სუპერშეთავაზება პოლიტანოს – შემტევი “ნაპოლის” მაინც დატოვებს?

რამდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატეო პოლიტანო “ნაპოლისთან” ხელს ახალ ხელშეკრულებას მოაწერდა. Corriere dello Sport-ის ცნობით, შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს, რადგან “ალ შაბაბმა” იტალიელ შემტევს სუპერშეთავაზება გაუკეთა. არაბული კლუბი მზადაა მატეოს 2.5-წლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით 18 მილიონი ევრო შესთავაზოს. თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, პოლიტანო “ნაპოლის” 2020 წელს, “ინტერიდან” შეუერთდა.

კალაძე: მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულდება. მერმა ეს პირობა თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს, 17 იანვარს, დადო. “მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული. ეს პირობა აუცილებლად შესრულდება”, – თქვა კახა კალაძემ. 15 იანვარს თბილისის მერმა ბრძანება გამოსცა, […]

მედია: ევროპის ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ძარცვაში ქართველები არიან ეჭვმიტანილები

შვეიცარიული ტელეარხის, Lemanbleu-ს ცნობით, ჟენევისა და ევროპის სხვა ქალაქებში რუსი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებების იშვიათი წიგნების მოპარვის უკან საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დაჯგუფება დგას. მედიის ინფორმაციით, მოპარულია „ათობით ფასეული წიგნი“. ჟენევის ბიბლიოთეკიდან მოუპარავთ პუშკინის გამოცემების კოლექცია. ბიბლიოთეკაში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, ხოლო შვეიცარიის პროკურატურა ადასტურებს გამოძიების დაწყებას. ფრანგული მედიასაშუალებები კი წერენ, რომ რუსი მწერლების ძველი, […]

„დროა“ და გირჩი (მთ): ცესკო ემიგრანტების იგნორირებას ახდენს

პარტია „დროას“ და „გირჩი — მეტი თავისუფლების“ განცხადებით, ცესკოს 2024 წლის სამოქმედო გეგმა არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის საკითხს არ ითვალისწინებს. პარტიების შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ემიგრანტების „სრულ იგნორირებას ახდენს“. „საარჩევნო ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმაში არათუ ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობაზე არ წერია რამე, არამედ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ერთხელ არის ნახსენები, ისიც ინფორმაციის გავრცელების ნაწილში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ცესკოს […]

პუტინმა გააძლიერა ძალისხმევა ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ ესკალაციისთვის საინფორმაციო პირობების შესაქმნელად | ISW

ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) აანალიზებს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს მის ბოლო ანგარიშში. 16 იანვარს პუტინმა თქვა, რომ უკრაინის მშვიდობის ფორმულა არის “მცდელობა, წაგვახალისოს, უარი თქვათ იმ მიღწევებზე, რაც ჩვენ მივიღეთ გასული წელიწადნახევრის განმავლობაში”. “მაგრამ ეს შეუძლებელია. ყველას ესმის, რომ ეს შეუძლებელია”, – დასძინა მან. ISW წერს, რომ პუტინი აგრძელებდა იმის დემონსტრირებას, რომ რუსეთი არაა დაინტერესებული უკრაინასთან […]

მედვედევი: უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე უკრაინელებისადმი მუქარის შემცველი მორიგი მოსაზრება გამოაქვეყნა. მედვედევი ამჯერად ირწმუნება, რომ უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის საშიში და მომაკვდინებელია. “უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია. მე ვგულისხმობ არა მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას, ბანდერელების პოლიტიკურ რეჟიმს, არამედ ვსაუბრობ ნებისმიერ, აბსოლუტურად ნებისმიერი სახის უკრაინაზე”. – წერს მედვედევი. მედვედევი ირწმუნება, რომ უკრაინის არსებობა […]

ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს. მისივე თქმით, აღნიშნული ბულვარი, რომლის ფართობიც 2 ჰექტარია, ამჟამად სრულად გასაახლებელია. „რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსება საპარკე ავეჯი. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, მოეწყობა […]

მონიტორინგის სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის ვაკანსიებზე მიღება გამოცხადდა

სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გამოაცხადა მიღება მონიტორინგის სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის ვაკანსიებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. „მათ, ვისაც აქვს დასაქმების სურვილი და სურს გახდეს მერიის სატრანსპორტო რეფორმის […]

ცოლზე ძალადობის ბრალდებით ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს

ცოლზე ძალადობის ბრალდებით ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს. შესყიდვების სამსახურის უფროსმა ჯონი ქასრაშვილმა მეუღლეზე ნასვამ მდგომარეობაში იძალადა. ქალმა დახმარებისთვის სასწრაფოს მიმართა. ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველებიც და ტყიბულელი მაღალჩინოსანი დააკავეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ქასრაშვილი ამჟამად ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის შეფარდებაზე იმსჯელებს. სასამართლო სავარაუდოდ დღეს გაიმართება. შეგახსენებთ, ქალთა […]

ბელგიაში 900 000 დოლარად შეფასებული პიკასოს და შაგალის მოპარული ნახატები იპოვეს

ბელგიის პოლიციამ ქალაქ ანტვერპენში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ცნობილი მხატვრების, პაბლო პიკასოს და მარკ შაგალის ნახატები იპოვა. სამართალდამცველების თქმით, ნამუშევრები დაზიანებული არ არის. პიკასოს “ტეტე” და შაგალის “მამაკაცი ლოცულობს” ისრაელში, თელ-ავივში 2010 წელს ერთ-ერთ კოლექციონერს მოპარეს. ნამუშევრების ღირებულება 900 000 აშშ დოლარს შეადგენს. კოლექციონერის სახლიდან ქურდებმა ნახატებთან ერთად 680 000 აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასეულობაც წაიღეს, თუმცა, […]