ხაბეიშვილი: კახი, ხო მაგარი ბიჭი ხარ, აბა, მოდი საკრებულის სხდომაზე და გაგვაბანძე ოპოზიცია

კახი, საკრებულოს შემდეგ სხდომაზე, უახლოესი იქნება რამდენიმე დღეში, გთავაზობ, თუ მატყუარა არ ხარ, თუ აფერისტი არ ხარ, თუ კორუმპირებული არ ხარ, თუ არ გეშინია, რაც მთავარია, აი, კითხვები რაც გვაქვს, მე ვაპირებ, საკრებულოს სხდომაზე მოვიდე და თუ მაგარი ბიჭი ხარ, თუ მართალი ხარ, თუ მტყუანი არ ხარ, იმ საკრებულოში უმრავლესობა ხომ შენია, გინდა ბერა მოიყოლე, […]
ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა – 17 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.22 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.06 თეთრით გამყარდა. 17 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6595 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8911 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი – 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.89 ლარად.
ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახ.დეპის კოორდინატორს, სუს-ის უფროსის მოადგილე შეხვდა

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს, რიჩარდ ნეფიუს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი შეხვდა: “შეხვედრაზე ალექსი ბატიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა კორუფციის შესახებ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიცია და სამსახურის ანგარიშვალდებულებებზე, ანტიკორუფციული სააგენტოს ფუნქციებზე, მის მიერ გაწეულ საქმიანობასა და ანტიკორუფციული მიმართულებით დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა. ალექსი ბატიაშვილმა და რიჩარდ ნეფიუმ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული […]
ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდება

ტყიბულის მერიის თანამშრომელი, რომელსაც მეუღლეზე ძალდობას ედავებიან, 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. ჯონი ქასრაშვილი ტყიბულის მერიაში შესყიდვების სამსახურს ხელმძღვანელობდა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები დაკავებულის სიდედრმა გამოიძახა. ხელბორკილების დადების შემდეგ კი ქასრაშვილს სასწრაფო დახმარების ექიმების დახმარება დასჭირდა.
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 232-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 232-მდე გაიზარდა, დაშავებული კი სულ მცირე 1 036 ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაციას იშიკავას პრეფექტურის მთავრობა ავრცელებს. ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. არსებული ინფორმაციით, 21 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია. ყველაზე […]
დმიტრო კულება – ჩვენ რუსეთის გაყინული აქტივები გვჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი – თუ წესების დარღვევას ბედავ, იძულებული იქნები, გადაიხადო

ჩვენ რუსეთის გაყინული აქტივები გვჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დავოსში ბრიტანელ კოლეგა დევიდ კემერონთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. “როდესაც ზოგიერთი ექსპერტისა და მოაზროვნის არგუმენტები გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინას, შესაძლოა, უღირდეს კონფლიქტის გაყინვა, ჩვენი პასუხი მარტივია: რუსეთის გაყინული აქტივები გვჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი. სწორედ ასეთი უნდა […]
მამუკა ხაზარაძე კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განუცხადა, ხაზარაძე დედაქალაქის მერს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის და „ყალბი ცნობების უარყოფას“ მოითხოვს. კერძოდ, საქმე ეხება კახა კალაძის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, „მამუკა ხაზარაძე პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის […]
ინტერრელიგიურმა სათათბირომ სამების ტაძარში მომხდართან დაკავშირებით იმსჯელა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერრელიგიური სათათბიროს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, „ხსნის არმიის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს […]
იუსტიციის მინისტრმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელა

რატი ბრეგაძემ და იესპერ მოლერმა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ იუსტიციის სამინისტროსა და UNICEF-ის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, დღეს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მხოლოდ 54 არასრულწლოვანი იხდის სასჯელს, 2012 წელამდე კი, მათი რაოდენობა 200-ს აჭარბებდა. „საუბარი შეეხო, აგრეთვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას, განრიდებისა და […]
გივი მიქანაძე სომხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობები აღნიშნეს. „გივი მიქანაძემ საქართველოსა და სომხეთს შორის საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების მიზნით ელჩს ერთობლივი საკომიტეტო […]