თბილისის მერია ავტობუსის გაჩერების ტაბლოებს 1.6 მლნ ლარად ყიდულობს | ტენდერი გამოცხადებულია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 1.625 მლნ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, – ინფორმაციას BMG ავრცელებს. მათივე ცნობით, სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის გაჩერების 250 ერთეულ საინფორმაციო ელექტრონულ ტაბლოს ყიდულობს. ცნობილია, რომ ტენდერში წინადადებების მიღება 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება. დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი შუქდიოდური ტაბლოს ტექნიკური მახასიათებლები, სპეციფიური მოთხოვნები, სერვერული მოდულის მართვის ინტერფეისები, ტაბლოს მონიტორინგისა და მართვისთვის აუცილებელი მოდულები […]
GWP აქვეყნებს ქუჩების სიას, სადაც წყალმომარაგება 30 საათზე მეტით შეწყდება

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აცხადებს, რომ ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება ხვალ და ზეგ, ჯამში 31 საათით შეუწყდება. კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი დიდ დიღომში, ასიათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე “აუცილებელი გადაერთებითი სამუშოების” ჩატარებაა. მათივე ცნობით, 17 იანვარს, ღამის 01:00 საათიდან, 18 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში […]
ლოს-ანჯელესში ემის დაჯილდოების 75-ე ცერემონია გაიმართა – დაჯილდოვდნენ საუკეთესო სატელევიზო პროდუქციის რეჟისორები, მსახიობები და ფილმები

ემის რიგით 75-ე დაჯილდოება ტრადიციულად შთამბეჭდავი, ემოციური და სახალისო ფრაგმენტებით გამორჩეული იყო. ცერემონია ღონისძიების წამყვანმა ენტონი ანდერსონმა სიმღერით გახსნა. მუსიკის დასასრულს, მსახიობს სიტყვით გამოსვლა დარბაზში მყოფმა დედამ შეაწყვეტინა, რამაც აუდიტორია გაახალისა. დათვი, მემკვიდრეობა და დაპირისპირება – ემის წლევანდელი ჯილდოების რეკორდსმენები გახდნენ. სერიალმა “დათვმა” 6 ნომინაციაში გაიმარჯვა, დასახელდა საუკეთესო კომედიურ სერიალად, შოუში მთავარი როლის შემსრულებელი ჯერემი […]
თავდასხმები წითელ ზღვაში გადაზიდვის ფასებს ზრდის

წითელ ზღვაში ტვირთის გადაზიდვა ისევ ფერხდება. ჰუტების გახშირებული თავდასხმის გამო, გემები შემოვლით მარშრუტებს ირჩევენ. კომერციული რეისების დასაცავად შეერთებული შტატების მიერ შექმნილი საერთაშორისო კოალიციის ამოქმედების მიუხედავად, ვითარების გაუმჯობესებას სულ ცოტა, რამდენიმე კვირა არ ელიან.
პუტინის ქალიშვილმა სამ წელში 10 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უფროსმა ქალიშვილმა, მარია ვორონცოვამ, რომელიც „ახალი მედია კომპანიის“ (ნომეკო) თანამშრომელია, 2019 წლიდან 2022 წლამდე 944 მილიონი რუბლი (10,7 მილიონი დოლარი) გამოიმუშავა, ნათქვამია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გუნდის მიერ 15 იანვარს გამოქვეყნებულ საგამოძიებო ანგარიშში. ნავალნის გუნდმა განაცხადა, რომ განათლებით ენდოკრინოლოგმა ვორონცოვამ, „ნომეკოში“ მუშაობა 2019 წელს დაიწყო, როგორც თანადამფუძნებელმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა. […]
მეუფე ნიკოლოზი: სტალინის ხატზე მოხვედრა უმეცრების ბრალია, არ დააკვირდნენ, არასწორი ხატია

სტალინის მოხვედრა ხატზე, ესეც უმეცრების ბრალი იყო და არავითარი სხვა… ვინც ხატი შეუკვეთა და ვინც ხატი შეასრულა იმათი. აი, ხატმწერმა, რომელმაც დაწერა ეს ხატი, რის მიხედვით გააკეთა ეს სცენა? იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ, მე მინახავს ეს ხატი სამების საკათედრო ტაძარში და არ მიმიქცევია ყურადღება ნამდვილად და ახლა როცა ესეთი ამბები ატყდა, მე დავინტერესდი, გავარკვიე ეს […]
ბოლო 1 წელში რუსმა მიგრანტებმა 3 000-მდე ბინა იყიდეს | გაზრდილი სტატისტიკა და ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების გეგმა საქართველოში

რუსი მიგრანტები საქართველოში პოზიციებს იმყარებენ. იუსტიციის სამინისტრო იძულებული გახდა, რომ ოფიციალური მონაცემები გაესაჯაროებინა. ამ დოკუმენტაციით ირკვევა, რომ, მხოლოდ თბილისში, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთ წელიწადში 3000-მდე ერთეული უძრავი ქონება შეიძინეს. დაახლოებით მსგავსია სტატისტიკა ზღვისპირა რეგიონისთვისაც. ფართოვდება რუსული ბიზნესის ქსელიც – რუსი მესაკუთრეები განსაკუთრებულად ტურიზმის სფეროში აქტიურობენ. ქართული ტუროპერატორებისთვის სასურველი რუსი ტურისტები ახლა ძირითადად საკუთრი თანამოქალაქეების შეთავაზებული […]
რუსებმა ხერსონის ერთ-ერთი სოფელი დაბომბეს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონის სოფელი დნიპროვსკე დაბომბეს. იერიშის შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. ადგილზე მისულ სამაშველო ეკიპაჟს კი რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. “ხერსონის რაიონი. საღამოს ოკუპანტები თავს დაესხნენ საცხოვრებელ კორპუსს სოფელ დნიპროვსკიში”, – ნათქვამია ანგარიშში.
ისტორიაში პირველად, რუსეთის არმიამ შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის და მართვის А-50 ტიპის თვითმფრინავი დაკარგა – ოკუპანტისთვის ეს მნიშვნელოვანი დანაკარგი, უკრაინის კარგად დაგეგმილ წარმატებულ ოპერაციად შეფასდა

პუტინის დაზვერვა უკრაინის ცაში დაბრმავდა – ისტორიაში პირველად, რუსეთის არმიამ შორეული რადიო ლოკაციური აღმოჩენისა და მართვის А-50 ტიპის თვითმფრინავი დაკარგა. “ილ 76”-ის ბაზაზე შექმნილი საჰაერო სამეთაურო პუნქტი უკრაინელებმა ზაპოროჟიეს თავზე ჩამოაგდეს. “ა-50”-ის განადგურება საოკუპაციო ძალისთვის სრული მოულოდნელობა იყო. არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღემდე, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ, თვითფრინავს, რომელსაც ასეულობით კილომეტრ მანძილზე ყველაფრის დაზვერვა შეუძლია, რაკეტები ვერ […]
არქტიკული აფეთქება შეერთებულ შტატებში – ქვეყნის დიდ ნაწილში ძლიერი ყინვა და დიდთოვლობაა

ამერიკის შეერთებული შტატების უმეტესი ნაწილი არქტიკულმა აფეთქებამ მოიცვა. ჩრდილოეთის შტატებში, ტეხასსა და აიოვაში, ძლიერმა ყინვამ და დიდთოვლობამ, 10 ათასობით მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუზღუდა. 150 000 სახლი და კომერციული სივრცე მიჩიგანში, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კრიტიკული მდგომარეობაა გზებზე. უხვი ნალექის გამო, გადაადგილება შეფერხებულია კოლორადოში. აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქარიშხლის გამო გაუქმდა ფრენებიც. არქტიკული ქარიშხლების სერიამ […]