პუტინმა გასცა “თანამემამულეთა რეპატრიაციის” ზომების შემუშავების ბრძანება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, შემუშავდეს წინადადებები “თანამემამულეთა რეპატრიაციაზე, უცხო, მათ შორის არამეგობრული ქვეყნებიდან უკანონო დეპორტაციის შემთხვევისთვის”. გარდა ამისა, პუტინმა გასცა დავალება, შემუშავდეს წინადადებები “მუდმივად უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა უფლებების უზრუნველსაყოფად”. რუსეთის მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრეზიდენტთან მოქმედმა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საბჭომ იდეები 2024 წლის 1 ივლისს უნდა წარმოადგინონ. რუსეთის ხელისუფლება “თანამემამულეებს” უწოდებს უცხოეთში […]

“მგონი რაღაც ეგეთ ტრიუკს გვიტარებენ” – დავით ზურაბიშვილი

საბჭოთა საქართველოში ერთობოდნენ ხოლმე ასე თინეიჯერები: რეკავდნენ შემთხვევით ნომერზე და დაყენებული ხმით აფრთხილებდნენ აბონენტს, ამა და ამ საათიდან ამა და ამ საათამდე წყალი შეგიწყდებათ და დააგროვეთო. რომ მოაწევდა დათქმული დრო, კიდევ რეკავდნენ, რა ჰქენით, დააგროვეთ წყალიო და რა ესმოდათ დასტური, ოპტმისტურ ნოტაზე სთავაზობდნენ, ახლა შეისხითო. ჰოდა, მგონი რაღაც ეგეთ ტრიუკს გვიტარებენ.

“თქვენ წარმოგიდგენიათ რა მოხდება “რუსთაველზე”? – სადღობელაშვილი –

ღმერთო რა საშინელება ხდება “წერეთელზე”? კორუფციის, არა პროფესიონალიზმის, კრიმინალის ბუდე! თქვენ წარმოგიდგენიათ რა მოხდება “რუსთაველზე”? სხვათაშორის წელს მერიის ბიუჯეტი გაიზარდა და 2 მილიარდი ლარი შეადგინა, დაჰკარ დოლი გასწი გარმონ.

ხაზარაძე კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლებს. ინფორმაცია ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ფორმულას დაუდასტურა და განაცხადა, რომ სასამართლოში სარჩელი მომდევნო კვირაში შევა. “დღეს გავრცელდა განცხადებები, რომლებიც ლახავს მამუკა ხაზარაძის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას, მომდევნო კვირაში სასამართლოში შევა სარჩელი ამ ცნობების უარყოფის შესახებ”, – აღნიშნა მან. დღეს კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის […]

გეგელია: ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება არის დასავლეთზე პოლიტიკური რევანში

ქართული ოცნების მიერ ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით ჩინეთში დელეგაციის გაგზავნასთან დაკავშირებით ტაბულა პარტია ლელოს პოლიტსაბჭოს წევრს, გრიგოლ გეგელიას ესაუბრა. პოლიტიკოსის თქმით, ის და მისი თანაგუნდელები ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას მიესალმებიან, თუმცა, პეკინთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას დასავლეთის წინააღმდეგ გამიზნულ რევანშად აფასებენ. “პირველ რიგში, ჩვენ, ლელო ცალსახად მივესალმებით ჩინეთთან ვაჭრობას, ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას. ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთვის, […]

ლევან დავითაშვილმა Neusoft-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის მულტინაციონალური კორპორაცია „ნეუსოფტის“ (Neusoft) უფროს ვიცე-პრეზიდენტს ჩენ შიმენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა ჩინური კორპორაციის წარმომადგენელს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით […]

როდის ეყოლება მსოფლიოს პირველი ტრილიონერი – ხუთმა უმდიდრესმა ადამიანმა სიმდიდრე გაიორმაგა, ღარიბები კიდევ უფრო გაღარიბდნენ

გლობალური კორპორაციული და მონოპოლიური ძალაუფლების კონცენტრაცია აძლიერებს უთანასწორობას, რის შედეგადაც ყველაზე მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ყველაზე ღარიბები კი უფრო ღარიბები ხდებიან. ამის შესახებ euronews-ი წერს მსოფლიოს ხუთმა უმდიდრესმა ადამიანმა გააორმაგა თავისი ქონება 2020 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ღარიბი ფენის 60%-ს ფული კიდევ უფრო შეუმცირდათ. ამის შესახებ ნათქვამია Oxfam-მის ანგარიშში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა დავოსში, სადაც ყოველწლიური მსოფლიო […]

თურქული ბანკები რუსულ ბანკებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, პრობლემებია ჩინურ საფინანსო სექტორთანაც | მედია

თურქული ბანკები რუსულ ბანკებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Коммерсант წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა განმარტავს, რომ თურქულ ბანკები რუსულ ბანკებთან პარტნიორობაზე უარს სანქციების შიშის გამო ამბობენ. კომერსანტის წყაროები ამბობენ, რომ ორი ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებს შორის პრობლემები 2023 წლის ზაფხულში დაიწყო, თუმცა განსაკუთრებით გაუარესდა 22 დეკემბერს, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა […]

რუსეთში, ბაშკირეთში სამოქალაქო აქტივისტის დაკავების გამო შეტაკებები მოხდა – პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში სამოქალაქო აქტივისტის დაკავების გამო შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში ადგილობრივ აქტივისტს, ფაილ ალსინოვს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. პოლიციასა და შეკრებილ დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, ხოლო ადგილზე მისულმა სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. ფაილ ალსინოვის სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო. […]

სამების საკათედრო ტაძრიდან მატრონა მოსკოველის ხატი გაიტანეს, რომელზეც სტალინია გამოსახული

სამების საკათედრო ტაძრიდან მატრონა მოსკოველის ხატი გაიტანეს, რომელზეც სტალინია გამოსახული. ახლა, მის ადგილას მატრონა მოსკოველის სხვა ხატია განთავსებული. „პალიტრავიდეოსთან“ საუბრისას ტაძარში განაცხადეს, რომ ხატი ტაძრიდან გვიან ღამით წაიღეს, თუმცა სად, უცნობია. ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. […]