„ივანიშვილი ამ ფულით არის ძლიერი და ეს ფული უნდა დაიბლოკოს, ჩამოერთვას, დარჩეს ასე გაკოტრებული…“ – შალვა ნათელაშვილი

„ჩვენ ვთანამშრომლობდით იმ „კრედით სუისთან“, რომელსაც ედავება ეს ბატონი.“ – აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი: „ჩვენ მივაწოდეთ მასალები, რომ ეს პიროვნება არის პუტინის მარიონეტი სატელიტი, რომელმაც იყიდა საქართველო, რომელიც ძარცვავს ქვეყანას, ძარცვავს ბიუჯეტს, აწყობილი აქვს ნარკოტიკების, ბიტკოინების, იარაღის გაყიდვის ბიზნესი, რომ არის კრიმინალი და მას ეს თანხები არა მარტო უნდა ჩამოერთვას, არამედ საერთაშორისო ტრიბულანზე […]

ევროკომისიამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტზე დაიწყო მუშაობა

ევროკომისიამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოზე დაიწყო მუშაობა, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრესსპიკერმა ანა პისონერომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, პროექტი კომისიას მომდევნო კვირების განმავლობაში გადაეგზავნება. “ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტზე მუშაობა, რომელიც კომისიას მომდევნო კვირებში გაეგზავნება”, – თქვა პისონერომ. პრესსპიკერის განცხადებით, ევროკომისია ასევე სწავლობს უკრაინის უმაღლესი რადას მიერ დამტკიცებულ ბოლო გადაწყვეტილებებს, […]

ცხინვალის ცნობით, არკვევენ, რატომ იმყოფებოდა საჯარო მოხელე საქართველოში

ცხინვალის ცნობით, “ლენინგორის [ახალგორი] ადმინისტრაციის თანამშრომელი, 29 წლის დავით კ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით” დააკავეს. ცხინვალის ინფორმაციითვე, დაკავებული “კანონდამრღვევი საქართველოს ტერტორიიდან ბრუნდებოდა”. “ამჟამად სამართალდამცველები არკვევენ მის მიერ საზღვრის კვეთის მიზეზს და მისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს წყვეტენ. საჯარო მოხელეს 30-დან 70 ათას [340- 790 $] რუბლამდე ჯარიმის გადახდა ემუქრება”, – წერს ადგილობრივი ოსური მედია.

წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნა „ვივამედზე“, სადაც სააკაშვილი მკურნალობს

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტის (CPT) დელეგაცია 2023 წლის 25-27 მარტს კლინიკა „ვივამედში“ თავისი ვიზიტის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში „მთლიანობაში მისაღებადაა“ შეფასებული კლინიკაში არსებული პირობები. სწორედ „ვივამედში“ მკურნალობენ პატიმრები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კლინიკას დიდი ხანია, არასათანადო მკურნალობასა და მოპყრობაში ადანაშაულებს. თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ განყოფილებებში, სადაც მსჯავრდებულები […]

მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედის, ბრალდებულ ეგანა მაგარამოვას ადვოკატის განცხადებით, სახლიდან გაქცეულ არასრულწლოვანს გამტაცებლის სახლში დარჩენას ბიძა ურჩევდა

მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედის, ბრალდებულ ეგანა მაგარამოვას ადვოკატის, ალი ბადიროვის განცხადებით, სახლიდან გაქცეულ არასრულწლოვანს გამტაცებლის სახლში დარჩენას მისი ბიძა ურჩევდა. თუმცა, როგორც ადვოკატი განმარტავს, იძულებას არც დედის და არც გოგონას ბიძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და ეს მხოლოდ რჩევის დონეზე იყო. „მიმაჩნია, რომ ბრალდებულების დებს რაიმე მნიშვნელოვანი სასამართლოსთვის და პროკურატურის გასახარებელი ინფორმაცია არ […]

მედია – ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს

ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. პოლიციის ცნობით, დაკავებულები იანის სკაფტუროსის, ვასილი რუბეტისის და დიონისეს მუზაკიტისის მკვლელობების უკან დგანან. იანის სკაფტუროსი 2022 წლის აპრილში მოკლეს, ხოლო დანარჩენი ორი პირი გასული წლის ივნისში. სულ, ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ ხუთი ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა. მათგან ორი […]

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – ჩუმად იყვნენ მაშინ, როცა იცოდნენ, რომ წერეთელზე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო, აყვირდნენ მაშინ, როცა პრობლემა მკაცრად გადაიჭრა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება

ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ჰქონდა კონტრაქტორთან, აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება – როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს წერეთლის გამზირის […]

Forbes – საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსებმა 2023 წელს ბიზნესი გახსნეს

საქართველო მნიშვნელოვნად ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ბიზნესი გახსნეს, – ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ იანვრიდან დეკემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა 13 000 კომპანია დაარეგისტრირეს. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსებმა წელიწადში 6 100 კომპანია შექმნეს, მესამე ადგილს სომხეთი და მონტენეგრო ინაწილებენ, თითოეულ ამ ქვეყანაში რუსებმა, 2023 წლის განმავლობაში, 3,400 კომპანია […]

ისრაელის მედია – „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები დავოსში გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდნენ

„ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები დავოსში გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. ისრაელის მედიის ცნობით, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ღაზის სექტორიდან გათავისუფლებულ მძევლებს განუცხადა, რომ იგი ყველა დარჩენილი მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და „ჰამასის“ მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამოძიებას მოითხოვს. გუშინ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები ტექნოლოგიური […]

საქართველოს პრეზიდენტს იტალიის ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დანტუონომ რწმუნებათა სიგელი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.