პუტინის ქალიშვილმა სამ წელში 10 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო

ს პრეზიდენტ ს უფროსმა ქალიშვილმა, მარია ვორონცოვამ, რომელიც „ახალი მედია კომპანიის“ (ნომეკო) თანამშრომელია, 2019 წლიდან 2022 წლამდე 944 მილიონი რუბლი (10,7 მილიონი დოლარი) გამოიმუშავა, ნათქვამია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ს გუნდის მიერ 15 იანვარს გამოქვეყნებულ საგამოძიებო ანგარიშში.
ნავალნის გუნდმა განაცხადა, რომ განათლებით ენდოკრინოლოგმა ვორონცოვამ, „ნომეკოში“ მუშაობა 2019 წელს დაიწყო, როგორც თანადამფუძნებელმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა. მედია უწყებას ფული, ძირითადად, კომპანია „სოგაზთან“ თანამშრომლობით შესდის, რომელიც ნაწილობრივ ეკუთვნის პუტინის ახლო თანამოაზრეს და რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, იური კოვალჩუკს.
2021 წელს რუსულენოვანი ქსელის „ნასტოიაშეე ვრემიას“ მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ „სოგაზი“ ფინანსურად უჭერდა მხარს პუტინის ახლო თანამოაზრეებს, მათ შორის, ფედერალური დაცვის სამსახურის ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნები.
„ნომეკოში“ ხელფასისა და დივიდენდების გარდა, ვორონცოვა ასევე იღებს ყოველთვიურ ხელფასს 110,000 რუბლის ოდენობით ($1,250) მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც ის გაფორმებულია, როგორც მედიცინის ფაკულტეტის თანამშრომელი.

ასევე დაგაინტერესებთ