გაბრიელუს ლანდსბერგისი – თუ უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს, ეს ევროპისთვის კარგად არ დამთავრდება

თუ უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს, მოსკოვის გამარჯვება ევროპისთვის კარგად არ დამთავრდება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელუს ლანდსბერგისმა განაცხადა. „არ არსებობს სცენარი, რომ თუ უკრაინა არ მოიგებს, ეს შეიძლება კარგად დასრულდეს ევროპისთვის“, – აღნიშნა ლანდსბერგისმა. მისი თქმით, არსებობს შანსი, რომ რუსეთი უკრაინაზე არ შეჩერდება. ლანდსბერგისმა განარტა, რომ ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც ევროპას შეუძლია […]

„ბალანსი“ პირველ ფილიალს ხსნის

ჯანსაღი კვების რაციონის გამოძახების სერვისი „ბალანსი“, რომელიც ბაზარზე 2022 წლის ბოლოს გამოჩნდა, პირველ ფილიალს „ბალანს ექსპრესს“ ჭავჭავაძის გამზირზე ხსნის. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ სერვისის თანადამფუძნებელმა, ნუცა სურგულაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ფილიალი მარტში გაიხსნება. „ფილიალი დაგვეხმარება იმაში, რომ მომხმარებელმა ადგილზეც შეიძინოს პროდუქცია. ფილიალში წარმოდგენილი იქნება როგორც ჯანსაღი კვების სამჯერადი მენიუები, აგრეთვე ფრანგული საკონდიტრო ხაზიც”, – განაცხადა […]

სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილი, სულ მცირე, 10 საქმეზე ჰყავს გასამართლებული – ის კრიმინალია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებითაც – რატი იონათამიშვილი

მიხეილ სააკაშვილი იმ დანაშაულებს უტიფრად არ აღიარებს, რომელიც ჩადენილი აქვს. ახლა იხვეწება, რომ გაათავისუფლონ და გარეთ გამოვიდეს, ანუ, კიდევ ერთხელ უპირისპირდება სამართლიანობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. დეპუტატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების ბენეფიციარი დამსახურებულად არის, მან უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა. „სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილი, სულ მცირე, ათ საქმეზე ჰყავს გასამართლებული. სააკაშვილი კრიმინალი და […]

ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის – დასავლეთში მშვიდობიანი მოქალაქეები ამისთვის მზად უნდა იყვნენ – NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, რობ ბაუერის განცხადებით, დასავლეთში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა მოემზადონ რუსეთთან კონფლიქტისთვის, რომელმაც შესაძლოა, მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების აუცილებლობა შექმნას. ნიდერლანდელი ადმირალი ხაზს უსვამს, NATO რუსეთთან კონფლიქტისთვის ემზადება. “უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობა, რომელიც გვაქვს, არაა თავისთავადი მოცემულობა. ამიტომ ჩვენ [NATO-ს ძალები] ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის”, – განაცხადა რობ ბაუერმა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ცივი […]

გორში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – დაღუპულია 70 წლამდე ქალი

გორში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაღუპულია 70 წლამდე ქალი. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

IAEA: ბირთვული იარაღის ქობინების დასამზადებლად ირანს საკმარისი ურანი აქვს

ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ბირთვული იარაღის დასამზადებლად საჭირო გამდიდრებული უნარის წარმოების გაზრდის ფონზე, ირანი ზედამხედველობის საერთაშორისო მცდელობებს ხელს უშლის. Bloomberg-ის ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების ვარაუდით, ამ დროისთვის ბირთვული იარაღის რამდენიმე ქობინის დასამზადებლად ირანი საკმარისი რაოდენობის გამდიდრებულ ურანს ფლობს. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა. “არ გვესმის, რატომ არ უზრუნველყოფს (რედ. […]

იონათამიშვილი: ქართული ოცნების მხარდაჭერა რომ 60%-ია, ეს ფაქტია

ქართული ოცნების მხარდაჭერა რომ 60%-ია, ეს ფაქტია. ჩვენ რომ ხელმოცარული ოპოზიცია გვყავს, ესეც ფაქტია. თუ ქართველ ამომრჩეველს, მათ შორის, ოპოზიციურს, ვინმე და რამე არ მოსწონს, სწორედ ის ოპოზიციაა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. განსაკუთრებით, რადიკალური ოპოზიცია. ეს შედეგები დამსახურებულია, რადგან მთელ ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია იმის გარდა, რომ ჩვენს სახელმწიფოს უპირისპირდებოდა. ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი. […]

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანა შუა ხნის ქალს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 19 იანვარს, მოხდა. როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარაზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. […]

რას მოიცავს საქართველოსთვის დამტკიცებული ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა

პოლიტიკური პოლარიზაცია, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, რეპრესიული კანონმდებლობა, საარჩევნოდ ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობა – ამ საკითხებს მოიცავს ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცდა. სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს საქართველოში ევროპის საბჭოს ფასეულობების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებას. ის ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას. სამოქმედო გეგმაში გამოყოფილია […]

სასჯელის მოხდა ოროთახიან ლუქსში კი არ მიესაჯა | “ხალხის ძალა” მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს

გადაიყვანენ თუ არა მესამე პრეზიდენტს “ვივამედიდან” ციხეში – “ხალხის ძალა” ითხოვს, რომ თუ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა იქნება, მესამე პრეზიდენტმა სასჯელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადოს. გურამ მაჭარაშვილი ბოდიშის მოხდას სთხოვს იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც განცხადებებს აკეთებდნენ მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. “მთელი ცხოვრება დაბურული მინებით დადიოდა ავტომობილით და დაბურული მინები შესაბამის დაწესებულებაში, რომელიც სხვათაშოირს არ არის ციხე და […]