ვანო ჩხარტიშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ბრალდებებს ვრცელი წერილით პასუხობს – ბიზნესმენი არასამთავრობო ორგანიზაციას ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს

სიღნაღში მდებარე სასტუმრო მიწის იმ ნაკვეთზე მდებარეობს, რომლის პრივატიზაციის პირობების შეცვლასთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” კრიტიკული რელიზი გამოაქვეყნა. არასამთავრობოს მტკიცებით, მიწის ნაკვეთის ირგვლივ, რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახს საინვესტიციო ვალდებულებებით ეკუთვნის, საეჭვო გარემოებები იკვეთება – რაც მთავრობის განკარგულებით საინვესტიციო ვალდებულებების გადავადებაში გამოიხატება. გამჭვირვალობას დღეს ბრალდებების ადრესატი ვრცელი წერილით გამოეხმაურა. ვანო ჩხარტიშვილმა ახსნა, რომ მიწის ნაკვეთი მან […]

საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში – როგორია დონალდ ტრამპის გზავნილები და კიდევ ვინ იბრძოლებს თეთრი სახლისთვის

აიოვაში ტრიუმფის და რესპუბლიკელთა ყრილობაზე ნომინაციისთვის, პირველი 20 დელეგატის მოპოვების შემდეგ, ცხადი გახდა, თუ რა გზავნილს შეინარჩუნებს დონალდ ტრამპი, მისი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში. დაუცველი საზღვარი და მიგრანტები, რაც ტრამპის ბევრ ამომრჩეველს უფრო მეტად აშფოთებს, ვიდრე ეკონომიკური პრობლემები. ეს თემა, კიდევ ერთხელ უმწვავესი ფორმით მიაწოდა ტრამპმა ამომრჩევლებს, აიოვაში მოგების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ტერორისტების მასობრივად […]

რას ამბობს მამუკა გამყრელიძე ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის საბოტაჟთან დაკავშირებით და როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

მორიგი ახალი მტკიცებულება “ქართული ოცნებისთვის” მამუკა გამყრელიძის განცხადებაა, რომელმაც ერთ-ერთ მედიაში თქვა. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსი დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ყოფილი დიპლომატის მხრიდან საკუთარი კოლეგების ერთგვარი მხილება მმართველ პარტიაში არ გაჰკვირვებიათ. ვინ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნისთვის სტატუსის მიღებას? – მამუკა გამყრელიძეს ეს დღეს არც “კურიერთან” დაუკონკრეტებია. ევროპელი დემოკრატების ლიდერმა განმარტა, რომ […]

თუ ჩვენ დაგვიპყრობენ, შემდეგ იქნება რუსეთის ომი ნატოსთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უპასუხა კითხვას, რა მოხდება, თუ უკრაინა არ მიიღებს დაფინანსებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან და შეუძლია თუ არა უკრაინას რუსეთთან ბრძოლა ამ დახმარების გარეშე და თქვა: არ ვურჩევდი ექსპერიმენტებს არავის. იმიტომ, რომ ეს არის საშინელი ექსპერიმენტი – დაგვიანება ამა თუ იმ დახმარების. პრობლემა ის არის, რომ ზოგჯერ დახმარებასაც კი […]

რუსეთსა და ირანს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდება – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა: რუსეთსა და ირანს შორის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების მომზადება დასკვნით ეტაპზეა, ხელმოწერა იგეგმება პრეზიდენტების შეხვედრაზე. მოქმედი შეთანხმების ხელმოწერიდან 20 წელზე მეტი გავიდა, მას ხელი მოეწერა 2001 წელს; სხვა საკითხებთან ერთად, შეიცვალა საერთაშორისო პირობები, საერთაშორისო კონტექსტი და ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა, უპრეცედენტო ზრდას განიცდის.

სად გადაიტანეს წმინდა მატრონას ხატი? – ტაძრის არქიმანდრიტი

სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი, იოვანე მჭედლიშვილი: “ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები. საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეუძლია მსურველთ.

ოთხმა ახალმა კომპანიამ წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ კვირაში უნდა დაასრულოს – მათთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია

წერეთლის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალმა კომპანიებმა დილიდან დაიწყეს. პროსპექტის მთელს პერიმეტრზე, სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკა ერთდროულად მუშაობს. ოთხმა კომპანიამ – “ჯეო გრუპმა” , “ენკორმა”, “პარმამ” და “ბლექსიგრუპმა” აღებული ვალდებულებები 31 იანვრამდე უნდა შეასრულონ. ოთხივე კომპანიასთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. ახალ კონტრაქტორებთან მერიაში დღეს შეხვედრაც გაიმართა სადაც წერეთლის გამზირზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების კონკრეტული დეტალები განიხილეს. […]

ჩინეთში მაკაკა რეზუსის პირველი კლონი გამოიყვანეს, რომელმაც ზრდასრულობას მიაღწია

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევრებმა მაკაკა რეზუსის პირველი ჯანმრთელი კლონი გამოიყვანეს, რომელმაც ზრდასრულობას მიაღწია და უკვე ორ წელზე მეტი ხანია, ცოცხლობს. მანამდე, 2018 წელს, კიბორჩხალიჭამია მაკაკის 109 კლონირებული ემბრიონიდან მეცნიერებმა 2 ჯანმრთელი მაიმუნი გამოიყვანეს. მაკაკა რეზუსის წარმატებული კლონირებისთვის მეცნიერებმა ტრადიციული კლონირების მეთოდის, სომატური უჯრედის ბირთვის გადატანის (SCNT), შეცვლილი ვარიანტი გამოიყენეს. SCNT-ის დროს უბირთვო კვერცხუჯრედში შეჰყავთ არასასქესო […]

ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სისხლში ტყვიის შემცველობის პრობლემაზე ილაპარაკა

„ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ” – დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ამ სახელწოდების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ის ღონისძიებას USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის მიწვევით დაესწრო. ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ტყვიით მოწამვლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალურ გამოწვევად დაასახელა. მისი თქმით, ეს გამოწვევა სცილდება საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვრებს – […]

ოპერაცია კალაძის რეპუტაციის გადასარჩენად | წერეთლის რეაბილიტაციაში ჩაერთო კომპანია, რომელმაც ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოები 8 თვის დაგვიანებით დაასრულა

ოპერაცია კალაძის რეპუტაციის გადასარჩენად | წერეთლის რეაბილიტაციაში ჩაერთო კომპანია, რომელმაც ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოები 8 თვის დაგვიანებით დაასრულა ოპერაცია, სახელწოდებით: “მერი კალაძის სიტყვისა და რეპუტაციის გადასარჩენად” დაიწყო. შეუსრულებელი ვალდებულებების მიზეზით, პროექტიდან ორი კომპანიის გაძევების შემდეგ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაში ბერა ივანიშველის მეგობრის კომპანია ერთვება. თუმცა “პარმა” არ არის “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ერთადერთი ბიზნესჯგუფი, რომელმაც დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე […]