ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობა „ახლო მომავალში“ არის შესაძლებელი

აუცილებელი არაა ისრაელ-პალესტინის მშვიდობა წლების შემდეგ იყოს, “ახლო მომავალში” არის შესაძლებელი. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დავოსში მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. “ეს განუხორციელებელი არ არის… ნაწილები არსებობს, ერთად უნდა ავაწყოთ ისინი, ამ შედეგის მისაღწევად; და არა წლების შემდეგ, არამედ ახლო მომავალში, თუ ყველანი გავერთიანდებით და ამ კურსის არჩევისას მივიღებთ გონივრულ და გაბედულ […]
ეროვნულმა ბანკმა ორი მიკროსაფინანსო დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა, „კროს კრედიტი“ 8 600 ლარით, ხოლო MJC კი – 10 000 ლარით. „კროს კრედიტის“ შემთხვევაში დაჯარიმება გამოიწვია 2 შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ზღვარს ზემოთ დოკუმენტაციის წარუდგენლობამ. ასევე, ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი დაირღვა 3 შემთხვევაში. სებ-ის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, „ფულის გათეთრებისა და […]
„ცხენმა გადაურბინა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა… გარდაცვლილები ადგილობრივები არიან“ – ტრაგედია სენაკში

„ცხენმა გადაურბინა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა… გარდაცვლილები ადგილობრივები არიან“ – ტრაგედია სენაკში სენაკში, სოფელ კოტიანეთში, ავარიის შედეგად ორი პირი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. „გურია ნიუსის” ინფორმაციით, ავტომობილს ცხენმა გადაურბინა და მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა. “ქორწილიდან მოდიოდნენ… თურმე, ცხენმა გადაურბინა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. გარდაცვლილები ადგილობრივები არიან. ამასთან, სამი დაშავებულია […]
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს – დავოსის ფორუმი მსოფლიოს მომავალზე მსჯელობს

შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და გავლენიან ბიზნესმენებთან – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს არაერთი ორმხრივი მოლაპარაკება აქვს დაგეგმილი. ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიებზეც. შვეიცარიის სამთო კურორტზე მსოფლიოს 54-ე ეკონომიკური ფორუმი ოფიციალურად უკვე გაიხსნა. დავოსი 3000 სტუმარს მასპინძლობს, რომელთაგანაც 60 სახელმწიფო ლიდერია. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ეკონომიკურ საკითხებთან […]
ქართველი წიგნის ქურდები ასიათასობით ევროდ შეფასებულ უნიკალურ გამოცემებს მთელი ევროპის მასშტაბით უდიდესი ბიბლიოთეკებიდან იპარავენ – მთავარი სამიზნე რუსი ავტორების გამოცემებია

ქართული მაფიის სამიზნეში პარიზის, ლიონის, ჟენევის, რიგის, ვილნიუსის, ვარშავის და სხვა ქალაქების წიგნსაცავები აღმოჩნდა, წაღებულია ცნობილი რუსი კლასიკოსების იშვიათი ხელნაწერები და პირველი ეგზემპლარები. ქართველმა მძარცველებმა ბოლო რამდენიმე თვეში, ერთმანეთის მიყოლებით, ევროპის არაერთი ბიბლიოთეკა გაძარცვეს. მოპარული წიგნები, ძირითადად, მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება. განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი, ალექსანდრე პუშკინის გამოცემებია. გატაცებულია, ასევე ლერმონტოვის, გოგოლის, დოსტოევსკის და სხვა ავტორების […]
თბილისსა და პეკინს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაფართოება სხვადასხვა მიმართულებით – ქართული დელეგაცია ჩინეთში შეხევდრებს აგრძელებს

ნდობა თბილისსა და პეკინს შორის სტრატეგიული პარტნიორების სტატუსით უკვე არსებობს, ახლა მთავარია თანამშრომლობის გაფართოება, საუბრები ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს – მმართველი პარტიის დელეგაციას ჩინეთში ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას – ჩინეთი საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველო კი, ერთიანი ჩინეთის პრინციპს. ასევე, ორივე ქვეყანა თანხმდება, რომ პეკინსა და თბილისს თანამშრომლობის გაფართოების დიდი პოტენციალი აქვთ. ამიტომ, […]
ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება – ერთი რეცეპტით პაციენტები აფთიაქებში 3 თვის სამყოფ მედიკამენტებს მიიღებენ

მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა გაფართოვდა – ლილი ბარნაბიშვილს თვალის სამკურნალო მედიკამენტები მუდმივად ესაჭიროება. “კურიერის” რესპონდენტი მრავალი წელია გლაუკომას ებრძვის. თვეში ერთხელ 6 დასახელების სხვადასხვა პრეპარატის, საკვები დანამატების და ქრონიკული დაავადების სამკურნალო წამლების ყიდვა უწევს. დღემდე, თანხის ნაწილს სახელმწიფო უნაზღაურებდა გარკვეული ფინანსების დამატება თავადაც უწევდა. ახალი გადაწყვეტილებით, ბარიერი სრულად მოიხსნა და მისთვის საჭირო მედიკამენტები სრულად დაუფინანსდება. კიდევ […]
პუტინი ომს განასახიერებს – ზელენსკი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ზელენსკიმ დამსწრეები გააფრთხილა, რომ რუსეთის სამხედრო ამბიციები უკრაინით არ მთავრდება. “ნებისმიერი, ვინც ფიქრობს, რომ ეს (რედ. ომი) მხოლოდ ჩვენ (რედ. უკრაინელებს) გვეხება და მხოლოდ უკრაინაზეა, ფუნდამენტურად ცდება”. – თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “პუტინი ომს განასახიერებს” და იგი არ შეიცვლება. მიმართვისას მან პუტინს […]
შსს: ვეტერანი ძალოვნების პენსია 1-ელი მაისიდან გაიზრდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის ზრდის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. შსს-ს ცნობით, ძალოვანი სამსახურის ყოფილი თანამშრომლების – პოლიციელების, ჯარისკაცების და პრესსამსახურების პენსია 1-ელი მაისიდან გაიზრდება. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ. განვმარტავთ, რომ მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს […]
ესტონეთში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი დააკავეს

ესტონეთში, რუსეთის სასარგებლოდ და ესტონეთის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით, ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი, ვიაჩესლავ მოროზოვი დააკავეს. ადგილობრივი მედია სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ ის 3 იანვარს დააკავეს. საქმის გამოძიებიდან გამომდინარე დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის სადაზვერვო ინტერესები ესტონეთის მიმართ ისევ მაღალ დონეზეა. სასამართლომ მოროზოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ტარტუს […]