს, რომლითაც ისრაელის ტერიტორია იბომბებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, […]
რუმინეთის მთავრობამ ფერმერებთან, რომლებმაც უკრაინასთან საზღვარი დაბლოკეს, შეთანხმებას მიაღწია

რუმინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ფერმერებმა, რომლებმაც უკრაინასთან საზღვარი დაბლოკეს, შეთანხმებას მიაღწიეს, რაც მომიტინგეების რამდენიმე მოთხოვნას დააკმაყოფილებს, – ინფორმაციას გამოცემა Euractiv-ი ავრცელებს. რუმინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ფლორინ ბარბუს თქმით, შეთანხმება ფერმერების 13 მოთხოვნას მოიცავს, მაგრამ დანარჩენ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპრომისის მოძიებაზე დისკუსიები გაგრძელდება. კერძოდ, მთავრობამ აიღო ვალდებულება 2026 წლამდე სრულად მოახდინოს ყველა სასოფლო-სამეურნეო აქციზის სუბსიდირება და […]
თავისუფლების ინსტიტუტი შესყიდვების სააგენტოს საჯარო ინფორმაციის დაფარვის გამო უჩივის

თავისუფლების ინსტიტუტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯარო ინფორმაციის დაფარვის გამო უჩივის. ორგანიზაცია სარჩელს 17 იანვარს, 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანს. “თავისუფლების ინსტიტუტს კვლევისთვის აინტერესებს სახელმწიფო შესყიდვებში რეგისტრირებული რუსული კომპანიების ჩამონათვალი, თუმცა სააგენტომ უარი განაცხადა ამ სიის მოწოდებაზე, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მიმართვისა. ბრიფინგი გაიმართება სასამართლოს წინ” – აცხადებს ორგანიზაცია.