“ბინიდან წაიღეს ძვირფასეულობა, მაცივრიდან საჭმელი და სასმელი” | თელავში ქურდობის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობენ

ქურდობა კახეთში – თელავში მაღალსართულიან კორპუსში ბინა გატეხეს. დაუდგენელმა პირებმა ალაზნის გამზირზე, დაკეტილი სახლიდან ფული და ძვირადღირებული ნივთები გაიტანეს. დაზარალებული ყვება, რომ ძველით ახალ წელს თბილისში იმყოფებოდნენ, უკან დაბრუნებულებს კი კარი გატეხილი დახვდათ. ოჯახი ამბობს, რომ წაღებულია საკვები და სასმელიც. “ოქრო წაიღეს. […] საყინულიდან არის გამოლაგებული ხინკალი, შამპანური, ღვინოები, შოკოლადები, საიდან, როგორ, არ ვიცი, ალბათ […]

კალაძე: მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთელზე მოძრაობა იანვრის ბოლოს უნდა აღდგეს

“მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა, იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული და მოძრაობა აღდგენილი, და ეს პირობა, რა თქმა უნდა, აუცილებლად შესრულდება.

ჯერ NGO-ებს შეხვდა, აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის საზოგადოების აზრი | ნეფიუს პირველი შეხვედრა დასრულდა

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის, რიჩარდ ნეფიუს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დასრულდა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მედიასთან ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. როგორც ისინი ამბობენ, მათ რიჩარდ ნეფიუს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კორუფციის კუთხით, განიხილეს ელიტური კორუფციის პრობლემა და ანტიკორუფციული სააგენტოს მუშაობა. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ სახ.დეპის […]

პოლონეთში სუნამოების ქურდობის ბრალდებით 3 ქართველი კაცი დააკავეს – მედია

პოლონური მედიის ცნობით, აფთიაქიდან სუნამოების ქურდობის ბრალდებით სამი ქართველი – 34, 36 და 38 წლის კაცები –დააკავეს. მათ ბრალი უკვე წარუდგინეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობაც შეუფარდეს. პოლონური კანონმდებლობით, ბრალდება, რითაც სამ ქართველ კაცს ედავებიან, 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფთიაქის დაცვის თანამშრომელმა გამოიჭირა კაცი, რომელიც ქურთუკის […]

კალაძე: „მეც რომ მომიწიოს მუშაობა, წერეთელზე სამანქანო მოძრაობა თვის ბოლომდე უნდა აღდგეს“

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიის დაპირებისამებრ, წერეთლის გამზირზე ორმხრივი სამანქანო მოძრაობა იანვრის ბოლოს მაინც გაიხსნება, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ახლახან გაწყვიტა თანამშრომლობა გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე ორ კომპანიასთან, რომლებმაც, უწყების განცხადებით, ვერ შეასრულეს აღებული ვალდებულებები. როგორც კალაძე ამბობს, მან, როგორც მერმა, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა აქვს თბილისელების წინაშე, რამდენჯერმე მიიღო გადაწყვეტილება ამ კომპანიებისთვის მათ მიერ განსახორციელებელი […]

პაატა მანჯგალაძე – კორუფცია ივანიშვილმაც ვერ დამალა, რისკი იმდენად მაღალი იყო, პენსიაზე გასული ვეტერანი უკან დავბრუნდიო – 23 პროექტიდან „ოცნებას“ 1 აქვს დასრულებული, კორუფციის ამაზე ნათელი მაგალითი რა გინდათ?!

კორუფცია ივანიშვილმაც ვერ დამალა, რისკი იმდენად მაღალი იყო, ეს პენსიაზე გასული ვეტერანი უკან დავბრუნდიო – 23 სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი აქვს „ქართულ ოცნებას“ წამოწყებული და მხოლოდ ერთია დასრულებული, კორუფციის ამაზე ნათელი მაგალითი რა გინდათ?! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც შექმნეს, მხოლოდ სახელი აქვს ანტიკორუფციული ბიუროსი […]

კახა კალაძე – მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს დამთავრებული უნდა იყოს და მოძრაობა აღდგენილი

მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს დამთავრებული უნდა იყოს და მოძრაობა აღდგენილი, ეს პირობა აუცილებლად შესრულდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მან განმარტა, თუ რატომ გაწყვიტა თბილისის მერიამ იმ კომპანიებთან კონტრაქტი, რომლებიც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდნენ. „წერეთლის […]

ანჯეი დუდა – უკრაინა ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ უნდა ისწრაფოდეს

უკრაინა ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ უნდა ისწრაფოდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დავოსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ომის დროს ეს შეუძლებელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინამ ნატო-ში მოწვევა უნდა მიიღოს, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებში ამ საკითხის განხილვის პროცესს დაიწყებს. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ეს უკრაინის დამცველებისთვის მორალურად ძალიან მნიშვნელოვანია“, […]

ყირგიზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

ყირგიზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „17 იანვარს, სასწავლო ფრენის დროს ყირგიზეთის საჰაერო თავდაცვის ძალების ვერტმფრენმა ავარიული მძიმე დაშვება განახორციელა. არის მსხვერპლი“, – ნათქვამია ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხედრო ვერტმფრენი ბიშკეკის ჩრდილო-დასავლეთით ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი.

უახლოეს დღეებში თოვლჭყაპი და ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი – 17-19 იანვრის ამინდის პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოში 17-19 იანვარს თოვლჭყაპია მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის თანახმად 17 და 18 იანვარს ზოგიერთ რაიონში თოვლჭყაპია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის ქარი 22მ/წმ-მდე სიჩქარით. ტემპერატურა -2 +10 გრადუსი იქნება. 19 იანვარს ღამით ტემპერატურა -3-მდე დაიკლებს, ღამით ზოგან მოსალოდნელია წვიმა და ნისლი, დღე ჰაერი +12-მდე გათბება. მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი და ძლიერი ყინვა. დასავლეთ საქართველოში 17 […]