ხერსონში რუსული დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. ასევე ნახეთ: · რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, ხერსონში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა
ისრაელმა დაბომბა ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქი ხან-იუნისი

19 იანვარს ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთი დაბომბა მას შემდეგ, რაც ის თავის მოკავშირეს, შეერთებულ შტატებს, საჯაროდ დაუპირისპირდა პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობის შესახებ. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ერთადერთი გზაა მდგრადი მშვიდობისკენ. პარასკევს დილით თვითმხილველები ცეცხლსასროლი იარაღის სროლისა და საჰაერო რეიდების შესახებ იტყობინებოდნენ ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისიდან. ისრაელის თანახმად, ქალაქს თავს აფარებს პალესტინელთა […]
ისრაელი აღიარებს, რომ მძევლების ცხედრების საპოვნელად ღაზაში საფლავები ამოთხარეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში ისრაელელი ტყვეების ცხედრების საპოვნელად საფლავები ამოთხარეს. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში ფოტოები გავრცელდა, სადაც ბულდოზერებით ამოთხრილი და დაზიანებული საფლავები ჩანდა. ინფორმაცია საფლავების ამოთხრის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებიმა ამერიკულ ტელეარხ NBC-ს დაუდასტურეს. IDF-ის განცხადების მიხედვით, მძევლების ცხედრების იდენტიფიკაციის პროცესი უსაფრთხო იყო და არ არღვევდა გარდაცვლილების პატივისცემის სტანდარტებს. ამოთხრილი […]
“ნაციონალურ მოძრაობაში” დღესაც ებრძვიან და ემუქრებიან ადამიანებს, ვინც განსხვავებულ აზრს გამოხატავს, თავისივე პარტიაშიც კი, რატომ? იმიტომ რომ ასეთია მათი ბუნება – გურამ მაჭარაშვილი

“ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ დაპირისპირებას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ პარტიისგან ძალადობრივი პროცესები გასაკვირი აღარ არის. ასევე, როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დღესაც ებრძვიან და ემუქრებიან ადამიანებს, ვინც განსხვავებულ აზრს გამოხატავს: “ჩვენ არ გვიკვირს ის, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ძალადობრივი პროცესები არსებობს. ამ ხალხს ძალა როცა ჰქონდა, რა […]
“ქართული ოცნების” დეპუტატების ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში გრძელდება – დელეგაცია შანხაის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას სტუმრობდა

“ქართული ოცნების” დეპუტატების ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში გრძელდება. დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დღეს შანხაის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში იმყოფებოდა, სადაც ლი განგის კონცეფციას გაეცნო. მმართველი დელეგაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინდუსტრიული ზონის საქმიანობის სპეციფიკას გასცნობოდნენ. გაიმართა შეხვედრა ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელობასთან. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობას. “ქართული ოცნების” დეპუტატები ერთი კვირის განმავლობაში ხვდებიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიისა და […]
ესტონეთში კენკრის გაყიდვა ავტომატებში დაიწყეს

ესტონურმა კომპანია No Bananas-მა დაამონტაჟა სავაჭრო ავტომატები გაციებული კენკრის სარეალიზაციოდ, ქვეყნის 100-ზე მეტ მაღაზიასა და ცენტრში. კომპანია 400 აპარატის ლატვიაში დამონტაჟებასაც გეგმავს. ამის შესახებ HortiDaily წერს. „ჩვენი ახალი სავაჭრო ავტომატი ძალიან ეფექტურია, საჭიროების შემთხვევაში მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე და არასდროს იღლება. მანქანა კენკრას +3 გრადუსზე ინახავს, რაც ხანგრძლივ შენახვის ვადას უზრუნველყოფს“, – […]
ლატვიაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო 74 მლნ ევრო კვლავ გაყინულია

ლატვიის ფინანსურ ინსტიტუტებში რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გამო, დაახლოებით 74 მილიონი ევრო კვლავ გაყინულია. ლატვიის ფინანსური ბაზრის მონაწილეებმა დაადგინეს ექვსი ფიზიკური და 35 იურიდიული პირი, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან. ისინი არ არიან შეყვანილი სანქციების სიაში, მაგრამ მათზე ვრცელდება შეზღუდვები, შესაბამისად, ამ იურიდიული პირების სახსრები და ფასიანი ქაღალდები გაყინულია. 2022 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ […]
ირმა ინაშვილი – არ ვარ გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე, თუ მიმსგავსება უნდათ, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს – დავით თარხან-მოურავი საერთოდ რვა წელია მელოტია და ეს ფიგურა სერგი კაპანაძეს უფრო ჰგავს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წმინდა მატრონას ხატზე ის და დავით თარხან-მოურავიც არის გამოსახული. როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხატზე გამოსახული მანდილოსანი „ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს, ვიდრე მას.“ „არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი მაქვს და სახის […]
მიხეილ სარჯველაძე – ძნელია არ დაეთანხმო პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ოპოზიციაში „ლუზერები“ არიან – მოვა არჩევნები და რეალურ რეზულტატებს ვნახავთ

მოშე ვინ არის, არ ვიცი – ის, ვინც ხელისუფლებას აყვედრის სიძულვილის ენას, თვითონ გამოირჩევა სიძულვილის ენით და სხვა არსენალში არაფერი აქვს,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კრიტიკას საარჩევნო კამპანიაში სიძულვილის ენის გამოყენების თაობაზე. სარჯველაძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, საარჩევნო კამპანიისთვის უცხოელი სპეციალისტი დაიქირაოს, რაშიც დრამატული არაფერია და არაფრისმთქმელი […]
რატი იონათამიშვილი – ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არიან ოლიგარქები – ესენი არიან „მისტერ ოფშორი“ და „ხანდაზმული თაღლითები“

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არიან ოლიგარქები – ესენი არიან „მისტერ ოფშორი“ და „ხანდაზმული თაღლითები“, – ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, ეს ოლიგარქები ძალიან არარეიტინგულები არიან, რომელთა მიერ დაფინანსებული პარტიები 2024 წელს ძალიან მძიმე შედეგებით დაასრულებენ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, იონათამიშვილი ივანიშვილს „ისტორიულ ქველმოქმედს“ უწოდებს და […]