თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა | ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, ზოგიერთს კი უკვე შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. ნაძალადევის რაიონში, ჯავის ქ. N 79 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 18/01 19:45-დან 19/01 08:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ჯავის ქუჩის N 61-79, N74-88 და ჯავის მე- 6 შესახვევს. ისნის რაიონში, არველაძის ქ. […]
გლდანის და ნუცუბიძის ნაწილს გაზი არ აქვს | აღდგენის დრო

კომპანია “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გლდანის და ნუცუბიძის აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება გლდანის რაიონში 19 იანვრის 20:00 საათზე, ნუცუბიძეზე კი 14:00 საათზე აღდგება.
გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში პარაპლანით ფრენები დაუშვეს

18-თვიანი აკრძალვის შემდეგ სამ საჰაერო სივრცეში: გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში პარაპლანით კომერციული ფრენები დაუშვეს – ინფორმაციას BM.ge პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელ ირაკლი კაპანაძეზე დაყრდნობით ავრცელებს. “ამ ეტაპზე ფრენებისთვის გვაქვს 3 გამოყოფილი სივრცე: გუდაური, ბაკურიანი და ანანური. ამ სამი საჰაერო სივრცის გარდა სხვა ადგილებზე ფრენების განხორციელების უფლება არ გვაქვს. ახლა ვმუშაობთ კიდევ 10-11 ადგილზე ნებართვის მიღებაზე. ეს […]
იაპონიის საფონდო ინდექსმა – Nikkei-მ 34 წლის მაქსიმუმს მიაღწია – Reuters

იაპონიის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა საფონდო ინდექსმა, Nikkei 225-მა, გადამზიდავებისა და ფინანსური კომპანიების მხარდაჭერის წყალობით, 34 წლის განმავლობაში პირველად გადალახა 36 000-იანი ნიშნული. ამის შესახებ Reuters-ი წერს. Nikkei-ს ზრდას ხელი შეუწყო იმანაც, რომ აშშ-ს ობლიგაციების შემოსავალი დაეცა და იენის კურსი დასტაბილურდა. Reuters-ი წერს, რომ 16 იანვარს Nikkei-მ ვაჭრობა თითქმის 1%-ით 35,901,73 ნიშნულზე დაასრულა. ამ მაჩვენებელს საფონდო […]
პირველი ტაიმის შემდეგ “ნაპოლი” “ფიორენტინას” 1:0 ამარცხებს [VIDEO]

იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ ამარცხებს – 1:0. საუდის არაბეთის დედაქალაქში მატჩმა დიდი ინტერესი არ გამოიწვია, სტადიონის ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ 3-4-2-1 ტაქტიკური სქემა აირჩია და პირველი მომენტი მისმა შეგირდებმა შექმნეს, როდესაც პოლიტანოს დარტყმული ბურთი მეკარე ტერაჩანომ მოიგერია. ნეაპოლელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა თამაში ლამაზი სანახავი არ იყო. 22-ე […]
ინდოეთში ნავის ამოტრიალებას, სულ მცირე,12 მოსწავლე და 2 მასწავლებელი ემსხვერპლა

18 იანვარს ინდოეთის ქალაქ ვადოდარაში პიკნიკის დროს ბორნის ამოტრიალების შედეგად, სულ მცირე,12 მოსწავლე და 2 მასწავლებელი დაიხრჩო. პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მაშველებმა 20 ბავშვი ტბიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს და ზოგს სამედიცინო დახმარება უტარდება, ხოლო 2 ბავშვი დაკარგულია და მათ მაშველები ეძებენ. ქალაქის პოლიციის უფროსმა წარმომადგენელმა, ანუპამ სინგჰ გაჰლაუტმა, თქვა, რომ გარდაცვლილებს ბორანზე ყოფნისას სამაშველო ჟილეტებზე […]
YouTube-მა ნიკიტა მიხალკოვის არხი დაბლოკა

მსოფლიოს უმსხვილესმა ვიდეოჰოსტინგ სერვისმა, YouTube-მა წაშალა რუსი კინორეჟისორისა და კონსპიროლოგის, ნიკიტა მიხალკოვის არხი „ბესოგონTV“, რომელზეც იგი თავისი გადაცემის, „ბესოგონის“ გამოშვევებს ტვირთავდა, იტყობინება „მედუზა“. მიხალკოვის YouTube-არხი, რომელსაც 1,6 მილიონი გამომწერი ჰყავდა, ახლა ჰოსტინგზე არ იძებნება. თუმცა, რუსეთში მყოფ მომხმარებლებს არხზე შესვლისას ხვდებათ წარწერა, რომ იგი დისკრიმინაციული გამონათქვამების წესის მრავალჯერადად დარღვევის გამოა დაბლოკილი. თავად მიხალკოვმა განაცხადა, რომ […]
დმიტრო კულება – ვმუშაობთ ჩინეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის ორგანიზებაზე

კიევი ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბრის ორგანიზებას ცდილობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დავოსში Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. “ახლა ვცდილობთ, ვმუშაობთ ჩინეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბრის ორგანიზებაზე, ვინაიდან არის საკითხები, რომლებზეც მათ შეუძლიათ ისაუბრონ, კონკრეტულად კი “მშვიდობის ფორმულაზე”, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის მიერაა შემოთავაზებული, როგორც უკრაინაში სამართლიანი და […]
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს

მართლმადიდებლური ეკლესია 19 იანვარს ნათლისღებას, ერთ-ერთ ყველაზე დიდ დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს, ყველა ტაძარში სრულდება წყალკურთხევა, რის შემდეგაც მრევლს წყლის სახლში წაღება შეუძლია. დღესასწაულის გამო, 19 იანვარი ქვეყანაში უქმედ არის გამოცხადებული.
“ვგმობთ სამების საკათედრო ტაძარში განხორციელებულ ვანდალურ აქტს – საქართველო ყოველთვის იყო და დარჩება, როგორც რელიგიათა შორის მშვიდობიანი თანაარსებობისა და ტოლერანტობის, რელიგიური გრძნობების პატივისცემისა და დაცვის სიმბოლოდ” – 12 რელიგიური ორგანიზაცია

ინტერრელიგიურმა სათათბირომ სამების ტაძარში მომხდართან დაკავშირებით იმსჯელა და ერთობლივ განცხადებაზე შეჯერდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, შეხვედრას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, “ხსნის არმიის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. “რელიგიის […]