5 000-ლარიანი გირაო ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მაღალჩინოსანს | ახალი დეტალები ტყიბულიდან

ცოლზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებული “ოცნების” მაღალჩინოსანი 5 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დაუყოვნებლივ გათავისუფლდება. მიუხედავად იმისა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ტყიბულის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდა, სასამართლოს შუამდგომალობით თავად დაზარალებულმა მიმართა. რამდენად ხშირი იყო კონფლიქტი ქასრაშვილების ოჯახში, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა, რომლიც უკვე დაწყებულია.
დებატები და დაპირისპირება ევროპარლამენტში | ლეიენის განცხადებით გაღიზიანებული დეპუტატები ევროკომისიას სასამართლოში უჩივიან

უპრეცენდენტო დაპირისპირება ევროპულ სტრუქტურებს შორის. პარლამენტი კომისიას სასამართლოში უჩივის. ევროდეპუტატებისთვის მთავარი გამოწვევა და საფრთხე ახლა პუტინის მოკავშირე უნგრეთის ლიდერია, რომელიც გაერთიანებას შანტაჟის ენით ესაუბრება და შარლ მიშელის მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ სწორედ მის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს ევროკავშირის მართვის სადავეები. ევროდეპუტატები კატეგორიულად არ ეთახმებიან ურსულა ფონ დერ ლაიენის უწყების გადაწყვეტილებას, რომელმაც უნგრეთს გაყინული ათი მილიარდი მუქარის შეწყვეტის […]
ქობულეთში საუკუნოვანი ფიჭვნარი ნადგურდება | ცათამბჯენების მშენებლობას რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები აპირებენ

ქობულეთში საუკუნოვანი ფიჭვნარი ნადგურდება. უნიკალური ნარგავები ოკუპანტი სახელმწიფოს ბიზნესმენების ინტერესებს ეწირება. ირკვევა, რომ სანაპირო ზოლის სარეკრეაციო ზონაში რუსული ინვესტიციებით ცათამბჯენები უნდა აშენდეს, თუმცა, პროექტის დამტკიცებამდე და გარემოს დაცვის სააგენტოს ნერბართვის მიღებამდე ინვესტორებმა ტერიტორიის მოსუფთავება დაიწყეს. კომპანია “ვითიქეი” 8 ათას კვარდატულ მეტრზე 45-სართულიან 2 კომპლექსს აშენებს, რომელიც სრულად ამოვარდნილია ქობულეთის განაშენიანების კონცეფციიდან. ადგილობრივები ასევე შიშობენ, რომ […]
ევროპის ბიბლიოთეკებიდან უნიკალური გამოცემები გაქრა და რუსი ოლიგარქების პირად კოლექციებში აღმოჩნდა | წიგნები ქართველებმა მოიპარეს

როგორ გაქრა ევროპის ბიბლიოთეკებიდან რუსი კლასიკოსების უნიკალური გამოცემები და როგორ აღმოჩნდა ისინი რუსი ოლიგარქების პირად კოლექციებში. წიგნის ქურდები ქართველები აღმოჩნდნენ, რომლებიც ბიბლიოთეკების თანამშრომლებთან თავს მკვლევრებად ასაღებდნენ, შემდეგ გოგოლისა და პუშკინის პირველ გამოცემებს იპარავდნენ და მათ ნაცვლად ასლებს აბრუნებდნენ. გაძარცვულია პარიზის, ლიონის, ჟენევის, ვილნიუსისა და ვარშავის ბიბლიოთეკები. ზარალი ასობით ათასი ევროა. მოგვიანებით ნაქურდალი წიგნები მოსკოვში აუქციონზე […]
სერგო ჩიხლაძე – ოპოზიცია ევროკავშირის თემაზე მუშაობდა პირველი დღიდან ბოლომდე – მოდით, ქმედებებით ვისაუბროთ, „ქართული ოცნების“ ძირგამომთხრელი საქმიანობა ვერ დაინახეს?

სამწუხაროდ, მამუკა გამყრელიძის განცხადება და „ქართული ოცნების“ განცხადება ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა რეალობა სულ სხვაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც „ევროპული დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობდა, რომ „ნურც ის გაგიკვირდეთ, რომ ვიღაც ვიღაცები დარბოდნენ და იძახდნენ, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი. ეს იყო და კარგად […]
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ის პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. პრესსამსახურის ინფორმაციის თანახმად, მთავრობის […]
საქართველოში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ტარიფები მომხმარებლისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს – რა წერია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის კვლევაში

საქართველოში 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტის ფასი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით 136%-ით ძვირია – კვლევა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ჩაატარა და ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ტარიფები შეისწავლა. შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი სიჩქარის მომსახურება, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ინტერნეტზე, თითქმის ანალოგიურია. თუმცა, მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურების ფასები, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად ძვირია. კვლევის მიხედვით, საქართველოში […]
სამთო კომპანია Rio Tinto-ს მიერ ალმასის მოპოვება 2023 წელს 28%-ით შემცირდა

სამთო კომპანია Rio Tinto, მსოფლიოში ალმასის მომპოვებელი ხუთი ლიდერიდან ერთ-ერთია. 2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ 659 ათასი კარატი ბრილიანტი გამოუშვა, რაც ერთი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით 50%-ით დაბალია. მთლიანობაში, წარმოებამ 2023 წელს 3,34 მილიონი კარატი შეადგენდა, რაც 2022 წელთან შედარებით, 28%-ით ნაკლებია. კომპანიის პროგნოზი 3-იდან 3,8 მილიონ კარატამდე იყო. „რიო ტინტო“ 2024 წლისთვის მოპოვების პროგნოზს […]
შეცვლილი ჩვენებები სასამართლო პროცესზე – გახმაურებული საქმის დეტალები

ტვ პირველის ინფორმაციით, 14 წლის მოკლული აითაჯის დედისა და ბიძის წინააღმდეგ მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე ჩვენებები შეცვალეს – ის, რაც გამოძიებას თავდაპირველად უთხრეს, დღეს მოსამართლის წინაშე აღარ გაიმეორეს, ამიტომ ადვოკატებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ჩვენებები მოწმეებს გამომძიებლებმა იძულებით მიაცემინეს, ან თავად დაწერეს. აითაჯის მეზობლის გარდა ჩვენება მოკლული გოგონას კლასელებმაც შეცვალეს და სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ საერთოდ არ იცოდნენ, […]
აფეთქებას ფეიერვერკების საწყობში 10 ადამიანი ემსხვერპლა – ტაილანდი

ტაილანდში, ფეიერვერკების საწყობში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, ინფორმაცია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ვრცელდება. შემთხვევა ადგილობრივი დროით 4 საათზე მოხდა. “ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია 10 ადამიანი. ჩვენ ჯერ კიდევ ვიკვლევთ მიზეზს და ვაზუსტებთ დაღუპულ რაოდენობას.” – განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა მედიას. ხანძარი მიმდებარე ტერიტორიაზე ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილას მაშველები და სამართალდამცველები მუშაობენ.