ბერძნული მაფიის ომი და მკვლელობების სერია საბერძნეთში – არიან თუ არა გარეული ბოსების მკვლელობაში ქართველები და ვის უწოდებს მედია სიკვდილის კონტრაქტების შემსრულებლებს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის ცენტრში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის კვალმა სამართალდამცველები, სავარაუდოდ, ქართველ კრიმინალებთან მიიყვანა. გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ჩაცხრილეს ცნობილი მაფიოზი ვანგელის ზამბუნისი. ორმა შეიარაღებულმა პირმა საკუთარ ავტომობილში მას 96 ტყვია ესროლა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს არის პასუხი, ორი წლის წინ, ასევე ბერძენი მაფიოზის, იანის სკაფტუროსის ლიკვიდაციაზე, რომელიც დაქირავებული კილერების მიერ […]
“მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო” | ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნა “ვივა მედისა” და მიხეილ სააკაშვილის შესახებ

მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო – ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი აქვეყნებს დასკვნას, რომელიც მესამე პრეზიდენტის დრამატულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ექსპერტების შეფასებით, ვივა მედის პალატაში შექმნილია გარემო, რომელიც არ უწყობს ხელს მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელებას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაწესებულებაში პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის მიმართ პატივისცემის სრული ნაკლებობაა. კომიტეტი აკრიტიკებს “ვივა მედის” კლინიკაში უსაფრთხოების გადაჭარბებულ ზომებსაც. რაც, […]
ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნების რეალური მიზეზები | გახარია “ოცნების” საიდუმლოს ამჟღავნებს

გიორგი გახარია “ქართულ ოცნებას” ახალ დარტყმას აყენებს. ამჯერად ექპრემიერმინისტრი მმართველი პარტიის საიდუმლოს ამჟღავნებს და ოლიგარქის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნების რეალურ მიზეზებს ასახელებს. გახარია პრაქტიკულად ადასტურებს, რომ კლანის გავლენიანმა ლიდერებმა ივანიშვილს უღლატეს და ოლიგარქი მართვის ჩვეული სტილით სადავეებს კარგავდა. ივანიშვილი აღარ ენდობოდა პარტიის ლიდერებს და არც საიდუმლო ინფორმაციით კმაყოფილდებოდა – ამიტომაც გადაწყვიტა დაბრუნება პოლიტიკაში ამბობს მთვრობის ყოფილი […]
ევროპარლამენტმა უნგრეთის შესახებ საგანგებო რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა უნგრეთის შესახებ საგანგებო რეზოლუცია მიიღო. უკიდურესად კრიტიკულ დოკუმენტს 345-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უნგრეთის მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ღირებულებებს, ინსტიტუტებსა და ფონდებს, რომლების დაცვაც აუცილებელია ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის დროს. ევროპარლამენტი ასევე გმობს უნგრეთის მთავრობის მიზანმიმართულ, მუდმივ და სისტემატურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების ძირის გამოთხრისკენ. ევროპარლამენტარები აკრიტიკებენ ვიქტორ ორბანის ქმედებებს, […]
მივიღე მონაწილეობა დახურულ დიალოგში, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის მონაწილეობით და ხელმძღვანელობით გაიმართა – მთავარი საკითხი ბალკანეთის ქვეყნებისა და ჩვენი ევროინტეგრაცია იყო – პრემიერი

მივიღე მონაწილეობა დახურულ დიალოგში, რომელიც გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტის, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით და ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავარი საკითხი შეეხებოდა ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციას, ასევე – საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. “გვქონდა შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტთან, რომელსაც ვესაუბრე ვრცლად ამ სიტუაციაზე და მანაც გაგვიზიარა უახლესი ინფორმაცია, რაც […]
დღეს რომ არჩევნები იყოს, “ქართული ოცნება”, სულ მცირე, 60%-ს აიღებდა – არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით მაქსიმალური შედეგისთვის, რომელიც სჭირდება ქვეყანასა და ხალხს – პრემიერი

დღეს რომ არჩევნები იყოს, “ქართული ოცნება”, სულ მცირე, 60%-ს აიღებდა. არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით მაქსიმალური შედეგისთვის, რომელიც სჭირდება ქვეყანასა და ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ისაუბრა. პრემიერის თქმით, მთავარია, ქვეყანაში გაგრძელდეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება. “დღეს რომ არჩევნები იყოს, “ქართული ოცნება”, სულ მცირე, 60%-ს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე არ ვნერვიულობთ, […]
მივიღეთ მონაწილეობა USAID-ის ადმინისტრატორის, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ პანელზე, სადაც წარმოაჩინეს საქართველოს წარმატების მაგალითი – ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მნიშვნელოვანი, ეფექტური ნაბიჯები გადადგა სისხლში ტყვიის შემცველობის შემცირების კუთხით – პრემიერი

ჩვენმა ქვეყანამ, ბოლო წლებში, ძალიან მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, ეფექტური ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით, სისხლში ტყვიის შემცველობის შემცირების მიმართულებით. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი წარმატება და ჩვენი პროგრესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, რამდენიმე დღის წინ სამანტა პაუერისგან პირადად მიიღო მოწვევა […]
შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობა, საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარება, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დინამიკა – პრემიერი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე

შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობა, საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარება, ანაკლიის პორტისა და ახალი აეროპორტის მშენებლობა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დინამიკა – ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ისაუბრა. პანელურ დისკუსიაზე ირაკლი ღარიბაშვილს მთავარი შეკითხვა სწორედ ეკონომიკაზე დაუსვეს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, ეს კონკრეტულ ციფრებშიც ჩანს და […]
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს სრულდება – რაზე ისაუბრეს ქართველმა დელეგატებმა შანხაის ადგილობრივ ხელისუფლებასთან

საქართველოს ეკონომიკის განვითარებას მსოფლიოს მეორე ეკონომიკის ქვეყანაში მიმდინარე შეხვედრები ახალ შესაძლებლობას უხსნის. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს სრულდება. ახალ სტრატეგიულ პარტნიორთან ახალი სივრცეებია ასათვისებელი, ამიტომ დიალოგი ჩინეთთან დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. პეკინის შემდეგ, ბოლო დღე შანხაი იყო – ჩინეთის უდიდესი ეკონომიკური ჰაბი თავისუფალი ვაჭრობის ზონით, რომელთანაც საქართველოს პერსპექტიული თანამშრომლობა შეუძლია. დღეს შეხვედრა […]
“საერთაშორისო ამინისტია” მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებს არ დააბრუნონ უმცირესობები რუსეთში

უფლებადამცველი ორგანიზაცია “საერთაშორისო ამინისტია” მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებს, რომ “დაუყოვნებლივ შეწყვიტონ” ჩრდილოეთ კავკასიიდან ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლების უკან, რუსეთში გაგზავნა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ ადამიანებს სახლში წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრებათ. “მათი რელიგიური და ეთნიკური იდენტობის გამო, მთელი თემი “საშიშ ექსპტრემისტადაა” გამოცხადებული, რაც მათი თქმით, უმნიშვნელოვანეს საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას”,- ნათქვამია 18 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში. “საერთაშორისო […]