PHR: ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე 2 მწვრთნელს საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, მათი მოთხოვნის საფუძველზე 2 მწვრთნელს ფეხბურთელი გოგოების სექსუალურად შევიწროების გამო ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობა დროებით აეკრძალა. როგორც PHR წერს, 2023 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიმართეს და სასამართლოს მიერ დადასტურებული სექსუალური შევიწროების ფაქტების საფუძველზე მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, შემდეგ ფეხბურთის ფედერაციამ ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს […]
ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-სთან ფულის გათეთრების საქმე წააგო – Bloomberg

მმართველი პარტიის, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან დავა წააგო. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg იუწყება. მათი ინფორმაციით, წელიწადნახევრის შემდეგ, ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა, ივ ბერტოსამ მხარეებს განუცხადა, რომ მისმა გამოძიებამ ვერ იპოვა ფულის გათეთრების რაიმე მტკიცებულება. როგორც Bloomberg წერს, ფულის გათეთრებაზე დავა შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა, UBS-მა Credit Suisse-ისგან მემკვიდრეობით მიიღო. გაკოტრების […]
საქართველოში დათბება | 18 იანვრის ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, […]
თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება | ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება – ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია “თელასი” ავრცელებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო […]
„სასამართლოს მენეჯმენტი საერთოდ არ მუშაობს“ – რატომ ჭიანურდება სასამართლო დავები?

საქმეთა გაჭიანურება სასამართლო სისტემაში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს ახალი კვლევით გამოიკვეთა, რომ მოსამართლეთა ნაკლებობა არ არის საქმეთა გაჭიანურების ერთადერთი ან გადამწყვეტი მიზეზი. პროფესიული წრეების გამოკითხვით დასტურდება, რომ გასულ წლებში სასამართლოს მენეჯმენტის ერთიანი სისტემის შექმნამ საქმეთა გაჭიანურების პრობლემის დაძლევის მიმართულებით წინსვლა ვერ გამოიწვია. „ამ პრობლემას აღრმავებს მართვის არაეფექტურობა, მოძველებული საპროცესო კანონმდებლობა, არათანამედროვე […]
“2023 წლის ივლისიდან გამკაცრებულ ტექნიკურ შემოწმებებს ვახორციელებთ, რათა..” – რა განცხადებას აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი

„2023 წლის ივლისიდან გამკაცრებულ ტექნიკურ შემოწმებებს ვახორციელებთ, რათა ვაკონტროლოთ სამშენებლო სექტორში გამოყენებული საღებავების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. იურიდიული შეზღუდვები დაუწესდა ტყვიის მაღალი კონცენტრაციის მქონე საღებავების წარმოებას, რეალიზაციასა და იმპორტს. ამასთანავე, პოტენციური რისკების გასანეიტრალებლად, საქართველომ გააძლიერა სათამაშოებში ტყვიის მიგრაციის შესახებ მარეგულირებელი ჩარჩო. ასევე აქტიურად ვმუშაობთ სამთავრობო რეგულირების დაწესებაზე, რათა უსაფრთხო იყოს ამ პროდუქტების გამოყენება. უზრუნველვყოფთ ევროკავშირის […]
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 18 იანვარს | ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 18 იანვარს – ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით: · 1 აშშ დოლარი – 2.6595; · 1 ევრო – 2.8911; · 1 ფუნტი – 3.3704; · 1 ლირა კი 0.0883 ლარი ეღირება.
მედია: ირან-პაკისტანის საზღვართან შეტაკებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის პოლკოვნიკი

ირან-პაკისტანის საზღვართან ირანის ჰაიშ ულ-ადლის მებრძოლებსა და IRGC-ის ძალებს შორის შეტაკებას 4 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის პოლკოვნიკი ჰოსეინ ალი ჯავდანფარი და პაკისტანის მოსაზღვრე პროვინციის სისტანი-ბალუჩესტანის ოფიცერი დაიღუპნენ. “ჯაიშ ულ-ადლი” თავს დაესხა IRGC-ის კოლონას, IRGC-ის საგუშაგოს და მანქანას, რომელშიც სარავანის კორპუსის პოლკოვნიკი იმყოფებოდა. ამ დროისთვის დადასტურებულია IRGC-ის სამი წევრის, მათ შორის ერთი […]
დარჩიაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს შეხვდა. ოფიციალური ცნობით, მინისტრებმა ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებზე, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებასა და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზეც.
ჯაფარიძე: საუბარია ტექნიკური ტიპის ერთობის შექმნაზე და არა მაინცდამაინც იდეოლოგიაზე

თუ ეს [ხელისუფლების ცვლილების] ამოცანა გაქვს, ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, 5%-ს აჩვენებს რეიტინგში, 6%-ს თუ 8%-ს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არჩევნებზე ანტირუსული, პროდასავლური ხმები არ წავიდეს ქართული ოცნებისკენ იმ სისტემის პირობებში, რა სისტემაც გვაქვს. 15%-იც რომ გქონდეს, შენ პასუხისმგებლობაა, როგორც დიდის და ძლიერის, რომ ვიღაცას 1%, 1.5%, 2% რომ აქვს, ის ხმები არ […]