ლევან დავითაშვილი დავოსში მსხვილი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის Neusoft – ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის მულტინაციონალური კორპორაცია „ნეუსოფტის” (Neusoft) უფროს ვიცე-პრეზიდენტს ჩენ შიმენს შეხვდა. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა ჩინური კორპორაციის წარმომადგენელს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. უწყების განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება […]
ლევან დავითაშვილი დავოსში მსხვილი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის Bank of America – ს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის Bank of America – ს დელეგაციას შეხვდა, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, […]
„მძიმე გამოწვევაა, თუ კლიმატურმა პირობებმა ხელი შეგვიწყო, სამუშაოები 2 კვირაში მოესწრება“ – წერეთლის გამზირის ახალი კონტრაქტორი

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციით დაკავებულ ორ კომპანიასთან “ერ ტე დესთან” (9 მლნ ლარი) და “მილენიუმ ბილდერ გრუპთან” (22 მლნ ლარი) ხელშეკრულებები 16 იანვარს გაწყვიტა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უკვე შერჩეულია ოთხი კომპანია, რომლებმაც 24-საათიან რეჟიმში უნდა იმუშაონ და სამუშაოები იანვრის ბოლომდე დაასრულონ. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც წერეთლის გამზირის ერთი მონაკვეთის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს კომპანია “ჯეუ […]
მაღალი სიჩქარის ინტერნეტი საქართველოში ევროპაზე მნიშვნელოვნად ძვირია — კომუნიკაციების კომისია

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით მომზადებული კვლევით, 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია. აღნიშნული შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის […]
რუსეთში ყირიმის ხიდის არაეფექტური დაცვისთვის პოლკოვნიკს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში ყირიმის ხიდის არაეფექტური დაცვისთვის როსგვარდიის პოლკოვნიკს, სერგეი ვოლკოვს, სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ვოლკოვი როსგვარდიის საზღვაო სამმართველოს მეთაურის თანამდებობას იკავებდა. გამოძიების ინფორმაციით ყოფილი პოლკოვნიკმა კრასნოდარიდან ყირიმში გადაიტანა ხიდის დასაცავად საჭირო რადიოლოკაციური კომპლექსების, რომლებიც უვარგისი გამოდგა. სასამართლომ ვოლკოვს ყველა წოდება ჩამოართვა და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თავად ყოფილი პოლკოვნიკი ბრალდებას უარყოფს. პოლკოვნიკი ვოლკოვი 2023 წლის მარტში დააკავეს. […]
ბლინკენი: პალესტინური სახელმწიფოს არსებობა ისრაელის უსაფრთხოებისთვისაა საჭირო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისრაელი-ჰამასის ომზე ისაუბრა. მისი თქმით, პალესტინური სახელმწიფოს არსებობა საჭიროა ისრაელის უსაფრთხოებისთვის. ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ისრაელი რეალურ უსაფრთხოებას პალესტინური სახელმწიფოს გარეშე ვერ მიიღებს. ბლინკენის სიტყვებით, ისრაელელმა ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება ქვეყნის პოლიტიკა პალესტინური სახელმწიფოს არსებობასთან დაკავშირებით. ამას გარდა, ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთის მთავარ გამოწვევად […]
გერმანია უკრაინას 7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

2024 წელს გერმანია უკრაინას 7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. გერმანიის მთავრობის ცნობით, ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, შოლცისა და ბაიდენის საუბრის თემა უკრაინის მხარდაჭერა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება იყო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გერმანიისა და აშშ-ს პირველმა პირებმა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელება […]
“პრინციპული კახი – მთავარია, რომ ტენდერები სანტაკლაუსის მსგავსად ჩამოურიგოს ნაცნობ-ახლობლებს” – ბუჩუკური

პრინციპული კახი – სულაც არ განუცდია კრახი წერეთლის გამზირის, ვაკის პარკის შადრევნის, თბილისის ქუჩების სადრენაჟო გზების, დღევანდელი წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას მთავარია, რომ ბავშვები სახლში დაგვატოვებინა, საბავშვო ბაღები, სკოლები დღეს არ ფუნქციონირებდა, მთავარია, რომ ტენდერები სანტაკლაუსის მსგავსად ჩამოურიგოს ნაცნობ-ახლობლებს, მთავარია ჩვენ, რაც შეიძლება, ბევრი და მაღალი გადასახადები გადავიხადოთ, რათა კახის ბიუჯეტი შევუვსოთ… მთავარია, კახი იყოს კარგად […]
“ქვეყანაში ეკონომიკა გაორმაგებულია, თუ ამის დანახვა არ გინდა, ან ბრმა ხარ, ან უტიფარი და თაღლითი – ბექა დავითულიანი მამუკა ხაზარაძეზე

თაღლითობა და ამომრჩევლის მოტყუება – ასე აფასებს მმართველი გუნდი “ლელოს” ლიდერის იმ განცხადებას, სადაც ის “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, “როდის დადგება მეოთხე ძალიან კარგი წელიწადი. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძე თაღლითია, რაც სასამართლომაც დაადასტურა. “ქვეყანაში ეკონომიკა გაორმაგებულია, თუ ამის დანახვა არ გინდა, ან ბრმა ხარ, ან უტიფარი ან თაღლითი. თაღლითი რომ არის,ეს […]
რუსულ ბანკებს თურქულ ბანკებთან მუშაობა გაუჭირდათ

თურქეთის ბანკები უარს ამბობენ რუსეთის ბანკებთან მუშაობაზე. ამის შესახებ დღეს, 17 იანვარს, წერს რუსული გამოცემა „კომერსანტი“. მისი წყაროები არიან რუსეთის საფინანსო და სავაჭრო სფეროების წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით, სიტუაცია 2023 წლის ზაფხულიდან გართულდა და მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც 22 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანება ე.წ. მეორადი სანქციების შესახებ იმ უცხოური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც […]