გასული წლის სამ კვარტალში 2019 წელთან შედარებით საქართველოდან რუსეთში ვიზიტები 193%-ით აღდგა – PMCG

2023 წლის I-III კვ.ში 2019 წელთან შედარებით საქართველოდან რუსეთში ვიზიტები 193%-ით აღდგა. როგორც PMCG კვლევითი ცენტრი საქართველოში (I-III კვ. 2023) გასვლითი ტურიზმის დინამიკის მიმოხილვაში წერს, რუსეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის II კვარტალიდან განსაკუთრებით გაიზარდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს უკავშირდება 2023 წლის მაისში რუსეთის გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის დაწესებისა და ფრენების აღდგენის შესახებ. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, […]

ნიდერლანდების სამეფო ოჯახს შესაძლოა გადასახადების გადახდა დაევალოს

ნიდერლანდების სამეჯო ოჯახს გადასახადების გადახდა შეიძლება დაევალოს. Politico-ს ცნობით, შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს და მისი მიღების შემთხვევაში მეფე ვილემ-ალექსანდერი თავისი შემოსავლის დაახლოებით ნახევარს დაკარგავს. კონსტიტუციის თანახმად, მეფე ვილემ-ალექსანდერი და მისი ოჯახი არ იხდიან გადასახადებს იმ შემოსავლიდან, რომელსაც ისინი სამეფო უფლებამოსილების შესრულებისთვის იღებენ. ცალკეულ შემთხვევებში ისინი თავისუფლდებიან პირადი ქონების გადასახადისგან. მიმდინარე კვირაში სამი პარტიის დეპუტატებისგან შემდგარმა […]

იაპონიამ აშშ-სგან 400 Tomahawk-ის რაკეტის შესყიდვას მოაწერა ხელი

მზარდი რეგიონული საფრთხეების ფონზე, 18 იანვარს იაპონიამ აშშ-სთან დადებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც იაპონია 400-მდე Tomahawk-ის რაკეტას შეისყიდის. იაპონია სამხედრო შესაძლებლობების სწრაფ გაზრდას ცდილობს, რისთვისაც პრემიერმინისტრმა ფუმიო კიშიდამ 2027 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგების გადაწყვეტილება მიიღო. ამ გეგმით, იაპონიის სამომავლო თავდაცვის ბიუჯეტი ყოველწლიურად 10 ტრილიონი იენი ($68 მილიარდი) იქნება. მანამდე, იაპონიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის დაჩქარების […]

ჰუსიტებმა პირობა დადეს, რომ წითელ ზღვაში რუსულ და ჩინურ გემებზე იერიშებს არ მიიტანენ

ჰუსიტების მაღალი თანამდებობის პირმა, მოჰამედ ალ-ბუხაითიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში პირობა დადო, რომ წითელ ზღვაში რუსულ და ჩინურ გადამზიდ ხომალდებზე იერიშებს არ მიიტანენ. ბუხაითიმ Izvestia-სთან ინტერვიუში თქვა, რომ იემენის ტერიტორიულ წყლებში რუსულ და ჩინურ გემებს გავლა თავისუფლად შეუძლიათ, თუმცა უსაფრთხო გავლას ვერ დაპირდებიან “ზოგიერთი ქვეყნის” ხომალდს, განსაკუთრებით კი ისრაელის. “ჩვენ მზად ვართ, რომ უზრუნველვყოთ მათი [რუსეთის […]

რუსეთის ბრიანსკის ოლქში ნავთობის ბაზა იწვის

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრე ბოგომაზის თქმით, ბრიანსკის ოლქის თავზე უკრაინული დრონის განადგურებისას ნავთობბაზის ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა. „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს. სამიზნის განადგურებისას კლინცოვის ნავთობბაზის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალა ჩამოვარდა“, – აცხადებს გუბერნატორი. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. შემთხვევის შედეგად რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს […]

პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებს მაშინ განუცხადა, როცა მათ ისრაელის პრემიერ-მინისტრს გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც მან ამერიკელ ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ ეწინააღმდეგება პალესტინის სუვერენიტეტის იდეას. „ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების შემთხვევაში… ისრაელს სჭირდება უსაფრთხოების კონტროლი იორდანიის დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე. ეს ეწინააღმდეგება [პალესტინის] სუვერენიტეტის […]

სერგეი ლავროვი – აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და მათ სამ უახლოეს მეზობელს – რუსეთს, ირანს და თურქეთს შორის თანამშრომლობის მექანიზმი პერსპექტიულია, რადგან გლობალურ პოლიტიკურ ვითარებაზე დამოკიდებული არ არის

აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და მათ სამ უახლოეს მეზობელს – რუსეთს, ირანს და თურქეთს შორის თანამშრომლობის მექანიზმი პერსპექტიულია, რადგან გლობალურ პოლიტიკურ ვითარებაზე დამოკიდებული არ არის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ჩვენ შევთავაზეთ უფრო აქტიურად განვითარებულიყო თანამშრომლობის მექანიზმი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას – სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს და მათ სამ უახლოეს მეზობელს […]

გრიგოლ გეგელია – ვისაც არ უნდა აძლევდეთ ხმას, გამოიყენეთ თქვენი ხმა – თუ თქვენ არ შემოხაზავთ, ჩათვალეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დგას და ლავროვს ხაზავს

ყველამ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, ვისაც არ უნდა აძლევდეთ ხმას, გამოიყენეთ თქვენი ხმა. თუ თქვენ არ შემოხაზავთ, ჩათვალეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დგას და ლავროვს ხაზავს, – ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა. როგორც მან განმარტა, „ლელო“ ამ დროისთვის სხვა პოლიტიკურ ძალებთან საერთო ოპოზიციურ მოლაპარაკებებში ჩართული არაა. „ამ მომენტისთვის „ლელო“ […]

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში წყალკურთხევის წესი შესრულდა

სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო ატარებს. მან მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევა გადასცა. დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში ასევე წყალკურთხევის წესი შესრულდა. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში წყლის კურთხევის რიტუალს ათეულობით ადამიანი ესწრებოდა. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი […]

“პასპორტი უკვე მაქვს და საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს! მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო?” – მარადიშვილის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

მოსკოვის “ლოკომოტივის” საკუთრებაში მყოფმა 23 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინ მარადიშვილმა, რომელიც ამჟამად იჯარით “ნიჟნი ნოვგოროდში” ირჯება, “სპორტ ექსპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურს. “საქართველოს პასპორტი ჯერ კიდევ სექტემბერში მივიღე, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე საკითხს სფფ წყვეტს. განაცხადი ფიფაშია შესული და ახლა მეუბნებიან, რომ სანამ შესარჩევი მატჩები გაგრძელდება, მოვიცადო. რატომ გადავწყვიტე საქართველოს ნაკრებში თამაში? ასაკის […]