უკრაინაში 50-ზე მეტი დასახლებული პუნქტი კვლავაც ელექტრომომარაგების გარეშეა უამინდობის გამო

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, 19 იანვარს 51 დასახლებული პუნქტი კვლავაც ელექტრომომარაგების გარეშეა უამინდობის გამო. „ელექტრომომარაგებაში დაბრკოლებების ყველაზე დიდი რაოდენობაა სუმის ოლქში. 35 დასახლებულ პუნქტში 2500-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროდენის გარეშეა“, – განაცხადა სამინისტრომ. კვლავაც ელექტრომომარაგების გარეშე არის 12 დასახლებული პუნქტი ჩერნიგოვის ოლქში და ოთხი – კიროვოგრადის ოლქში. 18 იანვარს ხერსონში ელექტრომომარაგება აღუდგა 14600 მომხმარებელს, მაგრამ ქალაქში […]
ახალი სეზონი და ფილმი – რას გეგმავს “ცვალებადი ნიშნების” გუნდი?

ქართული სერიალი “ცვალებადი ნიშნების” პრემიერა Cavea+-ის პლატფორმაზე გასული წლის 15 ივნისს შედგა და მას შემდეგ სერიალმა ათასობით მაყურებელი დააგროვა. “ცვალებადი ნიშნების”, როგორც ბიზნესპროდუქტის მარკეტინგულ წარმატებაზე BMGTV-ის ეთერში მისმა კრეატიულმა პროდიუსერმა, გვანცა გარმელიამ ისაუბრა.
ბაშკირეთში აქტივისტის მხარდამჭერი აქცია ისევ დაკავებებით დასრულდა

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა ეკოაქტივისტ ფაილ ალსინოვის მხარდამჭერ აქციაზე, რომელსაც “სიძულვილის გაღვივების” ბრალდებით 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. წინასწარი მონაცემებით, 7 პირია დაკავებული. SOTAvision-ისა და RusNews-ის შეფასებით, სულ მცირე ორი ათასი ადამიანი შეიკრიბა უფაში (დედაქალაქი) მთავარ მოედანზე. ისინი ცეკვავდნენ და ბაშკირულ სიმღერებს მღეროდნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ მოქალაქეების დაშლა და დაკავება დაიწყო. არეულობა ბაშკირეთში […]
“ბერძნული მაფიის” წევრების მკვლელობის საქმეს ოდესაში მყოფი პირი ხელმძღვანელობდა | ახალი დეტალები საბერძნეთიდან

“ბერძნული მაფიის” წევრების მკვლელობის საქმეს ოდესაში მყოფი პირი ხელმძღვანელობდა – ამის შესახებ საბერძნეთის პოლიციამ სატელეფონო საუბრების შედეგად გაარკვია. სამართალდამცველები ამოღებულ მობილურ ტელეფონებს რამდენიმე თვის განმავლობაში უსმენდნენ – ცნობილია, რომ სწორედ სატელეფონო საუბრებით დადგინდა კავშირი საქართველოსთანაც. როგორც ბერძნული მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ოდესაში მყოფი პირი, რომელიც დაკავებულ პირებს დავალებებს აძლევდა, იდენტიფიცირებული არ არის, შესაბამისად, არ იციან […]
“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება – ხაბეიშვილის გუნდმა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის 3 თანაშემწე თანამდებობიდან მოხსნა

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება. ხაბეიშვილის გუნდმა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სამი თანაშემწე თანამდებობიდან მოხსნა. ერთ-ერთი მათგანი, მაია კუკავა, პარტიის მოქმედი მენეჯმენტისგან მუქარაზე საუბრობს და ანა წითლიძის მიმოწერას ასაჯაროებს, რომლითაც ირკვევა, რომ წითლიძე მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს. მაია კუკავა მიზეზად ნიკა მელიას მხარდაჭერას ასახელებს. “ჩვენ გავხდით ნიკას გუნდის წევრები და შავსა და თეთრს შორის არჩევანი რომ […]
ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება – თვისება, რომელიც ხელს უშლის უფალს, შემოვიდეს ჩვენს გულში და იმოქმედოს, ჩვენ სიმდაბლე უნდა შევიმოსოთ – მეუფე შიო

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს,19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. თარიღი თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე. სამების საკათედრო ტაძარში მსახურება უკვე დასრულდა, შესრულდა წყლის კურთხევის რიტუალი. მრევლს ქადაგებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. “დღეს ყველა ტაძარში იგალობება შემდეგი საგალობელი: “რაოდენთა ქრისტეს მიერ […]
სტეპან გრიგორიანი – სომხეთისთვის დღეს რუსეთთან საქმის ქონა და რუსეთის იმედად ყოფნა, ძალიან სახიფათოა

ერევნის პოზიციაზე რუსეთის წინადადებაზე სომხეთმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება რუსეთის ტერიტორიაზე მოაწეროს, ამ საკითხზე მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე, ვითარებაში, როცა ყარაბაღში სომხური მოსახლეობა არ დარჩა, რატომ დგანან აზერბაიჯანში რუსული სამშვიდობო ძალები, ასევე სხვა აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა. – ბატონო სტეპან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ ბაქო […]
„ჰეზბოლას“ წარმომადგენელი – ისრაელი მზად არ არის ომისთვის იმ ფონზე, რაც მისთვის მოვამზადეთ

ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ჩინოვნიკი, მოჰამედ რაადი აცხადებს, რომ ისრაელი მათ წინააღმდეგ ომისთვის მზად არ არის. მისი თქმით, ლიბანისთვის პატივია, რომ ქვეყანაში წინააღმდეგობის ჯგუფები ისრაელის წინააღმდეგ იბრძვიან. მოჰამედ რაადი ირწმუნება, რომ ისრაელი ღაზაში მარცხს განიცდის და რომ მან, ვერ ვერც ერთ ასპექტში, თავის მიზნებს ვერ მიაღწია. „ისრაელელი მტერი იძულებულია, უკან დაიხიოს, რადგან დაღლილი და […]
რატი იონათამიშვილი – არჩევნებამდე 10 თვით ადრე ოპოზიცია ძალიან შეშინებული და შეშფოთებულია – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ეს შიში კიდევ უფრო გაიზრდება

არჩევნებამდე 10 თვით ადრე ოპოზიცია ძალიან შეშინებული და შეშფოთებულია – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ეს შიში კიდევ უფრო გაიზრდება, – ასეთია “ქართული ოცნების” დეპუტატის რატი იონათამიშვილის პოზიცია. მისივე თქმით, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს წააგებს, რაც მათთვის დამსახურებულ მარცხი, ხოლო ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგი იქნება. როგორც იონათამიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, “ოპოზიცია იბრძოდა რა ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ და დაუპირისპირდა […]
“ჯი თი გრუპმა” ახალი სერვის-ცენტრი გახსნა

2024 წელს „ჯი თი გრუპი“ სიახლით ხვდება. 17 იანვარს, კომპანია „ჯი თი გრუპმა“. ქ. მარნეულში, „კასტროლის“ ახალი სერვის-ცენტრი გახსნა, რომელიც ძირითადად ზეთის გამოცვლისა და ავტომობილების მსუბუქი სერვისისთვის იქნება განკუთვნილი. „კასტროლის“ სერვის-ცენტრი აღჭურვილია უახლესი სასერვისო დანადგარებით და მოემსახურება ყველა ტიპის ავტომობილს. სერვის-ცენტრში დასაქმდება ათამდე ადამიანი და ცენტრის ენერგომომარაგების ტექნოლოგიურ ციკლში ჩართული იქნება მზის პანელებით აღჭურვილი სახურავი, […]