ფედელე ირწმუნება, რომ დე ლაურენტისი ცუდი ხელმძღვანელია

ჩემზე ამბობენ, რომ დე ლაურენტისის წინააღმდეგი ვარ? ასე არაა. მისი მომხრე ვარ როგორც მეწარმისა, მაგრამ ორჯერ მოწინააღმდეგე ვარ, როდესაც უნდა მთავარი გმირი იყოს. მტკიცებულება: “მიწა დაწვა”, რათა დაემტკიცებინა, რომ სკუდეტო მისი დამსახურებაა და არა სპალეტის და ჯუნტოლის. შედეგი? არც ერთმა შენაძენმა, რომელიც მარტომ განახორციელა, არ გაამართლა. თუ აურელიო კლინიკის მფლობელია, არ შეიძლება ამავდროულად ქირურგი იყოს”.

გაერო: რუსეთის თავდასხმების ახალ ტალღას უკრაინაში მოჰყვა მსხვერპლის ზრდა სამოქალაქო პირებს შორის

რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ რაკეტებით და დრონებით თავდასხმების ბოლო კვირებში გაძლიერებას მოჰყვა მსხვერპლის რაოდენობის მკვეთრი ზრდა სამოქალაქო პირებს შორის – აცხადებს გაერო ახალ ანგარიშში. უკრაინაში ადამიანის უფლებებზე დამკვირვებელი გაეროს მისიის (HRMMU) ანგარიშის თანახმად, მხოლოდ დეკემბერში რუსეთის იერიშების შედეგად დაიღუპა 101 უკრაინელი სამოქალაქო პირი, დაიჭრა 491 ადამიანი – რაც წარმოადგენს დადასტურებული შემთხვევების 26,5 პროცენტით მატებას, თვიდან […]

ამერიკას ჰუტები ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეჰყავს

17 იანვარს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ “ანასრალას” (ნიშნავს “ღვთის მიმდევრებს”), რომელიც ჰუტების სახელითაა ცნობილი, გლობალური ტერორისტული ჯგუფის კლასიფიკაციას ანიჭებს. განკარგულება 30 დღეში -2024 წლის 16 თებერვალს ამოქმედდება. “ნოემბრიდან მოყოლებული, ჰუტებმა უპრეცედენტო იერიშები მიიტანეს საერთაშორისო კომერციულ რეისებზე წითელ ზღვასა და ადენის ყურეში, ასევე – სამხედრო ძალებზე, რომლებიც იქ სავაჭრო გემების უსაფრთხოების დასაცავად განლაგდნენ. საერთაშორისო […]

რუსეთში ყირიმის ხიდის დაუცველად დატოვებისთვის პირი გაასამართლეს

რუსეთის სასამართლომ ეროვნული გვარდიის ყოფილ მაღალჩინოსანს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის არასწორი აღჭურვილობის შესყიდვისთვის გაასამართლეს, რომელმაც ვერ დაიცვა ყირიმის ხიდი. ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი წერს. ხიდი რუსეთის სამხრეთს მის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახეევვარკუნძულთან აკავშირებს. TASS-ის ინფორმაციით, პოლკოვნიკმა სერგეი ვოლკოვმა შეიძინა 395 მილიონი რუბლის ღირებულების (4,5 მილიონი აშშ დოლარი) ორი სარადარო საჰაერო თავდაცვის […]

“ოცნების” ვიზიტი ჩინეთში და ევროპარლამენტის რეზოლუცია ჩინური გავლენებისგან გასათავისუფლებლად | ევროდეპუტატების გზავნილები

მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” პეკინთან სტრატეგიული ურთიერთობის დამყარებას ცდილობს, ევროკავშირი ჩინური გავლენებისგან გათვისუფლებისთვის იბრძვის. სტრასბურგში, ევროპარლამენტმა დღეს მიიღო ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუცია, რომელიც სწორედ აღმოსავლური ქვეყნის ეკონომიკური ექსპანსიისა და გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა და მისმა ინსტიტუტებმა ჩინური კომპანიების სისტემატიური სკრინინგი უნდა განახორციელონ და, საჭიროების შემთხვევაში, გაწყვიტონ კიდეც ურთიერთობა პოტენციურად სახიფათო პარტნიორებთან. […]

მამუკა ხაზარაძე კახა კალაძის წინააღმდეგ | “ლელოს” თავმჯდომარე თბილისის მერს სასამართლოში უჩივის

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ირგვლივ განვითარებული სკანდალის შემდეგ, თბილისის მერი დღეს კიდევ ერთი დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა. კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე პოლიტიკურ ოპონენტებსა და ოპოზიციას დაესხა თავს. და თანაც იმდენად მწვავედ, რომ არც შეურაცხმყოფელ ეპითეტებს მორიდებია. თბილისი მერის სამიზნეში “ლელო” და მისი ლიდერები აღმოჩნდნენ. კალაძის უხამს განცხადებებს მალევე მოჰყვა პასუხი. მამუკა ხაზარაძე დედაქალაქის მერს სასამართლოში უჩივლებს. […]

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო

“ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო – ინფორმაციას Bloomberg ჟენევის ფინანსური პროკურორის ვერდიქტზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ UBS Group AG-მა Credit Suisse-ისგან მემკვიდრეობით მიღებული ერთ-ერთი იურიდიული დავა მოიგო. როგორც მედია ივანიშვილის სპიკერზე დაყრდნობით წერს, ოლიგარქი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. “კატეგორიულად არ ვეთანხმებით მსჯელობას, რომელიც აიგნორირებს მტკიცებულებებს, რომლებიც კლიენტებთან […]

მამუკა გამყრელიძე – არ ვიცი კონკრეტულად ვინ დადიოდა და ლაპარაკობდა, მაგრამ ევროკავშირის სტრუქტურებში იყო საუბრები და განსხვავებული აზრები სტატუსთან დაკავშირებით – სახელები და გვარები ნამდვილად არ მინდოდა გამეგო

არ ვიცი კონკრეტულად ვინ დადიოდა და ლაპარაკობდა, მაგრამ მე, არც პირველი ვარ და, არც ერთადერთი, ვინც ამაზე საუბრობდა, – ამის შესახებ „ევროპული დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, რითაც საკუთარი განცხადება განმარტა, სადაც ის ამბობდა, რომ „ნურც ის გაგიკვირდეთ, რომ ვიღაც ვიღაცები დარბოდნენ და იძახდნენ, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი. ეს იყო და კარგად ვიცი […]

ხელმოცარულები, ხანდაზმული თაღლითები – კახა კალაძე ოპოზიციაზე და პოლიტიკური შეფასებები

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალის მთავრობის სხდომიდან დღეს, ოპონენტებსაც უპასუხა და მათი მხრიდან პოლიტიკურ თავდასხმებს, სრული ისტერიკა უწოდა. ოპოზიციის აჟიოტაჟი რომ მორიგი სპეკულაციაა, ამაზე დღეს მმართველი პარტიის სხვა წევრებმაც გააკეთეს აქცენტი. “ქართულ ოცნებაში” ოპონენტებს ახსენებენ, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამზირზე, მასშტაბური სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა წინა ხელისუფლების დროს შესრულებული ფასადური პროექტების გამო გახდა აუცილებელი. მორიგი მასშტაბური […]

ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი – კიდევ რაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაცია ჩინეთში გამართული შეხვედრების დროს

საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს. დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ევროკავშირისა და აზიის ბაზრების დაკავშირებაში შუა დერეფანს სულ უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა, საქართველოს კი, თავისი სტრატეგიული მდებარეობით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში სულ უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა, რის გამოყენებასაც მმართველი გუნდი ცდილობს. დელეგაციამ პეკინში შეხვედრები უკვე დაასრულა. ხვალიდან მოლაპარაკებებს შანხაიში გამართავს. ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი – საუბარი ჩინეთის […]