თინა კანდელაკმა ყაზახები მანქურთებს შეადარა

კრემლის პროპაგანდისტმა, თინა კანდელაკმა Telegram-ში გამოქვეყნებულ პოსტში ყაზახებს მანქურთები უწოდა. ცოტა ხნით ადრე ყაზახეთში რკინიგზის ორ სადგურს სახელი შეეცვალა. რუსული ურალსკისა და უზენის ნაცვლად სადგურებს ორალი და ჟანაეზენი ქვია. კანდელაკი ცვლილებას საკუთარ Telegram არხში გამოეხმაურა: “როგორც ბალტიისპირეთის გამოცდილება გვიჩვენებს, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. იქაც მცირედით დაიწყო, დღეს კი იხურება რუსული სკოლები, ნადგურდება საბჭოთა ძეგლები, იკრძალება […]

მანჯგალაძე: ვინ არის განულებული, ვნახავთ არჩევნებზე – ღარიბაშვილს ჩიპი მაინც შეუცვალეთ

ამოიღეთ ღარიბაშვილის პირველი მოსვლის დროინდელი ჩანაწერი, ამბობდა, რომ რადარებიდან გამქრალია და დავასრულე ნაციონალური მოძრაობაო. 2024 წელს გამოდის და იგივეს ლაპარაკობს. რა ვიცი, ჩიპი მაინც შეუცვალეთ ამ კაცს. ვინ არის განულებული და ვინ არა, ვნახავთ არჩევნებზე. გაერთიანებებს ვნახავთ, ძალიან ბევრი იქნება გაერთიანება. 5%-იანი ბარიერია და რომც არ უყვარდეთ ერთმანეთი, შეუყვარდებათ პარტიებსა და ლიდერებს. ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის […]

УП: უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რუსეთში დრონებით შეუტია კიდევ ორ ობიექტს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ უკრაინული დრონებით მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ (УП) წერს უკრაინის სპეცსამსახურების ინფორმირებულ წარმომადგენელზე დაყრდნობით. წყაროს ცნობით, დღეს, 19 იანვარს, დრონებით შეუტიეს რუსეთის ქალაქ ტამბოვში მდებარე დენთის ქარხანას და ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზას. უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლის თანახმად, ტამბოვის ქარხანაზე დარტყმის შედეგები დაზუსტების ეტაპზეა, […]

მოურინიო საუდის არაბეთში მიდის – შეთანხმება უკვე შედგა

არაბული Aawsat წერს, რომ ჟოზე მოურინიო “ალ-შაბაბის” მთავარი მწრთნელი გახდება. პორტუგალიელს გუშინ Zoom-ში კლუბის სპორტულ დირექტორ დომინიკო ტიტესთან მოლაპარაკებები ჰქონდა, რის შედეგადაც შეთანხმება შედგა. გადაწყდა, რომ “განსაკუთრებული” უახლოეს დღეებში ჩაფრინდება ერ-რიადში, რათა შეთანხმება საბოლოოდ შედგეს და კონტრაქტი გაფორმდეს. “ალ-შაბაბი” 19 ტურის შემდეგ საუდის არაბეთის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზე იმყოფება. გუნდში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორებიც […]

აჭარის ტურისტული შესაძლებლობები 25-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველი გამოფენა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი წარადგინა ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „MATKA 2024”-ია. „გამოფენაში უწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში ვიზიტორებს საშუალება აქვთ აჭარის და ზოგადად, […]

მაჭარაშვილი ოცნების რეიტინგზე: მე ის მიკვირს საერთოდ 60 %-ზე მეტი რომ არ არის

ეს სამწუხარო რეალობაა. კარგი არ არის, რომ ოპოზიცია პრაქტიკულად, განადგურებულია. რეალურად ოპოზიცია რის პოლიტიკურ ჭაობში და ამ ჭაობში ისინი გაერთიანდებიან და ერთად ჩაიძირებიან, თუ ცალ-ცალკე ჩაიძირებიან, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ერთმანეთს აბრალებენ, რომ უფრო მეტად აშავებდა სალომე სამადაშვილი, ვიდრე ხატია დეკანოიძე. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ უფრო აშავდებდა ხაბეიშვილი და ა.შ. ამიტომ, მე ის მიკვირს, საერთოდ […]

ბაშკირეთში აქტივისტის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები განახლდა

ბაშკირეთში აქტივისტის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები განახლდა. ამჯერად მომიტინგეები რესპუბლიკის დედაქალაქ უფაში შეიკრიბნენ. 2000-დე ადამიანი ადგილობრივი აქტივისტის ფაილ ალსინოვის გათავისუფლებას ითხოვს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. დამოუკიდებელი მედიების ინფორმაციით სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება პირველივე წუთებიდან დაიწყეს. 17 იანვარს, ბაშკირეთის ქალაქ ბაიმაკში მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. მომიტინგეები ადგილობრივი აქტივისტის, ფაილ ასლინოვის დაპატიმრებას აპროტესტებდნენ. სასამართლოს […]

ბუნდესტაგმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც დეპორტაციის პროცესს დააჩქარებს

გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც იმ ადამიანების დეპორტაციას დააჩქარებს, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე უარი უთხრეს. კანონპროექტი ოლაფ შოლცის მთავრობის მიერ არალეგალურ მიგრაციასთან და მასთან დაკავშირებული პრობლემების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ნაწილია. კანონპროექტი ბუნდესტაგში 2023 წლის შობამდე 1 კვირით ადრე გასულ სესიაზე დღის წესრიგიდან ამოიღეს, რადგან შოლცის კოალიციური მთავრობის წევრმა პარტიამ მწვანეებმა გარკვეული ცვლილებები მოითხოვეს. ცვლილებების შეტანის შემდეგ […]

Google დიდ ბრიტანეთში მონაცემთა ცენტრის აშენებაში $1 მლრდ-ს დახარჯავს

Google დიდ ბრიტანეთში მონაცემთა ცენტრის ასაშენებლად $1 მლრდ-ს დახარჯავს. კომპანიის ცნობით, მონაცემთა ცენტრი Waltham Cross-ში (ჰერტფორდშირი) 33 ჰექტარ ფართობზე აშენდება. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. „დასრულების შემდეგ პროექტი დიდ ბრიტანეთში ბიზნესს მიაწვდის კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაცემებს , ხელს შეუწყობს ინოვაციებს ხელოვნურ ინტელექტში და დაეხმარება საიმედო ციფრული სერვისების მიწოდებას Google Cloud-ის მომხმარებლებისთვის და Google-ის მომხმარებლებისთვის […]

შანხაიში გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნისას – ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მმართველი გუნდის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჩენ ძინგთან გამართული შეხვედრა შეაფასა. წილოსანის განცხადებით, გამოცდილება, რომელიც შეხვედრის დროს ქართულმა დელეგაციამ მიიღო, საინტერესოა საქართველოს შემთხვევაშიც, ვინაიდან საუბარი შეეხო სახელმწიფოს პოზიტიურ როლს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნასა და მათ განვითარებაში. “შანხაი, თავად ჩინეთის მასშტაბითაც ერთ-ერთი […]