გერმანიის ეკონომიკა ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად შენელდა

გერმანიის ეკონომიკა 2023 წლის ბოლოს წინასწარი მონაცემებით 0,3%-ით შემცირდა. გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის (Destatis) მონაცემებით, ქვეყნის მშპ პირველად 2020 წლის პანდემიის შემდეგ დაეცა, 2021 წელს ის 3,2%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წელს 1,8%-ით. გასულ წელს გერმანიის ეკონომიკა რამდენიმე ფაქტორმა შეანელა. Deutsche Welle წერს, რომ ამის მიზეზი მაღალი ინფლაცია იყო, რის გამოც ოჯახებში მოხმარება შეაჩერა და ევროპის […]
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი დახმარებას ითხოვს | ხელმოწერები თბილისში გროვდება

ბორის ნადეჟდინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასარეგისტრირებლად საჭირო ხმებს აგროვებს. პრეზიდენტობის მსურველი, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა, ხელმოწერებსა და მხარდამჭერებს თბილისში ეძებს. ნადეჟდინის ოფიციალური განაცხადი კრემლის ლიდერის შეჩერებაა, თუმცა მის რეალურ ოპოზიციონერობაში ეჭვი ეპარებათ თავად რუსეთში და თბილისში მცხოვრებ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებსაც. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ნადეჟდინი კრემლის მართული და პუტინისთვის საჭირო კანდიდატურაა.
ზურაბ ჯაფარიძე – წლევანდელ არჩევნებზე გამარჯვების შანსი უფრო მაღალია, ვიდრე 2020 წელს იყო, ოღონდ სხვანაირი მობილიზება სჭირდება, რაშიც ოპოზიცია არ არის ფორმაში – მნიშვნელოვანია ძალების კონსოლიდაცია, ჩვენ არაერთ პოლიტიკურ ჯგუფთან გვაქვს კონსულტაციები

წლევანდელ არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების შანსი უფრო მაღლია, ვიდრე 2020 წელს იყო, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა. ამასთან, ჯაფარიძის თქმით, გამარჯვებისთვის მობილიზაციის ნაწილში ოპოზიცია ჯერჯერობით ფორმაში არ არის, თუმცა არსებულ სიტუაციას პესიმისტურად და ტრაგიკურად არ უყურებს. „მე არ ვუყურებ პესიმისტურად და ტრაგიკულად სიტუაციას. მე მგონია, რომ გამარჯვების შანსები […]
მთლიანად ევროკავშირია დაინტერესებული, რომ ჩინეთთან მოხდეს გაღრმავება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩინეთთან ყველა ევროპული სახელმწიფო, მათ შორის ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ მოხდეს გაღრმავება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ამიტომ, ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დავოსის ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, სადაც განხილული იყო როგორც პოლიტიკური საკითხები, ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი. „გუშინ საღამოს […]
“ფიორენტინასთან” მატჩში “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში ერთმანეთს “ნაპოლი” და “ფიორენტინა” დაუპირისპირდებიან. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გოლინი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, კაიუსტე, ლობოტკა, მაცოკი, პოლიტანო, კვარაცხელია, სიმეონე მატჩი ერ-რიადში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბ “თელავს” რუსი სპეციალისტი გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ “თელავის” ადმინისტრაციამ მწვრთნელად რუსი სპეციალისტი, 50 წლის ოლეგ ვასილენკო მოიწვია – ინფორმაცია ახალი მწვრთნელის შესახებ კლუბის ფეისბუკის გვერდმა გაავრცელა. ინფორმაციაში წერია, რომ ვასილენკო დაიბადა 1973 წლის 6 ოქტომბერს სტავროპოლში. მწვრთნელობა 1996 წელს, მშობლიურ “სტავროპოლში” დაიწყო, შემდეგ კი ცსკას აკადემიის ახალგაზრდული სექტორი ებარა. იგი მთავარი მწვრთნელი იყო, ასევე შემდეგ კლუბებში: “სატურნი”, ბელარუსის მინსკის” დინამო”, […]
ტელევიზორი, ბეჭდურ და ონლაინ მედიაზე წვდომა, გამართული სამედიცინო სერვისი – როგორ ცხოვრობს პატიმარი “ს” ანუ მიხეილ სააკაშვილი “ვივამედის” კლინიკაში

ტელევიზორი, ბეჭდურ და ონლაინ მედიაზე წვდომა, გამართული სამედიცინო სერვისი – ეს იმ პირობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც “ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის” დასკვნაში წერია. დოკუმენტი კომიტეტმა დღეს გაასაჯაროვა. უწყების წარმომადგენლები “ვივამედს” გასული წლის მარტში სტუმრობდნენ. სარეკომენდაციო ბარათში დაწერეს, რომ სააკაშვილი, კლინიკაში მყოფ სხვა პატიმრებთან შედარებით, უპირატესობებით სარგებლობს. თუმცა ხარვეზად მიიჩნიეს ის, რომ მას მზის შუქზე გასეირნების უფლება […]
ინფორმაცია, თითქოს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა მხოლოდ 70%-ით ფინანსდება და მოქალაქეს 30%-იანი თანადაფინანსების გადახდა უწევს, სიმართლეს არ შეესაბამება – ჯანდაცვის სამინისტრო

“ცალკეული მედიასაშუალებისა და ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა მხოლოდ 70%-ით ფინანსდება და მოქალაქეს 30%-იანი თანადაფინანსების გადახდა უწევს, არ შეესაბამება სიმართლეს და სახელმწიფო პროგრამის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება,” – აღნიშნულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები მიმართულია მოქალაქეთა ინტერესების დაცვისკენ […]
CNN ქართული ღვინის შესახებ – საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა – ღვინის 8000 წლიანი ისტორიის მქონე ქვეყნით, ამჯერად CNN დაინტერესდა. ამერიკულმა ტელეკომპანიამ ორი ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე, ისტორიასა და კულტურაზეა საუბარი. ორივე რეპორტაჟი CNN-ის ეთერში 15 იანვრიდან უკვე განთავსდა. ღვინის დაყენების მეთოდი, სახელგანთქმული ჯიშები და ქვევრი – CNN ქართული ღვინის დამზადების სპეციფიკაზე […]
ცოლზე მოძალადე გირაოთი გათავისუფლდა – რა მოითხოვა დაზარალებულმა სასამართლოზე

ტყიბულის მერიის თანამშრომელმა იზოლატორს თავი 5 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ დააღწია – მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილის ეს გადაწყვეტილება, ბრალდების მხარემ, სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე საათის წინ გაასაჩივრა. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ცოლზე ძალადობის საქმეზე ჯონი ქასრაშვილს პატიმრობა უნდა შეეფარდოს. იმავეს მოითხოვდა სახელმწიფო ბრალდება სასამართლო პროცესზეც, თუმცა მისი შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გამოძიების ინფორმაციით, ნასვამი ქასრაშვილი ცოლს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით […]