წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება – მერია

რეაბილიტაციის დასრულებამდე, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც, წერეთლის გამზირზე, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. […]
უნგრეთის მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ღირებულებებს, ინსტიტუტებსა და ფონდებს – ევროპარლამენტის რეზოლუცია

უნგრეთის მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ღირებულებებს, ინსტიტუტებსა და ფონდებს,- ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. შესაბამის დოკუმენტს 345-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, 104 წინააღმდეგი იყო, 29-მ კი თავი შეიკავა. რეზოლუციაში ხაზგასმულია ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ღირებულებების დაცვის აუცილებლობა ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის დროს. ევროპარლამენტი გმობს უნგრეთის მთავრობის მიზანმიმართულ, მუდმივ და სისტემატურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ევროკავშირის ფუნდამენტური […]
„საარჩევნო წელიწადია და მთავრობა მაქსიმალურად შეეცდება, ლარის კურსი 2.70-2.75-ის ფარგლებში შეინარჩუნოს“ – ფინანსისტი

2023 წელი სავალუტო ბაზრისთვის საკმაოდ არა დინამიკური იყო. წლის პირველ ნახევარში ლარის კურსი დოლართან მიმართებით ძირითადად გამყარებით გამოირჩეოდა, ზაფხულიდან კი ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო და წლის ბოლო თითქმის იმავე ნიშნულზე დაასრულა, როგორც დაიწყო. 2023 წლის 1-ელ იანვარს ერთი დოლარი 2.7020 ლარი, ერთი ევრო კი 2.8844 ლარი იყო, გასული წლის ბოლო დღეს კი ერთმა დოლარმა 2.6894 […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს ევროპასა და აზიას შორის, ოპოზიციას უნდა, რომ საქართველო იყოს ბორანი, რომელზეც ვისაც უნდა მოგვაწვება და ერთი ნაპირიდან მეორეში გადაგვაყვანინებს თავს – ეს არ არის ჩვენი ფუნქცია

ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს, რომელიც იქნება ეკონომიკური ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ამ ფუნქციის შესასრულებლად ჩინეთი არის ქვაკუთხედი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. „მთელი ჩვენი 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, ვსაუბრობდით განსაკუთრებულ როლზე საქართველოსი, როგორც დამაკავშირებლის ევროპისა […]
რუსეთში ნაცისტური ორგანიზაციებისა და მათი ატრიბუტების რეესტრი შექმნეს, რომელშიც ლოზუნგი – „დიდება უკრაინას“ შეიტანეს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნაცისტური ორგანიზაციებისა და მათი ატრიბუტიკის სია შექმნა, რომელშიც ოთხი უკრაინული ორგანიზაცია, ასევე ლოზუნგი – „დიდება უკრაინას“ (Слава Украине) და პასუხი: „დიდება გმირებს“ (Героям Слава) შეიტანა. რუსული მედიის ინფორმაციით, სიაში ასევე მოხვდა უკრაინის სახალხო რევოლუციური არმია, უკრაინის მეამბოხეთა არმია, უკრაინის სახალხო თავდაცვა და უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია. რეესტრში ასევე შეიტანეს ამ ორგანიზაციების ატრიბუტები და […]
„ჰუსიტები“ ჩინურ და რუსულ გემებს წითელ ზღვაში უსაფრთხოდ გავლას ჰპირდებიან

„ჰუსიტების“ წარმომადგენლის, მუჰამედ ალ-ბაჰიტის განცხადებით, წითელ ზღვაში რუსულ და ჩინურ გემებს საფრთხე არ ემუქრებათ. „რაც შეეხება ყველა სხვა ქვეყანას, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს, მათ გემებს რეგიონში არაფერი ემუქრება. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ მათი გემების გავლის უსაფრთხოება წითელ ზღვაში“, – განაცხადა მან გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში. შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, „ჰუსიტებმა“ […]
პსჟ-მა ყველა მოლოდინს გადააჭარბა – მბაპეს პარიზში დარჩენის სანაცვლოდ წარმოუდგენელი შეთავაზება გაუკეთეს

RMC Sport-ი წერს, რომ პსჟ ყველა ღონეს ხმარობს, რათა გუნდის ვარსკვლავი კილიან მბაპე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაიყოლიოს. პარიზელები კლუბის ლიდერს 4-წლიან კონტრაქტსა და სეზონურად, არც მეტი და არც ნაკლები, 100 მილიონი ევროს გასამრჯელოს სთავაზობენ. ფრანგი ამ თანხას ახლაც გამოიმუშავებს, ოღონდ ეს ყველაფერი სარეკლამო და სხვა შემოსავლების წყალობითაა, მაგრამ პსჟ 100 მილიონს კილიანს მხოლოდ ხელფასის სახით ჰპირდება. […]
ევროპარლამენტმა ღაზის სექტორში ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

ევროპარლამენტმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის უპირობო მოწოდება შეაჩერა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ ანკლავში დარჩენილი მძევლების გათავისუფლება და “ჰამასის” დაშლა მოხდება. რეზოლუციის გატარებას ევროკავშირის კანონმდებლების სამი ჯგუფი ცდილობდა, რომელიც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტის განახლებისაკენ მოუწოდებდა. გარდა ამისა, რეზოლუციის ტექსტი ყველა მძევლის დაუყოვნებლივ, უპირობო გათავისუფლებასა და “ჰამასის” დაშლას […]
წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება – მერია

თბილისის მერიის განცხადებით, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. მათივე ცნობით,საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგება. დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. “ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც, წერეთლის გამზირზე, “დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორიიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, […]
შობის თარიღთან დაკავშირებით ენჯეო სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ – შალვა პაპუაშვილი

შობის თარიღთან დაკავშირებით “ენჯეო” სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ,– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამების ტაძარში მომხდარი ინციდენტის პარალელურად, ვითარდებოდა ხაზი შობის თარიღთან დაკავშირებით და აქ „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია აბსოლუტურად ანტიევროპულ მინდორზე შევიდა. მისი თქმით, […]