დაპატიმრების მესამე წლისთავზე ნავალნი ამბობს, რომ პუტინის ძალაუფლების სისტემა “ტყუილებზეა დაფუძნებული”

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, ფართოდ გავრცელებული შეფასებით პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობის მესამე წლისთავზე აცხადებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ შექმნილი ძალაუფლების მოდელი “არ არის სიცოცხლისუნარიანი, რადგან ტყუილებზეა დაფუძნებული”. ნავალნის მოკავშირეებმა YouTube-ით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ახსნილია რატომ გადაწყვიტა ნავალნიმ 2021 წლის 17 იანვარს რუსეთში დაბრუნება – ის დააპატიმრეს მაშინვე, როცა გერმანიიდან დაბრუნდა. ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა მოწამვლის […]
თორნიკე შარაშენიძე – დასავლეთის მხრიდან საჭიროა კიდევ ერთი დიდი ინვესტირება, სერიოზული მობილიზაციის ტალღა უნდა მოხდეს უკრაინაში – თუ ახალი ვერაფერი მოიფიქრეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ომი კორეული სცენარით დასრულდება

ზელენსკი გუშინ საუბრობდა მშვიდობის ფორმულაზე, რაც 1991 წლის საზღვრებში დაბრუნებას გულისხმობს, რაც ამ ეტაპზე არარეალისტურია – დასავლეთის მხრიდან საჭიროა კიდევ ერთი დიდი ინვესტირება, სერიოზული მობილიზაციის ტალღა უნდა მოხდეს უკრაინაში , – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას განაცხადა. კერძოდ, აღნიშნულით ის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დავოსში […]
ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსი – უახლოეს თვეებში ლიბანში ომის დაწყების შესაძლებლობა გაცილებით მაღალია, ვიდრე წარსულში იყო

უახლოეს თვეებში ლიბანში ომის შესაძლებლობა უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ჰერზი ჰალევიმ განაცხადა. ჩრდილოეთ ისრაელში ლიბანში შეტევაზე სიმულაციური წვრთნების დროს სამხედროებთან საუბრისას ჰალევიმ აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები “ლიბანში ბრძოლის მზადყოფნას ზრდის“. „ღაზაში ბრძოლიდან ბევრი გაკვეთილი გვაქვს, ბევრი მათგანი ძალიან რელევანტურია ლიბანში ბრძოლისთვის, ზოგიერთს მორგება სჭირდება“, – დასძინა […]
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი […]
“ეს არის არსებითი დარღვევა” – საიას ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე, ქართულის არმცოდნე პირის თარჯიმნის გარეშე გასამართლებაზე

10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. ამჯერად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სადაც ადვოკატებმა ნათია ჩხეტიანმა და […]
ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო

Bloomberg-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა, შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო. როგორც მედია ივანიშვილის სპიკერზე დაყრდნობით წერს, ოლიგარქი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. გამოცემა წერს, რომ UBS Group AG-მა, რომელმაც Credit Suisse შეისყიდა, მისგან მემკვიდრეობით მიღებული ერთ-ერთი იურიდიული დავა მოიგო. გამოძიებამ Credit Suisse-ის მიერ ფულის გათეთრების მტკიცებულებები ვერ დაინახა და ამ დროისთვის საქმე დახურულია. ყოფილ ბანკირს, პატრიკ […]
ვიდეო – წერეთელზე მანქანა ორმოში ჩავარდა და ვეღარ ამოჰყავთ

წერეთლის გამზირზე მანქანა ორმოში ჩავარდა და ვეღარ ამოჰყავთ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც. ვიდეო ჯგუფში “ქალაქის პრობლემები” ვრცელდება. წერეთლის აღნიშნულ მონაკვეთზე, ჟურნალისტი, თამო კეშელავა, რამდენიმე დღის წინაც ავრცელებდა ფოტოებს და წერდა: “ოდესმე, გზამ მოგიჭირათ? გაჭედილხართ გზაში, საცობში კი არა, გზაში? პოლიციელმა, სად გაჩერდი, მოძრაობას აფერხებ, ახლავე გამოდიო:) -სად გამოვა, რა გააჩერა, გაიჭედაო, – გასძახეს აქედან და […]
როგორ იპყრობენ რობოტები სოფლის მეურნეობას

როგორ იპყრობენ რობოტები სოფლის მეურნეობას რობოტები სოფლის მეურნეობაში ყველა მხრიდან აღწევენ. მწარმოებლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ ჰერბიციდების გამოყენება და სასურსათო სისტემა უფრო მდგრადი გახადონ. სულ რაღაც 10 წლის წინ ეს ფანტასტიკის სფერო იყო, სამეურნეო სივრცეში (მაგ. მარცვლეულის ყანაში) შემოდის მაღალტექნოლოგიური მანქანა და ლაზერის სხივით არასასურველ მცენარეებს ანადგურებს.ზუსტად ასე დადიან ამჟამად ოჰაიოს მინდვრებში […]
ღარიბაშვილი, დავოსში, EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს, ოდილ რენო ბასოს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. „ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტს […]
ძლიერი თოვის გამო, ოსლოს მთავარი აეროპორტი დაიხურა

ნორვეგიაში, ოსლოს მთავარი აეროპორტი ძლიერი თოვის გამო დაიხურა. ასევე, უსაფრთხოების მიზნით, შეფერხებით მუშაობს მატარებლისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის ეროვნული აეროპორტის ოპერატორის Avinor-ის წარმომადგენელი ავრცელებს. “ეს ძალზე იშვიათია… იმდენი თოვლია, რომ პილოტები ვერ ხედავენ შუქს ადგილზე, ამიტომ ჩვენ შევაჩერეთ ყველა შემომავალი და გამავალი ფრენა. უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა”, – განაცხადა სპიკერმა. Bane Nor-ის […]