ნიუ-იორკის ზოგიერთ რეგიონში თოვლის საფარმა, თითქმის, ერთ მეტრს მიაღწია – ქვეყნის მასშტაბით, შაბათ-კვირის შემდეგ, უამინდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ-იორკის ზოგიერთ რეგიონში თოვლის საფარმა, თითქმის, ერთ მეტრს მიაღწია. ქალაქში, თოვლის გამო, გაფრთხილება გამოცხადდა.
ეროვნული ამინდის სამსახურის ინფორმაციით, ზამთარში მსგავსი თოვლი დასავლეთ ნიუ-იორკისთვისაა დამახასიათებელი, როდესაც დიდი ტბების გაყინული წყლები ატმოსფეროს ზედა ნაწილში ყინულოვან ჰაერს ერევა და ღრუბლებს ქმნის, რომლებიც სწრაფად წარმოქმნიან თოვლს.
თოვლის ცალკეულმა ქარიშხალმა წყნარი ოკეანის ჩრდილო დასავლეთს დაარტყა. ქვეყნის მასშტაბით, შაბათ-კვირის შემდეგ, უამინდობის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო