Reuters – 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების კონფისკაცია კიევისთვის პანაცეა არ იქნება

დასავლელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ მზად არიან უკრაინის დასახმარებლად 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივების კონფისკაციისთვის, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ პრობლემა იურიდიულ დეტალებშია და ამასთან, აქტივების კონფისკაციის შემთხვევაშიც კი ეს კიევისთვის პანაცეა არ იქნება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2022 წელს უკრაინაში ჯარები გაგზავნა, შეერთებულმა შტატებმა და […]
მეთიუ მილერი – გვატემალის ყოფილ პრეზიდენტს, ალეხანდო ჯიამატეის აშშ-ში შესვლა აეკრძალა

გვატემალის ყოფილ პრეზიდენტს, ალეხანდო ჯიამატეის აშშ-ში შესვლა აეკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს. „სახელმწიფო დეპარტამენტს სანდო ინფორმაცია აქვს, რომლის მიხედვით ჯიამატეიმ გვატემალის პრეზიდენტობისას საჯარო საქმიანობის შესრულების სანაცვლოდ ქრთამი აიღო, რომელიც კანონის უზენაესობასა და მთავრობის გამჭვირვალობას ზიანს აყენებს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა. ორშაბათს, გვატემალის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ალეხანდრო ჯიამატეი ბერნარდო არევალომ […]
ნათია თურნავამ „ევრომანის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ნათია თურნავამ ისაუბრა ცენტრალური ბანკების როლზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში და აღნიშნა, რომ უკეთესი შედეგების მიღწევა ფასების სტაბილურობის ძირითად მიზნებზე ფოკუსირებითაა შესაძლებელი. მან ასევე […]
სახალხო დამცველი ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში ანკარაში შეხვედრებს განაგრძობს

ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი თურქეთის მთავარ ომბუდსმენს შერეფ მალკოჩს და ომბუდსმენებს შეხვდა. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის ომბუდსმენის ინსტიტუტებს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათივე ცნობით, შერეფ მალკოჩმა სახალხო დამცველს თურქეთის ომბუდსმენის ინსტიტუტის სტრუქტურა და საქმეების შესწავლის წესი გააცნო. […]
ინდურმა გამოცემამ Deccan Herald-მ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატია გამოაქვეყნა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში პოპულარული ინდური გამოცემის Deccan Herald ჟურნალისტმა კალპანა სანდერმა იმოგზაურა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჟურნალისტმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და კულინარიის შესახებ რამდენიმე სტატია მოამზადა. „ჩაყვინთეთ საქართველოს დედაქალაქის სპა კულტურაში და თქვენ ტკივილებს მოიშორებთ. ნარიყალას ქვეშ მდებარე აბანოთუბანში ჰაერი ლაყე კვერცხის სუნითაა გაჯერებული, ბევრმა არ იცის თბილისის გოგირდის წყლების არსებობის შესახებ, […]
გალტ & თაგარტი საინვესტიციო შესაძლებლობებისა და საფონდო ბირჟის ტენდენციების შესახებ ვებინარს გამართავს

მათთვის, ვისაც საფონდო ბირჟაზე არსებული ტენდენციები აინტერესებს და სურს გაიგოს, რა შესაძლებლობები არსებობს გლობალურ ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით, გალტ & თაგარტი ონლაინ შეხვედრას გამართავს. ვებინარი 24 იანვარს, 19:00 საათზე გაიმართება და მისი მთავარი თემა „საინვესტიციო შესაძლებლობები და საფონდო ბირჟის ტენდენციები“ იქნება. შეხვედრაზე სპიკერები – ნიკოლოზ მაზანაშვილი, გალტ & თაგარტის ასოცირებული ბროკერი და დავით ნიშნიანიძე, გალტ & […]
რეპტილიები შინაურ ცხოველებად – რა ღირს გველი და ქამელეონი საქართველოში და რამდენად დიდია მათზე მოთხოვნა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 11 თვეში საქართველოში 27.24 ათასი დოლარის 0.6 ტონა ცოცხალი რეპტილიის იმპორტი განხორციელდა. 2022 წელს საქართველოში ცოცხალი რეპტილიების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და 42.34 ათასი დოლარი შეადგინა, მოცულობამ კი 0.86 ტონა. როგორია რეპტილიებზე მოთხოვნა და რამდენად პოპულარულია მათი ე.წ მოშინაურება საქართველოში. „კომერსანტმა“ კითხვით ზოომაღაზიებსა და ზოოპარკს მიმართა. ის რომ მოთხოვნა გაზრდილია, ადასტურებენ […]
საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა. სამეთვალყურეო საბჭო ბიძინა ბეჟუაშვილმა და გრიგოლ ჭირაქაძემ საბჭო დატოვეს, მათ ნაცვლად 3 წლის ვადით აირჩიეს მარინა გულედანი და დავით ნიშნიანიძე. ასევე 3 წლის ვადით ხელახლა აირჩიეს თეიმურაზ ირემაშვილი, ნატო ხაინდრავა და გიორგი თხელიძე. საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოში 12 წევრია. საბჭოს თავმჯდომარეა მერი ჩაჩანიძე. წევრები არიან: ირაკლი კირტავა, ოთარ […]
178 მომხრე და 485 წინააღმდეგი – გერმანიის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა უკრაინისთვის “ტაუ-რუსის” რაკეტების გადაცემას

გერმანიის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა უკრაინისთვის “ტაუ-რუსის” რაკეტების გადაცემას. ხმები ასე გადანაწილდა: 178 მომხრე და 485 წინააღმდეგი. რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდნენ სამთავრობო კოალიციის წევრები, რომლებიც აქამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას მხარს უჭერდნენ. პარალელურად, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 61 მილიარდიან პაკეტს განიხილავს მომავალ კვირას ამერიკის სენატი. იმ შემთხვევაშიც კი თუ დემოკრატიული უმრავლესობით დაკომპლექტებული სენატი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის […]
ოკუპანტებმა ხარკივის ოლქის დასახლებებზე იერიშები მიიტანეს

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკივის ოლქის დასახლებებზე იერიშები მიიტანეს. ქალაქ ჩუჰოევის დაბომბვას 1 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. სუმის ოლქში საჰაერო თავდაცვამ მტრის 4 დრონი ჩამოაგდო. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში გაშვებული 33 დრონიდან 22-ის განადგურება შეძლეს. დავოსიდან დაბრუნების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ანგარიში მოისმინა. […]