2023 წელს ყოველ 15 წამში თურქეთის საჰაერო სივრცეს 1 თვითმფრინავი კვეთდა

სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების და მასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების წყალობით, თურქეთი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა ამ სფეროში. ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა იმ მგზავრების რიცხვი, რომლებიც საჰაერო მოგზაურობას ირჩევენ. 2023 წელს, საშუალოდ, ყოველ 15 წამში ერთი თვითმფრინავი კვეთდა თურქეთის საჰაერო სივრცეს. თურქეთის აეროპორტების გენერალური დირექტორის (DHMI) მონაცემებით, გასულ წელს სულ 2,1 მილიონი ფრენა დარეგისტრირდა. […]
ტაივანის თავდაცვა: 17 იანვარს, ჩინეთის 18 თვითმფრინავი ტაივანის გარშემო პატრულირებდა

ოთხშაბათს საღამოს, ჩინეთის 18 თვითმფრინავი ტაივანის გარშემო “ერთობლივ საბრძოლო მზადყოფნის პატრულირებას” ახორციელებდა. ამის შესახებ ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უწყების ცნობით, ეს პირველი ფართომასშტაბიანი პოსტსაარჩევნო სამხედრო აქტივობაა. სამინისტროს თქმით, ტაივანმა საკუთარი ძალები გაგზავნა მონიტორინგისთვის. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავები, ადგილობრივი დროით 19:50 საათზე, ტაივანის ჩრდილოეთით, ცენტრალურ ტაივანსა და სამხრეთ-დასავლეთით პატრულირებდნენ. ამ თვითმფრინავებიდან თერთმეტმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი […]
რუსეთში პოლკოვნიკი ყირიმის ხიდისთვის არასწორი აღჭურვილობის შეძენისთვის გაასამართლეს

რუსეთის სასამართლომ ეროვნული გვარდიის ყოფილი მაღალჩინოსანი სერგეი ვოლკოვი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პოლკოვნიკი არასწორი აღჭურვილობის შესყიდვისთვის გაასამართლეს, რომელმაც ყირიმის ხიდის დაცვა ვერ შეძლო. TASS-ის ინფორმაციით, პოლკოვნიკმა სერგეი ვოლკოვმა შეიძინა 395 მილიონი რუბლის ღირებულების (4,5 მილიონი აშშ დოლარი) ორი სარადარო საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლის ფუნქციაც უკრაინული თავდასხმის შემთხვევაში, დრონების სიგნალის […]
„დავოსში საუბარი მიმდინარეობდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობასა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პროგრესზე“- ლევან დავითაშვილი

„ჩვენთვის შუა დერეფნის განვითარება და პერსპექტივები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებიც შუა დერეფნით არიან დაინტერესებულნი – ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, ზოგი მათგანი შუა დერეფანში იქნება ინფრასტრუქტურის, ინვესტიციების კუთხით და ზოგადად ამ სფეროს უკეთესად გამოსაყენებლად”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილი დავოსის 54-ე […]
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის […]
PHR: სექსუალური შევიწროების გამო, ორ მწვრთნელს საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა

ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის” (PHR) მოთხოვნის საფუძველზე, ფეხბურთელი გოგოების მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების გამო, ორ მწვრთნელს საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს. “2023 წლის 12 ოქტომბერს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართა ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვა ორი მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება, ფეხბურთელი გოგოების მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების გამო, რაც სასამართლო გადაწყვეტილებებითაა დადასტურებული. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო […]
“რას იზამს ტრამპი, თუ პუტინი უკრაინის შემდეგ არ გაჩერდება?” | ზელენსკი

“რას იზამს ტრამპი, თუ პუტინი უკრაინის შემდეგ არ გაჩერდება?”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. ამით ის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ის უკრაინაში ომს მალე დაასრულებს. “წარმოვიდგინოთ – ტრამპმა რომ არ დაგვიჭიროს მხარი, ჩვენ არ დავთანხმდით ტერიტორიების დათმობას, მაშინ ის შეწყვეტს ჩვენს მხარდაჭერას და, ვთქვათ, […]
ჩინეთის ეკონომიკა 2023 წელს 5,2%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2023 წელს დაახლოებით 5,2% იყო. ჩინეთის მშპ 2022 წელს დაახლოებით 17,01 ტრილიონი დოლარი იყო, 2023 წელს მან დაახლოებით 17,71 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ეკონომიკური ზრდის ტემპმა ჩინეთის მთავრობის 2023 წლის პროგნოზს გადააჭარბა, რაც 5% იყო. ჩინეთის ეკონომიკა 2022 წელს 3%-ით გაიზარდა. ქალაქებში უმუშევრობის საშუალო დონე 2023 წელს 5,2%-მდე […]
მედია – გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას მხარი არ დაუჭირა

გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტს 178-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 485 წინააღმდეგ წავიდა. რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდნენ სამთავრობო კოალიციის წევრები “მწვანეები” და “თავისუფალი დემოკრატიული პარტია”, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას, მათ შორის ფრთოსანი რაკეტებით. გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა […]
ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ტყიბულის მერიის თანამშრომელს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა ტყიბულის მერიის თანამშრომელს, რომელიც ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. საქართველოს პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს. უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის […]