პროკურატურა მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულ ტყიბულის მერიის თანამშრომლის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

პროკურატურა არ ეთანხმება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით […]
საქართველოში კარუსელების, საქანელების და ატრაქციონების იმპორტი 35%-ით გაიზარდა – ქვეყნების სამეული

საქართველოში 2023 წელს 1 704 480 აშშ დოლარის ღირებულების 236 ტონა კარუსელები, საქანელები და სხვა ატრაქციონები შემოვიდა. თანხობრივად ეს წინა წელთან შედარებით 35%-იანი ზრდაა. 2022 წელს 1 262 690 აშშ დოლარის ღირებულების 307 ტონა პროდუქციის იმპორტი მოხდა. როგორც 2022, ასევე 2023 წელს კარუსელების მთავარი მომწოდებელი ქვეყანა თურქეთია. სამეულშია ასევე იტალია და ჩინეთი. ბოლო 5 წელში […]
2023 წელს საქართველოში მართვის მოწმობა 99-მა რუსეთის მოქალაქემ აიღო

2023 წელს მართვის მოწმობა 27 277-მა ადამიანმა აიღო – მათ შორის მცირე ნაწილი მოდის უცხოეთის მოქალაქეებზე. 150 უცხოეთის მოქალაქიდან, რომელთაც გასულ წელს საქართველოში მართვის მოწმობა აიღეს 99 რუსეთის მოქალაქეა, 40 – ინდოეთის, 18 – უკრაინის და 31 – აზერბაიჯანის მოქალაქეა. შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასული წლის პირველ კვარტალში საქართველოში მართვის მოწმობა 5 746 პირზე გაიცა; […]
ნათია თურნავამ „ევრომანის” ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები” მიიღო მონაწილეობა. ნათია თურნავამ ისაუბრა ცენტრალური ბანკების როლზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში და აღნიშნა, რომ უკეთესი შედეგების მიღწევა ფასების სტაბილურობის ძირითად მიზნებზე ფოკუსირებითაა შესაძლებელი. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სტრუქტურული გამოწვევების მოგვარების გზებზე. სებ-ის პრეზიდენტის […]
კეიტ მოსი 50 წლის გახდა: როგორ იცვლებოდა სუპერმოდელი ათწლეულების განმავლობაში – Marao

კეიტ მოსი 50 წლის გახდა: როგორ იცვლებოდა სუპერმოდელი ათწლეულების განმავლობაში – Marao ქეით მოსი დღეს 50 წლის გახდა. სამხრეთ ლონდონში დაბადებული მოსი 14 წლის ასაკში შენიშნა სამოდელო სახლის აგენტმა. 16 ლის ასაკში კი უკვე ჟურნალებსა და რეკლამებში გამოჩენა დაიწყო. “ის იყო თავხედი ბავშვი კროიდონიდან”, – იხსენებს ფოტოგრაფი კორინ დეი, რომელმაც მოსი Vogue-ის პირველი გარეკანისთვის გადაიღო […]
ინდური გამოცემა Deccan Herald საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ წერს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში პოპულარული ინდური გამოცემის Deccan Herald ჟურნალისტმა კალპანა სანდერმა იმოგზაურა. ჟურნალისტმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და კულინარიის შესახებ რამდენიმე სტატია მოამზადა. “ჩაყვინთეთ საქართველოს დედაქალაქის სპა კულტურაში და თქვენ ტკივილებს მოიშორებთ. ნარიყალას ქვეშ მდებარე აბანოთუბანში ჰაერი ლაყე კვერცხის სუნითაა გაჯერებული, ბევრმა არ იცის თბილისის გოგირდის წყლების არსებობის შესახებ, რომელიც მიწისქვეშ მოედინება. სწორედ […]
რაჭის ეროვნული პარკის მდინარეები, “წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით დათევზიანდა

რაჭის ეროვნული პარკის მდინარეები, “წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით დათევზიანდა. ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში 2022 წელს შეიქმნა, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის. რაჭის ეროვნული პარკი გამოირჩევა ეროვნული და […]
აშშ-მ ჰუსიტები ტერორისტულ ორგანიზაციად ისევ გამოაცხადა

17 იანვარს აშშ-მ ჰუსიტები ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ხელმეორედ შეიყვანა. აშშ-ს წარმომადგენლების ცნობით, ჰუსიტების გლობალურ ტერორისტებად გამოცხადება მათ დაფინანსებისა და იარაღის მიღების გზებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. “ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება მნიშვნელოვანი იარაღია ჰუსიტების დაფინანსების ხელის შესაშლელად, მათი ფინანსური ბაზრების უფრო შესაზღუდად და მათი დანაშაულებებისთვის პასუხისგებაში მისაცემად” – თქვა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა. მისი თქმით, თუ […]
რაჭის მდინარეები ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით დათევზიანდა

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში 2022 წელს შეიქმნა, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის. რაჭის ეროვნული პარკი გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით. 2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და […]
სწავლის დასრულების შემდეგ, „დეტალის“ დამფუძნებელი ბრენდის გაფართოებას გეგმავს

ანა პატაშური სამკაულის კეთებით 8 წლის წინ დაინტერესდა, ხელობა ისწავლა, მამამ სახელოსნო აუშენა, ხელსაწყოები შეიძინა და მას შემდეგ, „დეტალის“ ბრენდის ქვეშ, გამორჩეული და დახვეწილი დიზაინის ვერცხლის სამკაულს ამზადებს. „დეტალის“ სამკაული ჯერ მხოლოდ ონლაინ იყიდება. წონის, სირთულისა და ზომის გათვალისწინებით, ინდივიდუალური დიზაინის მქონე ბეჭდების, საყურეებისა და სამაჯურების ფასები 100-დან 500 ლარამდე მერყეობს. ამჟამად ანა ლონდონში სწავლობს, […]